ჩინგიზ-ყაენი: ,,მე ღმერთის სასჯელი ვარ... ბევრი ცოდვები რომ არ გქონოდა, ღმერთი ჩემნაირ სასჯელს არ გამოგიგზავნიდა."
გიორგი III: „კაცნო ძმანო ერთსულნო და ერთ-სრჯულნო! თუ რაზომ დიდად კეთილ არს საღმრთოთა სჯულთა და ქრისტეს. სახარებისათჳს სიკუდილი, რომელნი სამარადისოდ ვნატრით ქრისტეს კუალთა შემდგომთა და მომკუდართა მათ თჳთ ბუნებითა მკუდართა სხეულთაგან და ხედავთა, თუ რაოდენ უფრო სასახელო არს მჴნებრივ სიკუდილი, ვიდრე სენითა განდნობითა განლეულებასა შინა, რამეთუ სახე და სახელი კეთილისა საუკუნოდ გზად გუყუების. რამეთუ გუასმიეს ძუელთა მომთხრობელთაგან, თუ რაოდენნი კუეთებანი თავს ისხნეს საღმრთოთა სჯულთათჳს ტომმან ებრაელთამან არტარქსერქსის ზე, ელენთა - ოდეს-იგი იძღუანებოდეს თ[ემისტ]ოკლეოს მიერ უცთომელისა სპასპეტისაგან სოფლისა მქონებელსა მძლესა არტარქსერქსის ზედა, რომელმან ზღუაცა მტკიცე ყო უომრად სპაებთათჳს, ხოლო ათინელთა ერთისა ოდენ ქალაქისაგან უკუნრღუეულ იქმნა. აწ ფრთოვანნო ლომნო ჩემნო, ჩემთჳს განლახურილისა აღვიხუნეთ ლახუარნი და ჰოროლნი, და უგმირნეთ ურწმუნოთა ღვთაებისა მისისათა“
დავით აღმაშენებელი: ,,კუდი ძაღლისა არა განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს"
This post has been edited by Aleksandre166 on 31 Oct 2023, 23:23