basa-tttმეც მოუთმენლად ველოდები მოხსენების ჩანაწერს, ადრე რომ მენახა ეს თემა აუცილებლად დავესწრებოდი.
კოლხებს რომ უძველესი დროიდან აქვთ დამწერლობა, ამას წყალი არ გაუვა, თუნდაც ჩვენთვის ნაცნობი კირბების სახით, რომელიც სრულდებოდა ქვის ან თიხის ფირფიტებზე. მეგრულად კი, "კირიბ" ნიშნავს ცხვარს (სავარაუდოდ, ცხვრის ტყავზე ნაწერი საკულტო ჩანაწერები, კანონთა კრებულები, საზღვაო რუკები, რაიმე ხელშეკრულებები ან სხვა რაიმე დანიშნულების ნაწერები უნდა ყოფილიყო...)
1988 წელს ბუდაპეშტში, იერენიის საერთაშორისო კონკურსზე ჰ.ძებიშმა, ავსტრიელმა მოყვარულმა ენათმეცნიერმა განაცხადა, რომ ფესტოს დისკოს მონაცემების მი\ხედვით, ელექტრონულმა მანქანამ უპირატესობა ქართულ ენას მიანიჭა.
საინტერესო ის არის, რომ სვანეთში აღმოჩნდა გულსაკიდი "მეფე ქურუმის" გამოსახულებით, რომელიც კრეტის ფრესკის უზუსტესი ანალოგია და რომლის ნიმუშებსაც ქვემოთ ავტვირთავ შედარებისათვის. მედალიონის მეორე მხარეს კი, "პარიზელი ქალის" ასევე კრეტისეული ფრესკის ასევე უზუსტესი ანალოგია გამოსახული... ხოლო კოლხურ დიდრახმაზე დაჩოქილი ხარია გამოსახული (იდეაში კრეტის მინოტავრი).
ისიც კი უცობია დღემდე, თუ რა მიმართულებით არის დაწერილი, პიქტოგრამაა თუ იდეოგრამა?
სავარაუდოდ, ფესტოს დისკო უნდა ყოფილიყო:
1.სავაჭრო დანიშნულების დოკუმენტი;
2.მინოსის ლაბირინთის გზამკვლევი;
3.ბრძოლის ისტორია;
4.კრეტის ისტორიის ერთი "ფურცელი";
5. მინოსის სასახლის დღის განაწესი;
6. სამარჩიელო ნივთი;
7. მეფეთა საქმენი;
8. ერთგვარი კალენდარი;
9. კრეტასა და რომელიმე სხვა სამეფოს შორის სახელმწიფო ხელშეკრულება...
10. სასახლის სანოვაგის აღწერილობა (როგორც მოგეხსენებათ, არტურ ევანსმა მინოსის სასახლეში სხვადასხვა მარაგის აუარება ჭურჭელი აღმოაჩინა, რომლის საფუძველზეც დაასკვნა, რომ სასახლეში დიდი დროის ჭირნახული ინახებოდა, ან დიდი რაოდენობის მომხმარებელზე უნდა ყოფილიყო საუბარი, კერძოდ, იმ ხალხზე, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა მხრიდან გაურკვეველი მიზეზების გამო კრეტაზე იყრიდნენ თავს (თუნდაც "კურულის" საყურებლად, რომლის დროსაც კაცისა და ხარის ორთაბრძოლა ან ხარისა და ხარის, დიდ აზარტს ანიჭებდა მათ) და განცხრომას ეძლეოდნენ)
საოცარი ისაა, რომ კრეტაზე არტურ ევანსმა ვერ მიაგნო ვერანაირ საბრძოლო იარაღას და აღჭურვილობას... აქედან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ და რა გარანტიებით ინარჩუნებდა ეს ხმელთაშუა ზგვის შუა მდებარე კუნძული სტაბილურობას და შეიძლება ითქვას, ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ადგილად ყოფნას?..
ასევე საინტერესო მოსაზრებებია იმის თაობაზე, რომ კრეტის ძველი სახელწოდება "კუტაიონ" და ქუთაისის ძველი სახელწოდება "კუტაია" შემთხვევით არ წააგავს ერთმანეთს, ისევე, როგორც ჩვენებური "ტყოვ" (ტყავი) და იქაური "კოვ" (ასევე ტყავი).
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება მკაცრად მოითხოვს დასაბუთებას და მხოლოდ ვარაუდები უკურეაქციას იწვევს, მე, ყოველგვარი ურაპატრიოტული ამბიციების გარეშე, იმედი მაქვს, ეს ენობრივი თუ არქეოლოგიური-ნივთიერი დამთხვევები სხვა ენებს ამ რაოდენობით და ასეთი პროცენტულობით არ გააჩნიათ...
ვდებ სვანეთში აღმოჩენილ მედალიონს და კრეტის ფრესკებზე გამოსახულ "მეფე ქურუმის" და "პარიზელი ქალის" ნიმუშებს...
This post has been edited by kote_tbeli on 18 Apr 2007, 01:17
მიმაგრებული სურათი