საინტერესო თემა არის

. ცუდია რომ ასე ჩაიძირა, მაგრამ ვინმეს თუ აინტერესებს შევარდნაძის მასონობაზე, გეტყვით: ეგ ისეთი მასონია, როგორც თქვენი მონა-მორჩილი გიორგი სააკაძე ან დავით აღმაშენებელი. მე პირადად მაქვს დათვალიერებული წიგნი, რომელიც გამოიცემა ყოველწლიურად ლონდონში და სადაც შეყვანილია ყველა ქვეყნების ლოჟები, საქართველოდან არავინ არ არის არცერთი ორგანიზაციის წევრი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ავღანეთში არის და თეირანშიც არის.
რომ გახდეთ მასონი, საძმოს სულ მცირე სამმა წევრმა უნდა მოგცეს რეკომენდაცია; და მათ რომ მოგცენ რეკომენდაცია, პირადად უნდა გიცნობდნენ სულ მცირე 6 წელიწადი! ანუ შევარდნაძეს ვერ გახდებოდა მასონი, თუ მას ვინმემ არ მისცა რეკომენდაცია და იმ პიროვნებას უნდა სცოდნოდა შევარდნაძე სულ მცირე 6 წელიწადი. რაც შეეხება უბრალო ვიზიტებს და შეხვედრებს, ეს არაფერს არ ნიშნავს.
მე მაინტერესებს, იმ ქართველთა არსებობა, ვინც მართლა არის რომელიმე ევროპის ლოჟის წევრი. ვინაიდან საქართველოშიც გაიხსნება ლოჟა უახლოეს მომავალში. მე ასევე ზუსტად ვიცი, რომ მასონური ორგანიზაცია არანაირ კავშირში არ არის რელიგიასთან ანუ არ არის რელიგიური მიმდევრობა და ეს არის მთავარი შეცდომა ყველა იმ ადამიანისა, ვინც ეძებს მტრის ხატს.
a la William Blake, The Ancient of Days, 1794
* * *
საინტერესო გადაცემაა, სულ 7 ვიდეოა:
http://vimeo.com/11007431 This post has been edited by kaxeti on 12 Sep 2010, 06:58
მიმაგრებული სურათი
[COLOR=red][/COLOR] საქართველოში თუ ცხოვრობ და ქართველი თუ ხართ, იცხოვრეთ მართლმადიდებლურად და ქართულად!!!