




ფარნავაზ I ქართველთა მეფის მონეტები
ფარნავაზ I ქართველთა მეფის ზეობის ხანა დაემთხვა ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობითი, უსამართლო ომების ხანას. ამ ომებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა, მრავალი ადამიანი დასახიჩრდა. იმ მკვლევარებს ვუჭერ მხარს, რომლებიც ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობით პოლიტიკას გმობენ, მის მიმართ „დიდი მეფის» სახელის, განსაზღვრების შეუფერებლობას აღიარებენ. ალექსანდრეს შეჭრას ქარდიას ანუ საქართველოს სახელმწიფოში ფარნავაზ მეფე მედგრად შეეწინააღმდეგა, საგანგებოდ მოემზადა, ჯარისკაცებისათვის გასამრჯელოდ დიდძალი ვერცხლის ათგრამიანი ფული-მონეტები გამოუშვა მიმოქცევაში. მკვლევართა ცნობით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფული ფარნავაზმა ქალაქ თარსოში//ტარსიში იქვე მდებარე ვერცხლის საბადოდან დაამზადებინა. საისტორიო რუკებზე ქალაქი თარსო აღბეჭდილია ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად _ ჩრდილოეთით. ფარნავაზ პირველის სახელმწიფო იმ მხარესაც მოიცავდა და ილიონის (ტროას) მხარესაც. ფარნავაზ პირველმა უხელმძღვანელა ჯარს თავდამსხმელი ალექსანდრე მაკედონელის ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ამჟამინდელ ქალაქ კონსტანტინეპოლის//სტამბოლის სამხრეთით მიმდებარე სრუტეებში _ ზღვაზე მოხდა და გაიმარჯვა, დაამარცხა ალექსანდრე მაკედონელი, ფლოტი მოუსპო. ალექსანდრე იძულებული გახდა ახალი გემების აგებაზე ეზრუნა. ფარნავაზ მეფე ემხრობოდა პარსაიას// (ასე უწოდებდა თავის თავს ემეგრული//ლურსმნული დამწერლობით აღბეჭდილ წარწერებში) //პარსის//ფარსის მეფეს დარივუშს ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ. დარიავუშ (ემეგრული ლურსმნული დამწერლობით) //დარივუშ მეფის ხელმძღვანელობით ჯარი აღმოსავლეთში შეება ალექსანდრეს ჯარს და, სამწუხაროდ, დამარცხდა. დარივუშის სახე დამარცხებისას აღბეჭდა თვითმხილველმა ხელოვანმა ნახატზე. ის ცხენზეა ამხედ-რებული, შეწუხებულია და მის მზერაში სასოწარკვეთილება გამოსჭვივის. ერთი შეხედვით, გარეგნობით, სახის ნაკვთების მოყვანილობით, დარივუშ მეფეს ქართველს, ქართული მოდგმის პიროვნებას ვამგვანებ. დარივუშ მედ (მედეთელი) _ ასე იხსენიება ის ინგლისურენოვან გამოკვლევებში.
ფარნავაზ მეფემ ორჯერ უხელმძღვანელა ჯარს ომში აფრიკის კონტინენტზე-ნილოსის აუზის ქვემო წელში. მეორედ ომისას ნილოსის ადიდებითა და მიმდებარე მხარის დატბორვით ფარნავაზის ხელქვეითი მებრძოლი ჯარი ძლიერ დაზარალდა. ამის შემდგომ ლათინურად და ელინურად ნაწერ ისტორიებში ფარნავაზის ბედის შესახებ ცნობები არ მოიპოვებაო, აღნიშნავენ უცხოელი ამჟამინდელი მკვლევარები.
