butkujეგ არის Y ქრომოსომის მიხედვით. არაა ეგ კარგი ინდიკატორი.
kanian_U-მა რაც დადო ისაა ავტოსომური დნმ-ის მიხედვით და ეგ უფრო კარგი ინდიკატორია.
შეხედეთ მაგ დიაგრამებს. მაგ დიაგრამების მიხედვით ოსები, მეგრელები, აფხაზები, ადიღები ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან.
ნათელია რომ მაგის მიხედვით ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებთ. ავტოსომების მიხედვით კი კარგად ჩანს ყველაფერი:
აფხაზები და ქართველები ახლოს არიან.
ჩეჩნები ყაბარდოელები, ოსები და ადიღები ახლოს არიან ერთმანეთთან. ადიღები ჩეჩნებთან უფრო ახლოს არიან ვიდრე აფხაზებთან.
ირანელები, აზერები,თურქები, ქურთები ახლოს არიან.
დალაგდა სწორად ყველაფერი?

დალაგდა.
მე პირადად ის უფრო მაინტერესებს რამდენად ავტოქთონები ვართ ქართველები კავკასიაში. ამ მხრივ თავი ქუდში გვაქვს. კავკასიის უძველეს 25 ათასი წლის წინანდელ მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს ვართ ჩვენ(კოტიას და საწურბლიას ხალხთან):

ამავეს მოწმობს თუნდაც ადიღებთან და სხვა კავკასიელებთან სიახლოვე. ეგენი ახლოს რომ არ იყვნენ ჩვენთან ან ეგენი უნდა იყვნენ მოსულები ან ჩვენ.
P.S.
არსებობს სამი სახის გენეტიკური ტესტი:
1. ავტოსომური
2. მიტოქონდრიული
3. Y ქრომოსომული
Y ქრომოსომული იკვლევს Y ქრომოსომას რომელიც გადაეცემა მამის ხაზით,
მიტოქონდრიული იკვლევს მიტოქონდრიას რომელიც გადაეცემა დედის ხაზით,
რაც შეეხება ავტოსომურს - ავტოსომური იკვლევს არასასქესო ქრომოსომებს ანუ ავტოსომებს(ქრომოსომათა წყვილებს) რომლებიც ორივე მშობლისგან გადაეცემა ადამიანს.
Y ქრომოსომული და მიტოქონდრიული კვლევების გამოყენება არ შეიძლება ეთნიკურობის განსასაზღვრად. ეს წერია ვიკიპედიაზე.
This post has been edited by ereklebarv on 22 Jan 2020, 19:18