დღეს პოსტავს უკვე, ხო და თუ გინდა კიდევ სცადე და დაგამატებთ

თუმცა კი მაინც აქ ჯობია მეტად მოვტრიალდეთ.
ისე არ წაგიკითხიათ ჩემი აზრი პეტრას შესახებ? რას ფიქრობთ? მარტო მე მეჩვენება მასე? რავი გუშინ კინაღამ გამტყიპეს

თვით ნაციონალ გეოგრაფიკსიც კი ვერ მალავს რომ ურთულესი შენობააო, და რომ საკმაოდ რთული გამოსათვლელია რომ ისე გააკეთო როგორიც არის. პლიუს ამბობენ ესენიც რომ ელინური ნაკვთები აქვსო.
ბედუინებს აქვთ აზრი (რომლებიც მანდ მეტი ხანი ცხოვრობდნენ) რომ ეგ ეგვიპტელების განძსაცავია, მაგრამ ეგვიპტელები მსგავს რამეს არ აშენებდნენ, საერთოდ არ გავს ეგვიპტურ არქიტექტურას.
შემდეგ ამბობენ რომ ნაბათეელების ქალაქიაო, რომ რამდენიმე გზა იკვეთებაო ამ ქალაქზეო, თუ მასეა მართლა, მაშIნ რატომ დაიკარგა ეს ქალაქი? როგორც ცნობილია მსგავსი ქალაქები სადაც ბევრი სავაჭრო გზა იკვეთება უკვალოდ არ იკარგება. მას რომელიმე უბრალოდ იპყრობს.
პლიუს ნაბათეელებს დააბრალო ეს ყველაფერი აგრეთვე სისულელეა, იმიტომ რომ ნაბათეელები მომთაბარეები იყვნენ. და რა გინდა თქვან ახლა? მოწანწალე მოსიარულე ხალხის ბრბომ, რაც არ უნდა მდიდრები იყვნენ, მოვიდნენ უდაბნოდან, ცხოვრებაში კარვის მეტი რომ არ გაუჭიმიათ არაფერი და უცბად არსაიდან მოსდით თავში აზრიც, ნიჭიც და გამოცდილებაც და უცბად ბაც და გამოთალეს კლდეში ურთულესი ნაგებობა?
თან ისე სკურპულოზურად რომ მნახველს დღემდე ნუსხავს და აგიჟებს?
პირამიდების პონტია ზუსტად, ველურ ეგვიპტელებს რომ აბრალებენ.
კიდევ ერთი მარაზმში გადასული ისტორია. აღმოჩნდა რომ ეს მომთაბარე ტომი, აგრეთვე ყოფილა უდიდესი მეცნიერი ჰიდრავლიკაში, მათ ურთულესი და უდიდესი წყალგაყვანილობა გააკეთეს პარალელურად. მანამდე ვიღაცის ჭებს ესხმოდნენ თავს რომ დაელიათ და უცბად აღმოჩნდა რომ იციან უდაბნოს ერთ ერთ ყველაზე უწყლო ადგილას როგორ მოაწყონ წყალგაყვანილობა ისე რომ მთელი წელი წყალი არ მოაკლდეთ, ამისათვის ირგვლივ მთელი უდაბნოს წყაროები არხებით დააკავშირეს ქალაქს, ხოლო ღვარცოფებისგან დასაცავად ააშენეს ჯერ დამბა შემდეგ კი ტუნელი მეზობელ ხეობასთან დასაკავშირებლად რომ მოვარდნილ წვიმის წყალს არ დაენგრია მათი ქალაქი

. და თან მაბოლებენ იმით რომ ამ მომთაბარეებმა მოკლე დროში მიაღწიეს ჰიდრავლიკაში ისეთ ცოდნას რომელსაც ჩვენ 21 საუკუნეში მივაღწიეთო


კეეერქით რა
და სად ჯანდაბაში გადაიკარგა ეს ყველაფერი?
* * *
ეს დოკ ფილმი სავსეა ერთმანეთთან შეუტავსებელი რამეებით, თუ ნაბათეელები იყვნენ მშენებლები, მაშIნ რატომ ელინური სტილი, ამას დამატებული, რა შუაშია, ეგვიპტური სიმბოლიკა დამატებული მედუზა გორგონას თავი, რომელიც თურმე (დიქტორის სიტყვებიტვე) არანაირად არ მოდის ახლოს ნაბათეურ კულტურასთან?
არ ჯობია აღიარონ უბრალოდ რომ არ იციან ვინაა მშენებელი, გამოაცხადონ უცნობი არქიტექტურის ძეგლად?
* * *
და რა თქმა უნდა, ფინალმა დაგლიჯა

როგორც ყოველთვის, რაც მაგარი რამეა აშენებული ყველაფერი ააშენეს სამარედ, და ეს ნაგებობაც ელხაზა, არის საფლავი.........
მაგრამ ერთია რომ, თუ არ გაქვს გამოცდილება მშენებლობის, უბრალო კედელსაც ვერ ააშენებ ხარისხიანად, არა თუ ულამაზეს ნაგებობას. აქ ამ ფილმშI მეუბნებიან დასაწყისში რომ ეს არის მომთაბარე ტომის ნაბათეელების ნახელავიო, რომლებიც ბევრს მოგზაურობდნენ იმ დროინდელ მსოფლიოშიო და ბევრი რამე ქონდათ ნანახიო, რაც შემდეგ მათ გადმოიღეს თავის არქიტექტურაშიო. ანუ მანამდე არსად არ უმუშავიათ, არც არაფერი გაუკეთებიათ, და ერთ დღეს თურმე აღმოჩნდა რომ მთელი ტომი, ყველა ერთად მიქელანჯელოები და დავინჩები არიან, დაეტაკნენ კლდის ქანს, ისე რომ არ ნახეს წინასწარ საერთოდ გამოდგება თუ არა ის რამე ნაგებობად და გააკეთეს საფლავი მეფისთვის (რა მეფე იყო ასეთი?)
რავი........ თვითონ თქვით რამე.
This post has been edited by pilo772 on 5 Jun 2012, 11:31