კიდე არაა ახალი რამე??? უკვე დამაინტერესა ძლიან!
* * *
http://www.youtube.com/watch?v=6J3s1v9qpdQაი ვიდეო ამ უნიკალურ აღმოჩენაზე! ამბობენ რომ ეს აღმოჩენა მსოფლიო მნიშვნელობისაა!
* * *
ძვ. წ. V საუკუნის ერთი უცხოური წყაროს თანახმად ფაზისში თავს იყრიდა სამოც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი.
აქ გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის დიდი სავაჭრო–სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც შორეული ინდოეთიდან მოემართებოდა კასპიის ზღვამდე, ხოლო შემდგომ, ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით (მდ. მტკვარი – სურამის უღელტეხილი – მდ. ყვირილა – რიონი) აღწევდა შავ ზღვამდე დღევანდელ ფოთთან (ძველი ფასისი). ამ გზის ცალკეული მონაკვეთები, რომელთაც თავდაპირველად ლოკალური მნიშვნელობა ჰქონდათ, ისახებოდა ჯერ კიდევ წინარე ელინისტურ პერიოდში. ელინისტური ხანიდან კი, როდესაც ვაჭრობამ “მსოფლიო” ხასიათი მიიღო, გაიმართა ერთიანი გზა ფასისიდან ინდოეთამდე.
სტრაბონის ცნობით ფასისში დიდი მოცულობით იწარმოებოდა გემთსაშენი მასალა: ხე–ტყე, სელის ტილო, ქერელი, ფისი და ცვილი.
მისივე თქმით შავ ზღვაზე ჰენიოხები იყვნენ გაბატონებულნი. ისინი მეკობრეობას ეწეოდნენ 25–30 კაციანი ვიწრო, მსუბუქი ნავებით – “კამარებით”. ასეთი “კამარებით” ჰენიოხები ადგენდნენ ფლოტს და იტაცებდნენ სავაჭრო გემებს. “კამარებს” გემებთან შედარებით არსებითი უპირატესობა ჰქონდათ, რადგან განსაკუთრებული ნავმისადგომი არ სჭირდებოდათ. ისინი ზურგით გაჰქონდათ ნაპირზე და ტყეში მალავდნენ, რის გამოც პრაქტიკულად მოუხელთებელნი იყვნენ.
ქსენოფონტე მოსინიკთა შესახებ: “მიიღეს რა ერთგულების საწინდარი ელინთაგან, მოსინიკები წავიდნენ და მეორე დღეს გამოცხადნენ 300 ნავით, რომლებშიაც სამ–სამი კაცი იჯდა. თითოეული ნავიდან ორ–ორი ნაპირზე ამოვიდა და მწყობრში ჩადგა, თითო კი ნავში დარჩა. ნავში დარჩენილნი გაბრუნდნენ, ამოსულები კი საბრძოლო წესით მოეწყნენ შემდეგნაირად: დალაგდნენ ასეულებად გუნდის მსგავსად – ერთმანეთის პირდაპირ. ყველა მათგანს ეპყრა სუროს ფოთლის მოყვანილობის, ხარის თეთრი ტყავით შემოჭიმული დაწნული ფარი. მარჯვენა ხელში ეჭირათ ექვსი არშინის სიგრძის ხელშუბები, რომელთაც წინ მახვილები ჰქონდათ, ხოლო უკან – მომრგვალებული ბოლო. მეომრებს ტილოს ტომრის მსგავსი ქსოვილის მუხლამდე პერანგი ემოსათ, თავზე კი პაფლაგონიელთა მსგავსი ტყავის მუზარადი ეხურათ; გარდა ამისა, მათ ჰქონდათ რკინის შუბნაჯახი. მაშინ ერთმა მათგანმა დაიწყო სიმღერა და დანარჩენებიც სიმღერით დაიძრნენ, გაიარეს ელინთა ჰოპლიტების წინ და ერთბაშად ეკვეთნენ მტერს”.
აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) ცნობით “კოლხებს შენახული აქვთ მამაპაპური ძველი კირბები, წერილსვეტები, და იმ კირბებზე ნაჩვენებია გზები ყოველთა ზღვათა და ხმელთა”.
გერმანელი მკვლევარის კარლ რიტერის აზრით “ეს ფირფიტები იყო პირველდაწყებითი რუკები და შესაძლოა ისინი ჰქონდა ჰეროდოტეს, როცა მან ჩამოთვალა ჩრდილოეთის ხალხების, ბოსფორისა და პონტოს სავაჭრო გზები”. მისივე აზრით – “კარტოგრაფიული ხელოვნების პატივ–დიდება სრულიადაც არ ეკუთვნის მცირე აზიის ბერძნებს. ეს ფირფიტები ბევრად უფრო ადრე გამოიყენებოდა კოლხ მოგზაურ–ვაჭართა მიერ”.
ზემოთთქმული იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი წინაპრები არა მარტო თავისი დროის მოწინავე საზღვაოსნო ცოდნას ფლობდნენ, არამედ განვითარებულ დამწერლობასაც.
სახელგანთქმული მკვლევარი ტურ ჰეიერდალი თვლის, რომ ხის გემების აგება ფინიკიელებზე უადრეს უნდა დაეწყოთ ხეთებსა და ხმელთაშუა ზღვის მცირე აზიის სანაპიროზე მცხოვრებ ხალხებს, რომელთაც კედრის ხის მასალა უხვად მოეპოვებოდათ.
აქვე გავიხსენოთ რუსთველის მიერ აღწერილი მეკობრეთა ნავი:
“გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,
მას ნავსა, ნავთ სალეწელად, სახნისი ჰგია ძელითა”.
კოლხთა მაღალი სანაოსნო კულტურა ნათლად ჩანს არგონავტების მითშიც. თავად ბერძენთა აღიარებით, რომ არა ჯადოქრობა, არგონავტები აიეტის მიერ დადევნებული ფლოტისგან თავს ვერ დაიხსნიდნენ.
ასევე მრავლისმეტყველია დღემდე შემონახული გამოთქმა – “ლაზის ბაღი ზღვააო”.
ტროადან ლტოლვილი ენევსიც ხომ გემებით მიემგზავრება (კართაგენის გავლით) რომის დასაარსებლად.
XIX საუკუნემდე მოდის კვალი მდინარის სწრაფი გადალახვის მიზნით საგანგებო სამარჯვების გამოყენებისა. როგორც ჩანს, ეს იყო სახელდახელო ბორანის მსგავსი რამ, რუმბებისა თუ ტიკებისაგან შეკრული.
თუ რატომ დაკარგა წინაპარმა ეს უპირატესობა, ამისი გაჩხრეკა შორს წაგვიყვანს. ერთი მიზეზი იოანე–ზოსიმესეული ლაზარეს (ანუ ჩვენი ენის, ანუ ჩვენი ერის) გადაღლა და ხანგრძლივი მიძინება უნდა იყოს. ხუმრობა საქმე ხომ არ არის რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში მოწინავე ცივილიზაციის ტვირთის ტარება.
* * *
............................სტატიის წყარო: alternativa.ge ..........................