ახლა იშვიათია ერი, რომელსაც ძვ.წ.-ით მეოთხე საუკუნეში თავისი ეროვნული ფულის არსებობით თავმოწონება შეუძლია. ამ იშვიათ ერთა რიცხვს ქართველები
მიეკუთვნებიან. არქეოლოგებმა კარგა ხნის წინ გაამდიდრეს საზოგადოების ცოდნა ფარნავაზ I მეფის მონეტების მოპოვებით მიწის წიაღიდან. საისტორიო წიგნებში, ნუმიზმატიკურ ცნობარებში არაერთხელ გამოქვეყნდა ფარნავაზის მონეტების სურათები. მათზე აღბეჭდილია თვით ფარნავაზი, მისი სახის გასწვრივ კი ქართული ასომთავრული ანბანით წარწერა, რომელსაც ერთ-ერთ მონეტაზე ენათმეცნიერი, ბატონი გოჩა ასათიანი, კითხულობს ასე: „კეი~ი ფ~ზ». ამ დაქარაგმებული, შეკვეცილი წარწერის გამოტოვებული ასოების აღდგენით, მისი აზრით, წერია: „კეისარი ფარნავაზი». ვეთანხმები, ზოგ იმჟამინდელ მონეტაზე ფარნავაზის იგივე სურათია, მაგრამ ქართული ანბანით სხვა სიტყვებია აღბეჭდილი. ფარნავაზ მეფის ზეობიდან სამი-ოთხი საუკუნის შემდგომ შედგენილი, მსოფლიოს ელინური და ლათინურენოვანი ისტორიების თანახმად, ეს ფარნავაზი ჯერ პარსის//პერსიის ხელისუფლის მეგობარი სატრაპი იყო. შემდგომში შესძლო გამეფება. ემეგრული//ლურსმნული დამწერლობით აღბეჭდილ დედან ტექსტებში წერია სიტყვა «ლუგალ-უქქინ» [მეფე-ხელისუფალი; «ლუგალ» მეფეა] და არ წერია «სატრაპი», რომელიც იხსენიება ლათინურენოვან მოგვიანო ხანის აღწერებში. მეტად საყურადღებოა, თუ რომელი დამწერლობა იყო მის სახელმწიფოში აღიარებული. სწორედ ამ დიდი საკითხის დადგენაში გადამწყვეტია მის მიერვე გამოშვებული ფულის _ ვერცხლის მონეტებზე ქართული წარწერების არსებობა. ამით დგინდება, რომ ფარნავაზ პირველის ქვეყანაში სახელმწიფო დამწერლობა იყო ქართული, კერძოდ, ქართული ასომთავრული. მასში ორმოცი ასო-ნიშანია. მეორე დასკვნაც აშკარაა: ფარნავაზის ქვეყანაში სახელმწიფო ენა იყო ქართული.
თვალს ახარებს ამჟამინდელი ქართულწარწერიანი ფულის ნიშნები. სასურველია, ფარნავაზ I მეფის ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი მონეტის ერთი ან ორივე მხარის („შუბლის» და „ზურგის» ანუ „წაღმა» და „უკუღმა» მხარის) რაიმე სახით აღბეჭდვა ერთ-ერთ ამჟამინდელ ფულზე, ვთქვათ, ლითონის //მეტალის ერთლარიან ახალ მონეტაზე. აუცილებელია ფარნავაზ პირველის სახელმწიფო მოღვაწეობის 24 საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნა თბილისში, ქუთაისში, ცხუმში, ბათუმში, თელავში და, შეძლებისდაგვარად, სხვა კერებში, სადაც ქართველები მოსახლეობენ.
საზოგადოებას განსაკუთრებით ახარებს ხოლმე ღია ცის ქვეშ უფასოდ გამართული ზეიმები, ფესტივალები სასიმღერო, საცეკვაო ქართული ანსამბლების მონაწილეობით, მამულიშვილურ თემაზე დაწერილი ქართული ლექსების მხატვრული კითხვით, ქართული ჭიდაობით, ხარების ანუ კუროების დაჭიდებით ანუ ღონისძიებით, რომელსაც ძველთაგანვე ეწოდება „კურული». «კურო» სანაშენედ შერჩეული ჯიშიანი ხარის აღმნიშვნელი ქართული სიტყვაა.
