მარტივი ლოგიკაა..
ან გყავს 100,000-ნი ჯარი, ან გყავს 100,000 მოწამე.
ასე იყო მოწყობილი ადრე სამყარო და ეხლაც ასეა მოწყობილი.
იმედია შეიცვლება ეს როდესმე, მაგრამ ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს
* * *
P.S. და აქ ღმერთთან აპელრება, თუ რატომ არ იცავს ვინმეს, ნიშნავს რომ ღმერთის სიტყვა არ არის გაგებული სწორად. ანუ, ღმერთმა კაცობრიობას მოგვცა არჩევანის თავისულება. ღმერთი არ მართავს არც მტრის ხელს, რომელშიც ხმალია და არც მოწამეს, რომელიც ამ ხმალს თავს უხრის. ღმერთმა მოგცა ერთის მხრივ კანონები, რომლითაც სწორად შეგიძლია იცხოვრო და მეორეს მხრივ, მოგცა თავისუფლება. ღმერთი რა თქმა უნდა გეხმარება, როცა რამეს ითხოვ, მაგრამ არა პირდაპირ. ანუ, სულ რომ მილიონი დოლარი ითხოვო ყოველ დღე ლოცვისას, ეს მილიონი ცხვირწინ არ გაგიჩნდება მაგიდაზე. არამედ სიტუაციების გენერირება მოხდება, სადაც პოტენციურად ეს მილიონი შეგიძლია რომ იშოვო და შენზეა დამოკიდებული იშოვი თუ არა. ძალიან ცინიკურად თუ მივუდგებით, მაგ დროს ძალიან მოდაში იყო მოწამეობა ჩვენთან. მეორე მხარეს ძალიან მოდაში იყო თავების დაჭრა. ხოდა, დაემთხვა ეს სურვილები და შეუსრულდა ყველას, რაც უნდოდა და რასაც ითხოვდა.
This post has been edited by witcher on 4 Dec 2023, 10:06