,,მისი გამოსვლა ყოველთვის განიცდება, როგორც
განსაკუთრებული. ათასები ელიან მას უშუალოდ და მილიონები
უცდიან მის გამოსვლას რადიოთი გადაცემულს. ტალღა ტალღაზე
მოგორავს აცეცხლებული და აღტაცებით გათრობს. სულით კი გრძნობ:
იგი მოდის, უკვე ახლოსაა. მომლოდინეთა ფესვების ყოველ ბგერას
ეხება სინათლით შობილი. ტალღები უსაშველოდ ზვირთდებიან. აქ
აღარავინ არის მარტო. ,,ყოველი მხარი ძმაა და ყოველი სახე _ და”.
ზვირთების მიერ აღტაცებული მსმენელი ბედნიერი დაფრინავს:
ნადავლი და მონადირე ერთდროულად. ფიურერი აქ არის. ხმათა
ქარიშხალი იუწყება მის მოსვლას: ,,ჰაილ, ჰაილ, ჰაილ!” ზღვა ფართოდ
იღვრება, ხმაურით ყუჩდება და ტალღები თანდათანობით მშვიდდებიან.
ჩქამიც აღარ არის. სიჩუმე მოიცავს ყველას. მხოლოდ გული ცემს
მძლავრად, მხურველედ და მოლოდინით, გაისმის გულშიჩამწვდომი
ხმა, მკაცრი და ალერსიანი. სუნთქვაშეკრულს გესმის ნაცნობი სიტყვები:
,,გერმანელო, ვაჟებო და ქალებო!” კიდევ ორიოდე წინადადებაც და
წმინდა გულაჩუყებულობით მთლიანად სავსე ორატორი გადადის
საქმეზე.
მეც დაფიქრებული ვუგდებ ყურს ამ ხმას, როგორც მილიონობით
სხვა. ხანდახან ზოგიერთ სიტყვას ვერ ვარჩევ. ვუსმენ მხოლოდ შინაგან ხმას.
არ ძალმიძს მოვიშორო იშვიათი ხილვა.
ორი მილიონი მკვდარი წევს დაქანცულ მიწაში. შვიდნახევარი
მილიონი ჯერ კიდევ იცლება სისხლისაგან. დიდი გერმანული არმია
იარაღს ჰყრის. მძიმე უმთვარო ღამეში მბრძანებლობს არამიწიერი
სიწყნარე. ანაზდად შორიდან ისმის ხმა, სავსე მწუხარებითა და,
ამასთანავე, შეუპოვარი სიცოცხლის ძალით. უცნაურ დუმილში ისმის
ეს ხმა _ ხომ არ არის იგი ხმა აღმდგარი, მითადქცეული უცნობი
ჯარისკაცისა? გამაოგნებლად ჟღერს იგი დუმილში, ამავე დროს,
სულის სიღრმეში, ყველა გრძნობს მას როგორც საკუთარ ხმას.
ადოლფ ჰიტლერის სიტყვებში ყოველთვის მესმის ამ ხმის უპუ (ექო).
იგი ლაპარაკობს გატაცებით. იკარგება გრძნობა, რომ მარტო ერთი კაცის
ხმა მოქმედებს. ჭეშმარიტად სახიერად ავლენს იგი გერმანულ მე-ს
გრიგოლ რობაქიძე, ,,ადოლფ ჰიტლერი”

120 წლისაა უკვე ჩვენი ადოლფი - ისტორიის უეჭველი ბინადარი!
მის შესახებ ათასწლეულები ილაპარაკებენ
(ნაპოლეონის, ცეზარის და სხვათა მსგავსად)
დაე მომავალმა ისტორიკოსებმა იმტვრიონ თავი მისი დადებით/უარყოფითი შეფასებისთვის
This post has been edited by MrHERCULES on 20 Apr 2009, 05:18