#25357650 · 8 May 2011, 15:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მნაცაკანა ყაბარდო-ბალყარეთი ვეინახური ტომებით იყო დასახლებული , ყარაჩაი-ჩერქეზეთის განცხვავებით, მათ ყოფს ქედი და აქედან მდ. ყუბანი დასავლეთით მიედინება და ყაბარდო-ბალყარეთი თერგის აუზშია, და ადვილი მისახვედრია რომ ამ რაიონში უფრო უნდა ვივარაუდოთ ვეინახები ვიდრე ადიღეველები . და ყაბარდოელების გამოჩენა აქ თარიღდება 13-14სს. და ჯერ ერთი ისინი დაბლობზე სახლობენ , და მეორე სვანეთ-ბალყარეთის საზღვარზე მთების სახელები ან თურქულია ან სვანური , და თუ არის იალბუზის ყაბარდოული სახელწოდება "ოშხომახო" ის იხმარება მარტო ყაბარდოელებს შორის. თუ თქვენ გულისხმობთ შხარის აფხაზურ სახელჭოდებათ იმიტომ რომ აფხაზები სვანეთში ცხოვრობდნენ, ეს როდის უნდა იყოს ? )) სვანურ და სხვა ქართველურ ენების შორის განსხვავება 3000წელია , ანუ სვანები სვანეთში მინიმუმ 3000წელი ცხოვრობენ და გდახედეთ კავკასიონის აღმოსავლეთ ნაწილს მაგ ქედზე მთების სახელწოდება ადვილად იხსნება ოსური, ქართული, ჩეჩნური, თურქული და სხვა თანამედროვე ენების მეშვეობით, მიუხედავათ იმისა რომ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე ალბანელებს უცხოვრიათ მინიმუმ თუშეთიდან თითქმის ბაქომდე და სად არის თუნდაც ერთი მთის სავარაუდოთ ალბანური სახელი, როდესაც კიდევ 1500წლის წინ კახეთი , დასავლეთი აზერბაიჯანი ალბანურ ენაზე ლაპარაკობდა? "შხარა" - არის ჩვეულებრივი სვანური სიტყვა და მას არავითარი კავშირი ადიღეურ "უაშხა"-ს არა აქვს , მისი მეგრული შესათყვისია "წკირ,წკირუა"-"პობა, გაპობა, გახლეჩა" - ქართული -"ჩხირი".
--------------------
Мир настолько стал фальшив, что почти все благодарят за ложь и обижаются на правду.
|