ქართულ ენაზე დაწერილ ტექსტში _ „ცხოვრება ქართველთა მეფეთა მათთა» _ ფარნავაზ I ძვ.წ. IV საუკუნეში მოღვაწედ განიხილება. ქართველთა მეფე გიორგი XIII-ის ვაჟის, ვახტანგის მიერ რუსულ ენაზე დაწერილ საქართველოს მოკლე მიმოხილვაში დასახელებულია ფარნავაზის ზეობის წელი _ ძვ.წ. 360 წ. ეს მონაცემი ემთხვევა ელინურ და ლათინურ ენებზე I_II საუკუნეებში შედგენილი რამდენიმე ავტორის მონაცემებს. კერძოდ, ფარნავაზ პირველის ხელისუფლად დანიშვნის თარიღად მითითებულია ძვ.წ. 413_387 წწ. ფარნავაზის დაბადება სახელდება ძვ.წ. 435 წელს, გამეფება _ ძვ.წ. 387 წელს. ლათინურ წყაროში მისი ქვეყანა სახელდებულია „კარდია»-დ, რაც, უეჭველად, ქართი ანუ საქართველოა. ლათინურენოვან წყაროებში მისი ქვეყანაა ხმელთაშუა ზღვის
დასავლეთი სანაპიროც მიმდებარე კუნძულით „ლეზბოს» (იქნებ „ლაზებისა» ეწოდებოდა და შემდგომში დაერქვა „ლეზბოს»). ამ კუნძულის დედაქალაქს, მთავარ ქალაქს „კარდია»//ქარდია//ქართი ეწოდებოდაო, წერენ უცხოელები. მათივე ცნობით, ფარნავაზი როგორღაც წარმოშობით ენათესავებოდა პარსაიას//პარსის//პერსიის მეფეს დარივუშ III-ს კოდომანეს. ფარნავაზის მეუღლე იყო პარსაიას//პარსის//პერსიის მეფის ართოხერხე II-ის ასული _ აპამეა. მისი სახელი _ «აპამეა» _ მიენიჭა ვრცელ მხარეს. ზოგი ლათინურენოვანი ავტორი ოთხიოდ საუკუნის შემდგომ, ფარნავაზს ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად, შემდგომში _ მის მეფედ ასახელებს. ჰელესპონტის სახელით აღნიშნულია დარდანელისა და ბოსფორის სრუტეები და მიმდებარე „მარმარილოს» ზღვა. ფრიგია რომაელების მიერ საუკუნეთა შემდგომ შერქმეული სახელწოდებაა ამ სრუტეთა აღმოსავლეთით მიმდებარე მიწა-წყლისა. იმავე ლათინურენოვანი ისტორიკოსების ცნობით, ამ მხარეს, მეორენაირად, «ქარდია» ეწოდებოდა, რაც ჩვენებურად, ქართულად კარდი, კარდიეთი, ქართი, საქართველოა. ფარნავაზ I-ის მამის სახელია ფარნაკე. იმავე საუკუნეში კარდიას ანუ ქართის მეფედ იგივე ლათინი ავტორები ასახელებენ ევმენე//ეუმენე//ომენე ქართს//ქართველს, აქებენ მის გამჭრია-ხობას, პატიოსნებას. მისი შვილი იყო მითრადათა, რომელიც გამეფდა მითრადათა პირველის სახელით. მითრადათა I-ის შვილთაშვილები, მათი მემკვიდრეები იყვნენ მომდევნო მეფეები _ მითრადათას სახელით ცნობილნი, მათ შორის ბრწყინავს მითრადათა VI-ის სახელი. მას სიცოცხლეშივე შეარქვეს „დიდი» მისმა მტრებმა _ უცხოელებმაც კი. მასზე წიგნები გამოაქვეყნეს გიორგი გოზალიშვილმა, ლევან სანიკიძემ, ლევან გოთუამ. განსაკუთრებით მომწონს ლევან გოთუას წიგნი მითრადათა დიდზე. მისი კარდიული //ქართული წარმომავლობიდან გამომდინარე, ბუნებრივია მის მონეტაზე ქართული „მხედრული» და „ნუსხა-ხუცური» ასოებით აღბეჭდილი წარწერა _ «დევ». ამ ქარაგმის ანუ შემოკლებული წარწერის წაკითხვა, ჩემი აზრით, ასე შეიძლება: დ[ათა] ევ[პატორი].
ფარნავაზ I-ის, მითრადათა ევპატორის მოღვაწეობის შესაცნობად აუცილებელია ქართველთა სახელმწიფოს, ქართი//ქართველი ერის შესახებ მანამდე აღბეჭდილი არქეოლოგიური მონაცემების გათვალისწინება.
