tadzreuli
CHRONIST

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1341
წევრი No.: 51532
რეგისტრ.: 15-January 08
|
#15099545 · 15 Aug 2009, 19:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აი ეს არის კლასიკური განმარტება იმპერიისა:
истор. крупное монархическое государство во главе с императором, как правило, объединяющее несколько сравнительно автономных подчинённых областей, часто с разнородным этническим составом. Римская империя времени упадка. Российская империя.
ამ განმარტების მიხედვიტ საქართველო 1125-1242 (მონღოლების სუზერენობამდე) წლებში იყო იმპერია, ერთი გამონაკლისის სახით, რომ ქართველ მეფეებს ,,იმპერატორის,, ტიტული არ ჰქონდათ. უფრო სწორად სიტყვა ,, იმპერატორი,, არ ერქვა მეფეთ მეფეს, თორემ თავისი შინაარსით იმპერიული ძალაუფლების მქონე იყო . დააკვირდით თავად ტიტულატურას:
,,ნებითა ღვთისათა ....(სახელი) , მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა, ყოვლისა აღმოსავლეთისა თვითმპყრობელი, მესსიის მახვილი ,, - მეტი იმპერიული ტიტული რაღა უნდა ყოფილიყო ?!
ამ ტიტულში ნათქვამია ის, რომ
1. ქართველი სამეფო დინასტიის - ბაგრატიონების ძალაუფლება მომდინარეობს ღვთისაგან ( შეადარეთ ეგვიპტელი ფარაონების და რომაელი იმპერატორების ძალაუფლების მითი) , ანუ ღვთიურია.
2. ქართველთა მეფეთ მეფის ტიტული შთანთქავს მანამდე არსებულ ,სხვა ქართველური წარმოშობის , ,პატარა მეფეების,, ტიტულებს , როგორებიც იყვნენ აფხაზთა, ქართველთა და ,კახთა მეფეები. 3 . ქართველი მეფე არის შირვანშაჰი, შაჰინშაჰი (ძველი სპარსეთის მონარქიული ტიტული) და ასევე რანთა მეფე, რაც გულისხმობს მეფის ძალაუფლებიუს გავრცელებას ,,ყოვლისა ,, აღმოსავლეთში. 4. დასავლეთის თვითმპყრობელი საქართველოს მეფე გახდა ბიზანტიის დალაშქვრის შემდეგ. 5. ,, მესსიის მახვილი,, გამოხატავს ქართული სახელმწიფოს ზენაციონალურ და ზესახელმწიფოს იდეას, რომ ქართველი მეფე, ქრისტეს ნათესავი ბაგრატიონი იყო ყოველი ქრისტიანის მახვილით დამცველი აღმოსავლეთში (ტყუილად არ უწოდებენ დასავლელი ჯვაროსნები საქართველოს ,,ქრისტიანობიუს ბურჯს,, აღმოსავლეთში მუსულმანთა წინააღმდეგ ბრძოლაში , ამას უწოდებენ საქართველოს და არა ბიზანტიას, რომლის კეისარი - იმპერატორი , საქართველოს აღზევებამდე, ჩემულობდა ქრისტიანობის დამცველის როლს ) .
საქართველო მსოფლიო იმპერია თუ არ იყო, კავკასიური იმპერია ნამდვილად იყო, რადგან მასში შედიოდა სხვადასხვა ეროვნების და სარწმუნოების ხალხი ავტონომური უფლებებით . ის, რომ მაშინდელი ქართული სახელმწიფო ზესახელმწიფო და შესაბამისად იმპერია იყო, მოწმობს მისი პოლიტიკა ქვეყნის შეგნით და გარეთ. ქართველი მონარქის კარზე მსახურობდნენ სხვადასხვა ეროვნების და სარწმუნოების უმაღლესი რანგის სარდლები და ჩინოვნიკები. მაგალითად, ზაქარია მხარგრძელი გრიგორიან - მონოფიზიტი იყო, ხოლო მისი ძმა ივანე მართლმადიდებელი (თუ პირიქით) , ყივჩაღი თუ ნაყივჩაღარი ყუთლუ არსლანი და მისი დასი , ჭიაბერი, აფრიდონი და სხვები . გიორგი რუსის შეუღლება თამართან, ასევე დავით სოსლანი ... აქედან ჩანს, რომ ეს ხალხი ემსახურებოდა არა იძულებით სხვა ეროვნების ტირან მეფეს და მის ერს, არამედ ზენაციონალურ სახელმწიფოებრივ იდეებს !
ასეთ სახელმწიფოს იმპერიული ზრახვებიც უნდა ჰქონოდა, რაც უნდა გამოხატულიყო მის საგარეო პოლიტიკაშიც და გამოიხატა კიდეც. ეს იყო ბიზანტიის ტერიტორიების დაპყრობა და იმ მიწებზე ვასალური სახელმწიფოს შექმნა ,,ტრაპიზონის იმპერიის,, სახით , იმ მიზნით რომ შემდეგ საქართველოს სამეფო სახლისადმი ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფ მეგა კომნენებს შემდგომში კონსტანტინეპოლის ტახტიც დაებრუნებინათ და მარიგად მთლიანად ბიზანტია იქნებოდა საქართველოს ვასალი ! თუმცა ლერე ისტორიული მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.
სპარსი ისტორიკოსი ალ ჯაუზი წერს, რომ თუ არა ჯალალ ედ დინის შეტევა საქართველოზე, ,,ქართველთა ურწმუნო მეფეს,, გადაწყვეტილი ჰქონდა ლაშქრობა ბაღდადზე, მისი აღება, ხალიფის ჩამოგდება და იქ ,,მათი (ქართველთა) ბილწი კათალიკოსის,, დასმაო ! - ამის მეტი იმპერიული გაქანების პოლიტიკა რაღა გინდათ ?!
მერე კდიევ, საქართველოსადმი , როგორც იმპერიისადმი დამოკიდებულება XIV საუკუნეშიც გამოვლინდა (ალბათ ინერციით) , როცა ეგვიპტის სულთნის ცნობილ მიმართვაში გიორგი ბრწყინვალე მოიხსენიება როგორც ქრისტიანობის სუყლტანთა სულტანი, ზღვების , სრუტეების ( ქართული სიტყვა ,,სა ზღვა- რი,, ანუ ,,სადაც ზღა არის,, , ე.ი. ქართველი მეფის ძალაუფლების კიდეც იქ უნდა გადიოდეს ! ეს აშკარად იმპერიული ამბიციებია, სხვა რაფერი, რადგან ,,დერჟავა,, გულისხმობს მინიმუ ორ ზღვაზე გასასვლელ ტერიტორიების მტკიცედ ფლობას ! ქართველი მეფის ძალაუფლება სწორედ ორ ზღვას შორის მდებარე მიწაზე ვრცელდებოდა , რაც აერთებდა ბუნებრივ კიდეებს მეფის სამფლობელოებისა) სულტანს უწოდებს !
--------------------
K.KOLKHI blog * VERITAS VOS LIBERABIT
www.kakhaberkolkhi.blogspot.com
|