რამდენიმე გამოჩენილი ქართველი მოღვაწე იყო გაწევრიანებული მასონებში, მემგონი ისიც, ამერიკელებს თვითმფრინავები რომ შეუქმნა. მაგრამ არცერთი მორწმუნე მართლმადიდებელი არ გაწევრიანებულა.
ერთი კითხვა მაინც ვერაფრით გავიგე, აი, რომ მიდიან, რისთვის წევრიანდებიან, რა მოსწონთ მასში? რაღაც აზრი ხომ უნდა ჰქონდეს, რაღაცას ხომ უნდა ცვლიდეს მათთვის იქ გაწევრიანება? ზედა იერარქიაში რა ხდება, მაგის გაგება ცოა გაგვიჭირდება, მაგრამ როგორ იღებენ თავიდან ხალხს, რითია მომხიბვლელი მათთვის?
ისე კათოლიკური ეკლესიაც კი მორწმუნე კათოლიკესთვის მასონობას უდიდეს ცოდვად თვლის და თვლიდა, ასე რომ რაღაც შიდა ორგანიზაციულ საკითხებში თუ არ გავერკვიე, იმაზე დადებით საზოგადოებად მაინც არ დარჩება ეგ ჩემთვის, ვიდრე სექტები, თუ არა უფრო უარესი.
* * *
მასონები. აქ არის უშუალოდ მასონებზე თემა, რა ვიცი ვისაც დააინტერესებს. რამდენიმე წერილი აქაც დავწერე მაგათზე.
* * *
ვინმეს არ გინდათ, ქართველებო ერთი საიდუმლო ორგანიზაცია ჩვენც შევქმნათ?
ის მასონებიც ჩვეულებრივი ხალხია, რას წარმოადგენს ასეთს?
რამე სიონისტური არ გვაწყენდა, ოღონდ სუფთა ქართული, რასაკვირველია.
იცით, რა გვაკლია? ებრაელებს რწმენა და ეროვნულობა ჰქონდათ.
ჩვენ რა გვაქვს? არაფერი

ამიტომაა საჭირო, რომ ჩვენი რელიგია არ დავივიწყოთ. იერუსალიმის მსოფლიო მართლმადიდებელ პატრიარქზე ღვთიური ცეცხლი გადმოდის აღდგომას, მეტი ნიშანი და ჭეშმარიტების გზა რა გვინდა? რომელმა მასონმა რა უნდა გვიქნას, ჩვენ თუ უფალს შევთხოვთ შველას?
ახლა არ თქვათ, ბუდისტებშიც ხდება სასწაულებიო.
ეგ სასწაულები კი არა, ადამიანის შინაგანი ენერეტიკაა, რომელიც რუსებმა მეცნიერულად შეისწავლეს, გააუმჯობესეს და ჩამოაყალიბეს საბრძოლო ხელოვნებად რუსული სპეცრაზმისთვის. უკონტაქტო ბრძოლა ან მეორენაირად რუსული სტილი ეწოდება. ასე, რომ მართლმადიდებლებიც სწავლობენ ამას, მარტო ბუდისტები არა თავისი ''ღმერთის'' წყალობით.
ეგ ადრე სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენდა, ახლახანს გახდა ცნობილი.
მაგალითად ხელის გულები დიდხანს უსვით ერთმანეთს სანამ მაქსიმალურად არ გაგიხურდებათ და აგეწვებათ, მერე მოამრგვალეთ, მიიიტანეთ ახლოს ერთმანეთთან და ნელ–ნელა დააშორეთ და დააახლოვეთ, თან კონცენტრაცია გადაიტანეთ ამ ხელის გულებს შორის, მალე ხელის გულების ერთმანეთთან მიტანა გაგიჭირდებათ, ნახევარ მეტრზე დააშორეთ ერთმანეთისგან, კონცენტრაციას თუ არ დაკარგავთ, ისევ ისე გაგიჭირდებათ ხელების ერთმანეთთან მიტანა ამ მანძილიდანაც კი და ეს ბუდასადმი გულმხურვალე ლოცვის გარეშეც გამოგივათ.
პ.ს. ეს ერთ–ერთი სავარჯიშო იყო. მთლიანი ვიდეოკურსი ფასიანია