განსაკუთრებით საყურადღებოა მდინარე ნილოსის ქვემო წელში მდებარე ქალაქ ტანის მიდამოში 1963 წელს საფრანგეთიდან წარგზავნილი არქეოლოგების მიერ
აღმოჩენილი იქაური ფარაონის საფლავის ქვა იეროგლიფური წარწერითა და ძალაუფლების სიმბოლოს _ ქორის გამოსახულებით: ორივე თათში კეთილდღეობის სიმბოლო აქვს ჩაბღუჯული (თითოში _ თითო). ეს სიმბოლო მიაგავს ქართულ ასომთავ-რულ „დ»-ს, რომელიც, თავისთავად, გამოსახავს მზეს ჰორიზონტის ხაზზე, რაც აღნიშნავს ახალი წლის პირველი დღის დადგომის მომენტს _ იქაური კალენდრის საფუძველზე. ამ ფილაზე კვეთილობა ძვ.წ. 1020-იან წლებშია შესრულებული ფარაონის სახელისა და თარიღის მიხედვით. იმ წლებში ქართის//ქართუს//საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო ბაბილი//ბაბილონი, რომელიც შუამდინარეთის, მესოპოტამიის სახელით შემდგომში ცნობილ მხარეში მდებარეობს. ბაბილში მდებარე სასახლეში ცხოვრობდა ქართის მეფე, სახელად ნაბუ-კოდორ I. მან სახელი გაითქვა სახელმწიფო აღმშენებლობით, კულტურის გაფურჩქვნაზე ზრუნვით და იმდენად კარგი სახელი დაიმკვიდრა, რომ ძვ.წ. 604 წელს გამეფებულ მეფე ნაბუ-კოდორ II-ს თავის დროზე მშობლებმა-მეფემ და დედოფალმა სწორედ პირველი ნაბუ-კოდორ მეფის პატივსაცემად დაარქვეს მისი სახელი, რითაც დაბადებიდანვე იზრუნეს თავისი ქვეყნისადმი ერთგულების, თავდადების ნიშნით მის აღზრდაზე. მან მშობლების იმედი გაამართლა და ნაბუ-კოდორ „დიადის» სახელი დაიმკვიდრა. 19 წლისა თავისი ვრცელი სახელმწიფოს ჯარს მეთაურობდა; ალაგმა რამდენიმე წლის წინ მის დასავლეთ ნაწილში ტერორისტული გზით დამკვიდრებული უცხოელები და განდევნა; ნილოსის ქვემო წელში მდებარე ძირძველი, მისი წინაპრების კუთვნილი მიწა-წყალიც დაიბრუნა. ნაბუკოდორ დიდის ყმაწვილობისა და მოწიფულობის დროინდელმა ორმა სურათმა დღემდე მოაღწია და მრავალჯერ გამოქვეყნდა. რადგან ქართის სახელმწიფო იყო ნაბუკოდორ II-ის მეფობისას ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მიმდებარე მხარეც, უნდა დავეთანხმოთ იმ ფაქტორს, რომ ძვ.წ. IVს-ში ფარნავაზ I, ძვ.წ. I ს-ში მითრადათა დიდიც იმ ძველქართულ მხარეებს სამართლიანად ფლობდნენ, მართავდნენ და უცხოტომელი ტერორისტებისათვის მათ დათმობას არ აპირებდნენ.
კიდევ უფრო წინათ, ძვ.წ. XI ს-ში, ქართველთა ყოფნას მდინარე ნილოსის ქვემო წელში არსებულ ქალაქ ტანაში მოწმობს ფრანგი არქეოლოგის მიერ 1963 წელს იქვე აღმოჩენილი ზემოხსენებული მეფის საფლავის ქვაზე ქორის თათში ჩაბღუჯული ქართული ასომთავრული „დ»-ს ქვემოთ ქართული „მხედრული» ანბანით მიწერილი სიტყვის „იბერ» არსებობა. ამით მისმა შემქმნელმა საზოგადოებას მიანიშნა, განუმარტა, რომ თათში ჩაბღუჯული გამოსახულება იბერთა ანბანით წერია. ასევე ძველია გამომწვარ თიხაზე აღბეჭდილი, მეფე-ქალის შესაფერად, დარბაისლურად შემოსილი, გვირგვინოსანი კოლხი მედეას გამოსახულება. ხელთ უპყრია არა თვალ-მარგალიტით მოოჭვილი მდიდრული, არამედ მწიფე მტევნებით დახუნძლული ვაზის რტოს უბრალო კვერთხი; კაბის შუა წელზე კი ქართული მხედრული ასოებით სიყვარულით ამოუქარგავს თავისი ქვეყნის სახელი _ «აიია».
უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს ძველი სახელწოდებაა „ქართი». სიტყვა „ქართი» ჩვენიანებმა შექმნეს ორი სიტყვის: „ქიანა ართი»-ს შერწყმით. ორივე სიტყვა მეგრულია. ქიანა-ქვეყანას, მიწა-წყალს, სახელმწიფოს ნიშნავს, „ართი» არის ერთი, ერთიანი, ანუ ის, რისი მთლიანობის მოშლაც მიუტევებელი დანაშაულია.
ჩვენს უძველეს დამწერლობას (ლურსმნულს) მისი შემქმნელი ჩვენიანები „ემეგრ»-ულს უწოდებდნენ წერილობით მრავალჯერ აღბეჭდილ ტექსტებში. ასეა ეს განმარტებული ბრიტანეთის, კოლუმბიისა და სხვა ენციკლოპედიებშიც, ლურსმნული დამწერლობის სახელმძღვანელოებში.
14 ივლისი, 2006 წელი.
--------------------------------------------------ნათელა ფოფხაძე
This post has been edited by LENUS on 10 Jun 2009, 22:25