რაც შეეხება მაზნიაშვილის ქუჩას: საბჭოთა სახელების შეცვლა რომ დაიწყო, პირველად მართლაც ნაძალადევში (მ. 'ელდეპოს' მიდამოებში) დაარქვეს მაზნიაშვილის სახელი ერთ-ერთ შემთხვევით ქუჩას, მოგვიანებით კი კიდევ ერთი ცვლილება მოხდა, და მაზნიაშვილის სახელი ამჯერად დაერქვა სწორედ იმ ქუჩას, სადაც იგი ცხოვრობდა (ვორონცოვიდან სვანეთისუბნისკენ მიემართება).
წელს აპრილში სახელი შეეცვალა ქუჩას, სადაც თავდაცვის სამინისტროა განლაგებული (ყოფ. ხვამლის ქ.) - მას გენერალ კვინიტაძის სახელი მიენიჭა.
***
'ძველი' (ამაში რა იგულისხება, თავად მიხვდებით) ქართველი გენერლების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ:
http://www.petergen.com/sources/grugener.shtmlსაბჭოთა პერიოდის სურათი ასეთია: სტალინი - გენერლისიმუსი, ბერია - საბჭოთა კავშირის მარშალი, გელოვანი (სულ სხვა პერიოდში) - საინჟინრო ჯარების მარშალი. და არცერთი სხვა მარშალი ან არმიის გენერალი. თუმცა, უფრო დაბალი რანგის გენერლები, ალბათ, იყვნენ - იგივე ჩანჩიბაძე (გვარდიის გენერალ-ლეიტენანტი), ლესელიძე (გენერალ-პოლკოვნიკი).
დამოუკიდებლობის შემდეგ 1997 წელს სამხედრო წოდებების შემოღების დღიდან 2002 წლამდე საქართველოში გენერლის წოდება მიენიჭა [ან დაუმტკიცდა ადრე მიღებული] 142 კაცს (თუმცა, აქ იგულისხმება არ ამხოლოდ სამხედრო, არამედ, მაგ. პოლიციის გენერლებიც).
უფრო ახალი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ მომეპოვება. ისევე როგორც ვერაფერს ვიტყვი უხოეთის ქვეყნებზე. შალიკაშვილი ცნობილია, მაგრამ სხვა არ ვიცი (დიმიტრი ამილახვარი ვიცე-პოლკოვნიკი იყო). არადა, თურქეთში ნამდვილად იქნებიან ქართული წარმოშობის გენერლები (ამჟამად მაინც თურქები).