ლათინო-სინე-ფლექსიონე – საერთაშორისო ხელოვნური ენა, რომელიც შეიქმნა 1903 წელს, ფრანგი
მათემატიკოსის, ჯუზეპე პაენოს მიერ. დაფუძნებულია ლათინურ ენაზე.
ნოვიალი – საერთაშორისო ენის პროექტი, შეთავაზებული 1928 წელს, საბავშვო ლინგვისტ ო. ესპერსენის
მიერ. ეს პროექტი ითვლება იდოს გაგრძელებად, უფრო სწორად, მის გადამუშავებულ ვარიან-
ტად. ის თავისი ლინგვისტური თვისებებით შორს წავიდა იდოსგან, მით უმეტეს, ესპერანტოსგან.
ავტორი ცდილობდა, შეეთავსებინა იდოს ლოგიკურობა ოქციდენტალის(ერთ-ერთი ხელოვნური ენა)
ნატურალობასთან.
ოქციდენტალი(ან ოქციდეტალი) – საერთაშორისო ხელოვნური ენა. შეთავაზებულ იქნა 1922 წელს,
ესტონელი ედგარ დე ვალეს მიერ. ენა აგებულია ინტერნაციონალურ
ლექსიკაზე, ძირითადად, დასავლეთ ევროპისთვის(რომანული ენების-
თვის). შეიმჩნევა ფრანგული ენის გავლენა.
ესპერანტო – ყველაზე გავრცელებული ხელოვნური ენა, შექმნილი ვარშაველი ექიმის, ლუდვიგ ზამენჰოფის
მიერ, ათ წლიანი მუშაობის შედეგად. ამ ენაზე მოსაუბრეებს ესპერანტისტები ჰქვიათ. დღეს
მსოფლიოში ცხოვრობს რამდენიმე ათეულ ათასიდან 2 მილიონამდე ესპერანტოზე მოსაუბრე.
ესპერანტო მშობლიური ენის შემდეგ მეორე ენაა განათლებული ადამიანისთვის. ამგვარად,
შესაძლებელია, ამ ნეიტრალური და მარტივად შესასწავლი ენის მეშვეობით გლობალური ურთი-
ერთობები ახალ საფეხურზე ავიდეს. მისი შესწავლა მომავალში მარტივს ხდის სხვა უამრავი ენის
შესწავლას.
ვოლაპიუკი – შეიქმნა გერმანელი სასულიერო პირის, იოჰან შლეიერის მიერ, 1879 წელს. წარმოადგენს
საერთაშორისო სასაუბრო და პრაქტიკულ ენას.
იდო – საერთაშორისო საურთიერთო ენა. მიღებულ იქნა 1907 წელს, როგორც დამხმარე საერთაშორისო
ენა და როგორც ესპერანტოს(მისი წინამორბედის) გაუმჯობესებული ვარიანტი.
ინტერლინგვა – საერთაშორისო ხელოვნური ენა. შეიქმნა ნიუ-იორკში, 1950 წელს, დამხმარე ენების
საერთაშორისო ასოციაციის მიერ, ალექსანდრ ჰოუდის ხელმძღვანელობით. ის შედგება
ლათინურისგან და მისგან წარმომდგარი სხვა ენების ელემენტებისგან. გამოიყებნება:
იტალიური, ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, ინგლისური, გერმანული და რუ-
სული სიტყვები. მაგრამ ინტერლინგვა ბევრით ჩამორჩება ესპერანტოს.
http://ucnauri.com/86389/ხელოვ