გერმანელების გეგმა კავკასიის მიმართ აქ საპნების ქარხნის აშენება არ იყო. როზენბერგს საკმაოდ დეტალურად აქვს ეგ გეგმა დამუშავებული ვის როგორ უნდა მოქცეოდნენ. ქართველებს მისი გეგმის მიხედვით გაგიკვირდება და ხორვატიის მსგავსი კონტროლირებადი, მაგრამ მაინც სახელმწიფოებრიობაც კი გვერგებოდა.
რამდენიმე მომენტია.
მესამე რაიხში შეთქმულება რომმოაწყეს და კინაღამ გააგორეს ჰიტლერი - შტაუფენბერგის ცოლ-შვილი არ დაუხვრეტიათ.
რუსეთში პოეტი გუმილიოვი კი ჩეკამ მარტო იმიტომ დახვრიტა, რომ აჯანყებულთა შორის მისი მეგობრები იყვნენ, თუმცა ის თავად არ მონაწილეობდა შეთქმულებაში.
არმია რაიხის იყო დეპოლიტიზირებული და იქ კარიერა რომ გაგეკეტებინა არ უნდა ყოფილიყავი ნაცისტი. არმიის მაღალჩინოსანთა შორის ბევრი ანტი-ნაცისტიც კი იყო. ზოგი ღიად უპირისპირდებოდა ჰიტლერს - გენერალი ბეკი თანამდებობიდან გაუშვეს ამის გამო, მაგრამ ყველა პატივით... მოგვიანებით ის გახდა სწორედ შეთქმულების ორგანიზატორი.
რუსეთში სხვა სიტუაცია იყო. პარტიული თუ არ იყავი არმიის სარდლად კი არ ტუალეტის დირექტორად არ გნიშნავდნენ.
მესამე რაიხში მეტ-ნაკლებად ფორმალურად მაგრამ მაინც იმართებოდა სასამართლო პროცესები. რამდენიმე ცნობილი ადვოკატი იყო, რომლებიც იცავდნენ (მართლა იცავდნენ, არა ფორმალურად) "ხალხის მტრებს". იგივე იმ შეთქმულების სასამართლომ ყველა არ დახვრიტა და ზოგი გაამართლა კიდეც, ვინაიდან ბრალი არ დაუდასტურდათ.
ნუ შეადარეთ ახლა რუსეთში ტროიკები და პირდაპირ სიებით და გვარებით ამოჟლეტვა და გაგულაგება ხალხის.
ასევე მესამე რაიხში წიგნები იკრძალებოდა გაყიდვაში, მაგრამ ბიბლიოთეკებში იყო ეს აკრძალული ლიტერატურა და არც ბინებში უვარდებოდნენ ხალხს და არ ჩხრეკდნენ კერძო ბიბლიოთეკებს.
რუსეთში ხალხია 20-20 წელი ისხდნენ აკრძალული ლიტერატურის შენახვისთვის. ეგ კი არა 70-იანებშიც კი როკ-მუსიკის დაკვრისა და მოსმენისთვის იყო ხალხი დაჭერილი ხულიგნობის მუხლით.
მოკლედ სტალინმა და ბოლშევიკებმა ისეთ ნაძირლებსაც კი გადაუხურეს ყველა პარამეტრით, როგორიც ჰიტლერ-ჰიმლერ და ა.შ იყვნენ.
ისე ეს თემა იმ თემას
რისთვის იბრძოდნენ ქართველები მეორე მსოფლიო ომში? (post #12760991) ემსგავსება