BRUTHA
hotz

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2753
წევრი No.: 89009
რეგისტრ.: 15-April 09
|
#15054828 · 12 Aug 2009, 01:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bernardo de merji
QUOTE | სადღაც წამიკიტხავს რო ერეკლეს დროს საქართველოში 800 ატასი კაცი ცხოვრობდა |
მთლიანად საქართველოში არა, ქართლ-კახეთის სამეფოში. და ამის გამო მოთქვამენ, - რომ არა რაღაც რაღაცეებიო, გადავშენდებოდითო!..... არადა, ეგ იმ დროისთვის არც თუ ისე მცირე ოდენობად მიიჩნეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოდენობაში ყველა ქართველი არ იყო. იყვნენ სომხები, თათრები, ებრაელები და სხვა. ასევე ცალკე აღირიცხებოდა კათოლიკე ქართველი ანუ ''ფრანგი'', ხოლო გრიგორიანელი ქართველები კიდევ ''სომხებად'' იწერებოდნენ, ''ნამდვილ'' სომხებთან ერთად....
* * * * * * *
ქართლ-კახეთის მოსახლეობა 1770 წელს
[[[ალ. ცაგარელის მიერ აღმოჩენილი, მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივის ხელნაწერი ქრისტეს აქეთ ჩღჴ, აპრილის ე [მცხოვრებთა რაოდენობა] არს ქალაქი თფილისი და ამასა შინა მკვიდრობენ მართლმადიდებელნი ქართველნი, სომეხნი, ფრანგნი და თათარნი, კომლი ოთხი ათასი. არს ქალაქი გორი და ამასა შინა მკვიდრობენ მართლმადიდებელნი ქართველნი, ფრანგნი და სომეხნი, კომლი ხუთასი. არს ქალაქი წილკანი და ამასა შინა მკვიდრობენ მართლმადიდებელნი ქართველნი, სომეხნი და ურიანი, ხიზნით, 700 კომლი. არს ქალაქი სურამი და ამასა შინა მკვიდრობენ მართლმადიდებელნი ქართველნი, სომეხნი და ურიანი, 200 კომლი. კახეთს არს ქალაქი თელავი და მასა შინა მკვიდრობენ მართლმადიდებელნი ქართველნი და სომეხნი, ხიზნით და თელავის ბოლო სოფლით, 740 კომლი. ქიზიყს არს ქალაქი სიღნაღი და მასა შინა მკვიდრობენ სომეხნი, 100 კომლი. არაგვზე არს მცირე ქალაქი ანანური და მასა შინა მკვიდრობენ ქართველნი და სომეხნი, 100 კომლი. ქსანზე მცირე ქალაქ[ი] ახალგორი და მასა შინა მკვიდრობენ მართლმადიდებელნი ქართველნი და სომეხნი, 140 კომლი. არაგვის ოსი: ზახას, თრუსოს, ჭვრივს, ხადას და ღუდეს, 1200 კომლი. არაგვის ქრისტიანენი მართლმადიდებელნი, მთას და ბარს, კომლი 2000. ქსნის ოსი კომლი 2000. ქსნის საერისთაოს ქრისტ[იანენი] მართლმადიდებელნი კომლი 1600. მაჩაბლის ოსი 860, ურია არის 40 კომლი. არს ქართლს მართლმადიდებელნი ქრისტიანენი ქართველი, ხიზანს გარდა, სახასო, ეკლესიების ყმა, თავადების ყმა და აზნაურშვილებისა, [კომლი] 4000. ქართლში სომეხი არს კომლი 500; არს თათარი დემურჩი არანლუ ერთი რასულთა და ამისი ოიმალები, კომლი 1000. ამისი მრავალი დაფანტულა, სხვა ქვეყანაში მისულან და ხიზნათ დგანან; არს მეაიდარი ერთი რასულთან, მრავალი დაფანტული სხვის ქვეყნებში და ახლა რომ არის, კომლი ორასი. არს ბორჩალო და ფამბაკას ხეობა ერთი მთელი სახანო. ამისი კაცი მრავალი დაფანტულა სხვის თემში და ახლა არის 2560, სომხით. არს ყაზახი ერთი მთელი სახანო და მრავალი ამისი კაცი სხვის ქვეყნებში არის დაფანტული და დღეს არის თათარი 3000 და სომეხიც არის ყაზახის 1200. არის შამშადილუ ერთი მთელი სახანო; ამაში მკვიდრობს თათარი 2200. სომეხიც არის 1200. ესენი ზოგჯერ გაჯისთვისაც დაგვინებებია, რადგანაც იმაზე ახლოს არის, მაგრამ იმის ყმა არ ყოფილა. არს ხევსურეთი კერძო ქრისტიანენი, ჩვენის მოუცლელობით და ჟამთა ვითარებით სჯულზედ წამხდარნი, კომლი 1200. არს ფშავი, მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, კომლი 1000. არს თუშეთი, მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, კომლი 1400. არს დიდოეთი, ლეკისაგან წართმეული ამ ასს წელიწადში, 4000. კახეთის ქრისტ[იანენი] მართლმადიდებელნი, ხიზნით 7000 კომლი. კახეთის სომეხი, 450 კომლი. კახეთის თათარი, კომლი 1000. არს კახეთის მამული ხორაბუბის გარდა, რომელნიც ჩვენს ჟამში კიდევ ხარჯს გვაძლევდენ და ამ მცირესა ჟამში ვეღარ დაგანებეთ, ენისელი ფადარს და სხვანი, რომელნიც ესენი ერთი საპროვინციო იქნება, ქრისტეს მართლმადიდებელნი, სომეხნი და თათარი, კომლი 10 000. არს აოხრებული და უმკვიდრო ქმნილი თრიალეთი, ადგილი ვრცელი და ფრიად კეთილი და დიდი და სოფელ-მრავალი. არს აოხრებული ყაიყული, უმკვიდრო ქვეყანა, ფრიად კეთილი და მრავალი სოფელი. არს აოხრებული ტაშირი, გუჯარეთი და სომხითი, ქვეყანა დიდი და მრავალი და ამისი აყრილი კაცი ორმოცისაგან ერთი დარჩენილა. ერთმანეთში არიან ხიზნათ. არს საბარათისშვილო ქვეყანა დიდი, ასისგან ერთი დარჩენილა. ხიზნათ არიან. ეს სომხითი და საბარათიანო არის ქვემო ქართლი. აოხრებული ქვეყანა ივრისპირი, ადგილი დიდი. თათარი ერნი 12.000, აბრეშუმის, ბანბის და ბრინჯისა მუშაკნი მრავლისა. [მეფის წლიური შემოსავალი] დღეს შემოსავალი მეფე ერეკლესი წელიწადში 10.000 თუმანი, თუ ჟამი კეთილი იქნება 12.000 შესრულდება. შემოსავალს მკვიდრობა აქვს. [მოლაშქრეთა რიცხვი] თათრის გამოყვანა შეიძლება ჯარში 5 ათასი, ქართველი და სომეხი 18 ათასი, ერთად 23 ათასი.]]]
- არ ვიცი, რამდენად სანდო და უტყუარია, მარა მთლად უინტერესო არ უნდა იყოს...
This post has been edited by BRUTHA on 12 Aug 2009, 01:27
--------------------
ჰე, ღმერთო ერთო
hazerik badituzte zilhoak eta zeruko hegastonek, gizonaren semeak ez du ordean non etzan burua!
|