სწორედ ხალხურ ზეპირსიტყვიერებას ვგულისხმობ.
ყველა მოთხრობას, ლექსსა თუ პოემას ჰყავდა თავისი ავტორი,
მაგრამ ავტორთა ვინაობა ჩვენთვის უცნობია.
მათი ნამოღვაწარი ხალხში გავრცელდა, დროთა განმავლობაში სახე იცვალა
და ასე მოაღწია ჩვენამდე. ამიტომაც ეწოდებათ "ხალხური" (და არა ლიტერატურული ნაწარმოებები).
მაგრამ აქ მთავარი სხვა რამაა:
მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე იქმნებოდა მოთხრობები და პოემები,
იმ მინუსით, რომ მათი ავტომატური ჩაწერა არ ხდებოდა.
დღეს კი ზოგიერთები გამოდიან და იძახიან, რომ ვითომც მეგრელ-ლაზებისა და სვანების
შემოქმედებითი არე მხოლოდ ქართული ენით შემოიფარგლებოდა
და ამის გამო ვითომც ისინი თავიანთ ენად ქართულს თვლიდნენ (და არა მეგრულ-ლაზურსა და სვანურს).
ამიტომაც იძახიან, რომ მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზე ახალი ნაწარმოებების შექმნა დაუშვებელია.
რეალურად კი ზანურ და სვანურ პროზა-პოეზიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.
ზანურ და სვანურ ენებზე პროზაული და პოეტური ნაწარმოებების შექმნა გაგრძელდება,
იმ განსხვავებით, რომ შექმნისთანავე მოხდება მათი წერილობითი ფიქსაცია,
რის შედეგადაც ცნობილი დარჩება ავტორის ვინაობა,
ნიმუშის ავთენტურობა დროთა განმავლობაში არ დაირღვევა
და საბოლოოდ ის ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშად არ დარჩება,
არამედ წერილობით შემოგვენახება პირვანდელი სახით და მაშასადამე იქნება ლიტერატურული ნაწარმოები.
ეს პროცესი დაწყებულია.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სამეგრელოში მეგრული შემოქმედება აღორძინების გზას დაადგა.
გური ოტობაია, რამაზ კუპრავა, ალიო ქობალია, ლაშა გვასალია, ლაშა გახარია, გიორგი სიჭინავა, ედემ იზროია ...
ასევე ჩანან ადამიანები , რომლებიც ამისთვის ძალ ღონეს არ იშურებენ (ერთი-ორი "ღვინჯილია" გამოერია,
მაგრამ ისინი მეგრული ენის ქომაგებს შორისაც კი აბსოლიტურ უმცირესობაში არიან).
შეიქმნა მეგრული ვიკიპედია. მართალია საიტი ცუდ მდგომარეობაშია,
მაგრამ აქ აღსანიშნავი არის ის, რომ სტატიებს ენთუზიაზმით აღსავსე მოქალაქეები წერენ.
და რაც ყველაზე მეტად გასახარებელია მუხტი შეიმჩნევა ახალგაზრდობაშიც.
http://laterna.ge/index.php?page=31&book_id=663&lang=geoიმედისმომცემი სიტუაციაა ლაზეთშიც, სადაც უკანასკნელ ხანებში არაერთი ლაზურენოვანი წიგნი გამოიცა.
მაგრამ სვანურ ენასთან მიმართებაში მსგავსი ძვრები არ დაწყებულა.
სვანურ სასწრაფოდ სჭირდება დახმარება.
მოკლედ ეს შეუქცევადი პროცესია და ფუტკარაძე თავისი პოლიტიკურად ანგაჟირებული ფსევდო-მეცნიერული დოგმებით ვერ გააჩერებს.
ამით მხოლოდ ზიანს მოუტანს ქვეყანას.
basa-ttt