მართალია, არ ენდობოდა,კავკასიაში ბრძოლის დროს ბევრი გადმოვიდა საბჭოთა მხარეს(90% კი დახვრიტეს კომუნისტებმა),კავკასიიდან უკან დახევის მერე უმრავლესობა ან ბანაკებში დააბრუნეს,ან დასავლეთის ფრონტზე გაუშვეს,იქაც მნიშვნელოვანს არაფერს აბარებდნენ,ერთი შემთხვევა იყო(წყაროს მოვძებნი და დავაგდებ),ქართული ლეგიონი უმნიშვნელო პოზიციაზე იდგა,უკუღმართმა ამერიკელებმა იქით გაუშვეს დესანტი და ლეგიონი მაგრად დაუდგა,პატარა კონტრშეტევაც ხიეს და დიდი ზარალი მიაყენეს,რკინის ჯვრები არ მიუციათ(არც მიცემდნენ),მაგრამ თამარ მეფის ორდებით დააჯილდოვეს სუყველა.
ისე ვინც აღმოსავლეთის ფრონტზე იბრძოდა 1943-1945(მაქს 10%),თითქმის სუყველა დახვრიტეს რუსებმა,დასავლეთის ფრონტმა კი სიცოცხლე შეუნარჩუნა (მოკავშირეები პრინციპში ჰუმანურად მოექცნენ,ქართველებზე ვამბობ).
ეს ნახატი ვიპოვე როგორ ბარდებიან ამერიკელებს საფრანგეთში ქართველები,რომლებსაც ტყვიაწამალი გაუთავდათ.
* * *
მაინც მგონია,ვინც იდეინად იომა და ესეთი ბევრი იყო,მათ სჯეროდათ,რომ თავის ქვეყანას და ერს სიკეთეს მოუტანდნენ.
შეცდომაში შეყვანილებს ვერ დავარქმევ,საკამათოდ არ ვამბობ,ჩემი აზრია,ომის დროს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა,არ ფლობდა ინფორმაციას,საერთოდ რა ხდებოდა მათ თავს და მსოფლიოში.ვინც იქ(ვერმახტში) იბრძოდა ვთვლი, რომ უფრო პროგრესულად აზროვნებდნენ(ემიგრანტები,დახვრეტას და გადასახლებას გადარჩენილი ხალხი).
მე-20 საუკუნე მარტო,40 წელი რომ ავიღოთ,რამდენი ქართველი(განათლებული,დიდგვაროვნებზე აღარც ვამბობ)გაწყდა.
რევოლუციის წლეები.
1 მსოფლიო ომი.
გასაბჭოება და1921 წელს ემიგრაციაში წასვლა.
1924 წელს აჯანყების ჩახშობა და ბევრის დახვრეტა.
1932 წელს მასიური გადასახლება და დახვრეტა.
მერე 1937
აქ ის თარიღებია, სადაც მასიურად გაწყდა ქართული,განათლებული მოსახლეობის დიდი ნაწილი.ბალტიისპირეთში ომის მერე იყო ყველაზე დიდი რეპრესიები,ომამდე მათ ეს არ გაუვლიათ,რაც ქართველებმა გაიარეს,ბალტიისპირეთში ინტელიგენციის დიდი ნაწილი დადგა გერმანიის მხარეს და ავტომატურად,მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც მათი მომხრე გახდა,საქართველოში კი აღარ იყვნენ(ალბათ ძალიან ცოტა)მოაზროვნე ხალხი და სტალინმაც შეაწყვიტა ქართველები ქერჩში და ასე შემდეგ.
30-იან წლებში გადასახლებული ან დახვრეტილი 100000 ქართველი (ჭკვიანი,მშრომელი,ავტორიტეტის მქონე),ამ შანსს ალბათ ისევე გამოიყენებდნენ,როგორც ბალტიისპირელები.
რომელი უფრო დიდი ბოროტება იყო?ფაშიზმი თუ კომუნიზმი,თუ ჯიგარი დასავლეთი.
დრეზდენის ტყუილად ბომბვა,თუ ჰიროსიმა და ნაგასაკი.
საკოცენტრაციო ბანაკები თუ გულაგები.
აქ არ გვაქვს იმაზე საუბარი გიტლერი იყო დედამოტყ.. თუ სტალინი,თუ ჩერჩილი,აქ არის იმ შანსზე,რომელიც ქონდათ ქართველებს რომ ბოლშევიზმისათვის თავი დაეღწიათ.
ვახ რეები დავწერე,ნეტავ ხვალ თუ გამოვიტან აზრს

)))
ისე სად არ გვიომია,მონღოლების,თურქების,არაბების,ავრანელების,ირანელების,მამლუქების,ბურების,გერმანელების,ფრანგების,კომუნისტების მხარეზე.კიდევ რა ვიცი,რა ვიცი.
მიმაგრებული სურათი