ერთ წამს სადმედან გადმოვაკოპირებ ზოგს მე დავამატებ.
* * *
berelaკი ნამდვილად გეთანხმები ბევრმა არ იცის ზოგს უკვირს კიდეც რას მატყუებ ქართველებს რა უნდოდათ გერმანიაშიო

შალვა მაღლაკელიძე და ლომთათიძე

ეს სადღაც უკრაინაშია გადაღებული მანდაც იყვნენ.

ესეც ქართველი ოფიცრები სადღაც ისვენებენ

ეს სურათი მომწონს

ეს საიდანღაც გადმოვაკოპირე.
სულ გერმანიის არმიაში 30 000-მდე ქართველი იბრძოდა. 12 საველე ბატალიონი იქო შექმნილი. არსებობდა ქართული SS-იც.
მაგ.: ლეგიონის 795-ე ბატალიონი იბრძოდა კავკასიაში. 4-11 დეკემბერს მათ უკუაგდეს საბჭოთა ქვედანაყოფების შემოტევა სვანეთთან ახლოს და აიღეს რამდენიმე ოსური სოფელი. 3 იანვრიდან 2000-იან (ქართველები, ლატვიელები, აზერები, პოლონელები და გერმანელები) დაჯგუფებას შ. მაღლაკელიძის მეთაურობით დამოუკიდებლად მოუწია უკანდახევა. უკვე მიტოვებულ როსტოვში 795-ე რუსების ალყაში მოქცა, ალყის გარღვევისას დაიღუპა 20-ზე მეტი ქართველი, მათ ბრძოლით გაიკაფეს გზა აზოვის ზღვამდე [გერმანელებს დაღუპული ეგონათ ეს ბატალიონი] და იქიდან გერმანელებმა გადაიყვანეს თვითმფრინავებით ყირიმში. შემდგომში ბატალიონი ებრძოდა პოლონელ პარტიზანებს.
1944 წელს 795-ე გადაიყვანეს ”უტა ბიჩ”-ის (ცნობილ ომაჰა ბიჩთან ახლოს) ზონაში ნორმანდიაში. ის ერთადერთი ვერმახტის ქვედანაყოფი იყო მაგ სექტორის ოპერატიულ სიღრმეში. ბატალიონის შტაბი დაბა Torqueville-ში განლაგდა და გადაკეტა გზა Saint Mere Eglise-ზე. ოპერაცია ოვერლორდის პირველივე დღეს 6 ივნისს (კინო რომ არის: ”რიგითი რაიანის გადასარჩენად” მაგ ოეპრაციაზეა. მოკავშირეთა გადმოსხმა ნორმანდიაში) მოხდა შეტაკება ქართველებსა და აშშ-ს 82-ე ელიტარულ სადესანტო დივიზიის რაზმებს შორის. დაბა Beuzeville-Au-Plain-ის ციხესიმაგრეში ალყაშემორტყმული ლეგიონერების რაზმი ბოლო კაცამდე ებრძოდა ამერიკლებს. ტყვედ არავინ არ ჩაბარებიათ.
7 ივნისს დილით 795-ეს შეუტია აშშ-ს არმიის მე-8 ქვეითი დივიზიის 3-მა ბატალიონმა და 70-ე სატანკო ბატალიონის 2-მა ასეულმა. ლეგიონერებმა შეტევა მოიგერიეს და ტყვედ აიყვანეს მე-4 დივიზიის შტაბის ოფიცრები, რომლებიც შეცდომით მიადგნენ ქართველების პოზიციებს. მათ შტაბში დატყვევებული 23 ამერიკელი მედესანტე ნახეს.
მე-4 დივიზიის ერთერთმა ამერიკელმა (პოლონელი იყო წარმოშობით) იცოდა რუსული და რომ ნახა გერმანული ნაწილი არ იყო, აგიტაცია დაიწყო, ჩაგვბარდით და მერე ჩვენ გიშუამდგომლებთ რუსებთანო და ა.შ. ტყუილად რას იბრძვითო ... ამ დროს ბატალიონის გერმანელი მეთაური დაიღუპა შეტაკებისას და შტაბის დაცვის ასეული დანებდა, სულ 174 კაცი.
დანარჩენმა ასეულებმა ერთხანს გაიბრძოლეს, მაგრამ ვერ შეაკავეს ამერიკელები და ღამით დატოვეს პოზიციები. ბატალიონი დაიშალა. ნაწილი ჩრდილოეთით წავიდა, ნაწილი სამხრეთით. გადარჩენილი ქართველები შეუერთდნენ გერმანულ ნაწილებს და საბოლოოდ დანებდნენ შერბურის რაიონში სხვა გერმანულ ნაწილებთან ერთად.
მაქვს ამ დივიზიის დაზვერვის ოპერატიული მონახაზები 795-ის დისლოკაციის თაობაზე და 3 სურათი: დაჭრილი ლეგიონერი, დატყვევებული ქართველი ლეგიონერი ამერიკელების ხელში და ამერიკელების შეტევა ქართულ პოზიციებზე.
ტექსელზე თქვენც იცით, იქ 822-ე ბატალიონი აჯანყდა 5 აპრილს და გერმანელებმა ელიტარული საზღვაო ქვეითების პოლკი გადასხეს მათ წინააღმდეგ 2 კვირიანი ბრძოლის მერე შეძლო 4000-მა გერმანელმა 800 ქართველის დამარცხება. პარტიზანული ბრძოლა 20 მაისამდე გაგრძელდა. ამ დღეს კანადის 1-ლი კორპუსი გადასხდა კუნძულზე ... კანადელების მეთაურები გაოგდნენ როცა ნახეს რა გააფთრებული ბრძოლა მიდიოდა მივიწყებულ კუნძულზე და ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ქართველებს. 600-მდე ქართველი დაიღუპა ამ ოპერაციისას და სხვადასხვა მონაცემებით 800-დან 2000-მდე გერმანელი. უფრო ალბათ 800.
ისე, მანდ ქართველები განსაკუთრებული სისასტიკით ხოცავდნენ გერმანელებს. პასტორიც კი დახვრიტეს. ერთერთი საზღვაო ქვეითი წერდა, როცა კუნძულზე გადავედით 40-მდე გერმანელის გვამი ეყარა ხმელეთზე ... გაოგნებისგან გავშეშდითო.