ისევ დავუბრუნდი ენიგმას ადრე ნახსენებ სიმღერას(goodbye milky way) ეხლა ჩემი საცოდავი ინგლისურით ვთარგმნე მათთვის ვინც არ იცის ეს ენა.(ნუ იდეალურ თარგმანს ნუ მომთხოვთ არც ისე კარგად ვიცი ინგლისური მაგრამ მგონი შინაარსს გაიგებთ

)
დავრჩე? თუ წავიდე?
107 სინათლის წლის სიშორეზე
მრავალი ჟამი, მრვალი ეჭვი
მაგრამ არ არის მიზეზი ამაზე სასაუბროდ.
მისია დამთავრდა, მისია შესრულებულია
მომენატრებით მზის შვილებო
უკვე დროა წასვლის
ნახვამდის მილქი ვეი(შეგახსენებთ რომ მილქი ვეი ჩვენი გალაქტიკის სახელია და პირდაპირ რომ გადავთარგმნოთ რძიან გზას ნიშნავს)
უკეთესი სამყაროსათვის სადაც არ არის სიძულვილი
მიყევი საკუთარ გულს, გჯეროდეს ბედისწერის
მხოლოდ ხედვა და გონება
წაგიყვანს სინათლისკენ.
მისია დამთავრდა, მისია შესრულებულია
მომენატრებით მზის შვილებო
უკვე დროა წასვლის
ნახვამდის მილქი ვეი
5 მილიარდ წელიწადში გალაქტიკა ანდრომედა შეუერთდერა ჩვენს
მილქი ვეის, ახალი გიგანტური სამყარო წარმოიქმნება.(ამ შემთხვევაში "სამყაროში" არ იგულისხმება გალაქტიკების ერთიანობა, საუბარია მხოლოდ ზემოთხსენებულ შენაერთზე)
აი ესეც ქართული ტექსტი. აქ საინტერესო სამი რამეა.
პირველი: რა ჯანდაბაა 107 სინათლის წლის სიშორეზე?!(არა მგონია შემთხვევით იყოს იყოს ეს რიცხვი ნახსენები. ნუ ბევრი მიზეზი არსებობს რატომაც არ მგონია უმიზნოდ იყოს ნახსენები ეს მანძილი) ინტერნეტში მოვიძიე და მხოლოდ ის გავიგე რომ 107 სინათლის წლის სიშორეზე არის რომელიღაც ვარსკვლავი (HD 45364) რომელის გარშემოც ორი პლანეტა ბრუნავს(HD 45364 b და HD 45364 c, არ არის გამორიცხული უფრო მეტიც იყოს პლანეტების რიცხვი უბრალოდ ჯერ არ აღმოუჩენიათ მეტი) ისე 107 სინათლის წლის სიშორეზე უამრავი სხვა ობიექტიც იქნება, გააჩნია მიმართულებას... თუმცა მე მხოლოდ ზემოთხსენებულ ვარსკვლავზე და მის პლანეტებზე ვიპოვე ინფო, აი რა ხდება იმ პლანეტებზე - როგორც იტყვიან, ჩორტ ივო ზნაეტ

მეორე: ლექსი პირველ პირშია დაწერილი და ფაქტია რომ ვინც საუბრობს ადამიანი არ არის, რადგან იძახის მომენატრებით თქვენ, მზის შვილებიო. მაშინ ვინ არის???
მესამე: 107 სინათლის წელის მანძილი ყველანაირი გათვლებით არ სცილდება ჩვენი გალაქტიკის ფარგლებს. აქ საინტერესოა რატომ ამბობს ის ვიღაც ნახვამდის "მილქი ვეი" თუ კი ჩვენს გალაქტიკას არ სცილდება? მგონი რძიანი გზა(მილქი ვეი) ქვია ჩვენი გალაქტიკის ორ(გალაქტიკის მასშტაბებიდან გამომდინარე ერთმანეთთან ახლო მდებარე) ობიექტს შორის "გზას". ჩემი აზრით მოგვიანებით ეს სახელი(მილქი ვეი) მთლიან გალაქტიკას დაერქვა.
რას ფიქრობთ ხალხნო? არ არის თქვენთვის რამე უცნაური ამ ყველაფერში?
* * *
არც მე არ მახსოვს როგორ დაიწვა... ისე შენი ვერსია მგონი ახლოსაა სიმართლესთან.
ზოროასტრიზმზე არაფერი განსაკუთრებული არ წერია... ბოდიალობენ რაღაცეებს
ნეკრესშივეა ყველაზე ძველი ასომთავრული წარწერა საფლავის ქვაზე (აზატისი არს ნურავინ ხრევის) 1-2 საუკუნეების. ეჰ, არ გაუმართლათ სომხებს
ზოროასტრიზმი რა თქმა უნდა განსაკუთრებული ფენომენია და უდიდეს ცოდნას მოიცავდა (ზნანია ბაგოვ

) თუმცა დიდი ნაწილი ამ ცოდნის დაიკარგა, ან ვიღაცეებს აქვთ და საგულდაგულოდ მალავენ.