ქართულ დარბაზებზე რამდენიმე შრომაა საუნჯეზე -
არაა გამორიცხული ბაბილონიდან მოხვედრილიყო ჩვენთან ან პირიქით
ქართული დარბაზი ნამდვილად ქართულია - 4000 წლის უკვე აგებდნენ ქართული დარბაზის მსგავს სახლებს:
ის ავტორი გასაროზგია.
არამედ ჩალითა და ყავრით. იგივე ვიტრუვი აღგვიწერს კოლხურ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ძელებით ნაშენი პირამიდული სახურავი და ზემო ხვრელი აქვს (კვამლის და შუქისათვის). ახალ არქეოლოგიურ მონაპოვართა შუქზე (იხ.ზემოთ - შულავერი, ქვაცხელები), ვიტრუვისეული ცნობები ახალ მნიშვნელობას იძენს - ისინი სამშენებლო ტრადიციების ღრმა ფესვების არსებობასა და უწყვეტობას ადასტურებენ. მეორე მხრივ, კოლხური საცხოვრებლის ტიპი, რომელსაც წინა აზიის მრავალ ქვეყანაში მოეძებნება პარალელი, შეიძლება გლეხური საცხოვრებლის, ე.წ. დარბაზის პროტოტიპად მივიჩნიოთ. დარბაზს, რომელსაც ქვემოთ ცალკე შევეხებით, მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეთა ქართული საეკლესიო არქიტექტურის კომპოზიციური თავისებურებების შემუშავებისათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ იმდროინდელი ხუროთმოძღვრების შესახებ ამ წერილობითი ცნობების ვარდა ჩვენ არც არაფერი ვიცოდით. რა თქმა უნდა, ადრექრისტიანული ხანის დიდად განვითარებული ძეგლების გაცნობა ნათლად გვიჩვენებდა, რომ V-VI საუკუნეთა შესანიშნავი ტაძრების შექმნამდე ქართულ ხუროთმოძღვრებას გრძელი და რთული გზა უნდა გაევლო, რომ ასე მომწიფებულიყო, რომ ასეთი დასრულებული კომპოზიციური და ტექნიკური ხერხები შეემუშავებინა,
http://saunje.ge/index.php?option=com_cont...temid=1〈=kahttp://saunje.ge/index.php?id=814&option=c...temid=5〈=kaიმირის გორაზე გამოვლინდა ბრტყელსახურავიანი საცხოვრებლებიც. გადახურვისთვის ხის ბოძები და კოჭები იყო გამოყენებული, ხოლო კერის თავზე სახურავში კვამლის გასასვლელი ნახვრეტი იყო გაკეთებული: ძალიან საყურადღებო გარემოებაა, რადგანაც ეს ხუროთმოძღვრული თემა - ზემო ხვრელი შუქის შესაშვებად და ბოლის გასასვლელად - საქართველოში განვითარდება და ძალიან დიდხანს იარსებებს (იხ. ქვემოთ, დარბაზი). საცხოვრებლის უფრო განვითარებული ფორმა აღმოჩნდა ქვაცხელებში, სოფ.ურბნისის მახლობლად (გორიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე). აქაური საცხოვრებელი სახლები ჩამოყალიბებული ტიპისაა, გეგმა სავსებით შემუშავებულია, მისი ვარიაციები უმნიშვნელოა. ოთახი დაახლოებით კვადრატულია, კუთხეები კი მომრგვალებული აქვს, რაც მოწმობს ამ შენობების გენეზისურ კავშირს მრგვალ სახლებთან. შუაში ბოძი დგას, მის წინ კი კერაა. ოთახს წინ უძღვის ტალანი. ოთახიცა და ტალანიც ბრტყელი ჭერითაა გადახურული, აქაც დამახასიათებელია ჭერის ცენტრში გაკეთებული ხვრელი. კედლები ან ალიზისა იყო, ან დაწნული, ხის სარებით გამაგრებული კარკასისა, რომელიც ორივე მხრიდან - შიგნიდანაც და გარედანაც - თიხის რამდენიმე ფენით იყო შელესილი. გადახურვისთვის იყენებდნენ მრგვალ კოჭებს, რომლებიც კედლებსა და ცენტრალურ ბოძს ეყრდნობოდა. ეს ბოძი და კერა, რომელიც წმიდათა წმიდად ითვლებოდა, შეადგენდნენ საცხოვრებლის ბირთვს - ოჯახის მთელი ყოფა-ცხოვრება მათთან იყო დაკავშირებული. ქვაცხელების უძველესი ფენა ძვ.წ. III ათასწლედის დასაწყისსა და ნახევარს მიეკუთვნება. არ შეიძლება არ აღინიშნოს ქვაცხელების სახლთა გარკვეული ნათესაობა ეგეოსის ზღვის არეში გავრცელებული საცხოვრებლის - მეგარონის ტიპთან. II-I ათასწლედებს მიეკუთვნება დასახლებათა სხვა ტიპები - ხელოვნურად გამაგრებულ გორაკებზე. მიკვლეულია ერთოთახიანი საკულტო და საცხოვრებელი შენობები: მათ საძირკვლები და კედლების ქვემო ნაწილები რიყის ქვისა ჰქონდათ, ზემო ნაწილები კი ხის ჯარგვალი იყო. საფიქრებელია, რომ ამ სახლებსაც ზემო ხვრელი ჰქონდა (ნაცარგორა ცხინვალთან).
http://saunje.ge/index.php?option=com_cont...temid=1&lang=kahttp://saunje.ge/index.php?option=com_cont...temid=1&lang=kahttp://saunje.ge/index.php?option=com_cont...temid=1&lang=kahttp://saunje.ge/index.php?option=com_cont...temid=1&lang=kahttp://saunje.ge/index.php?option=com_cont...temid=1&lang=kaის, რასაც ჩვენ დღესდღეობით ვიცნობთ) შეიძლება მიეკუთვნოს გვიანა ნეოლითის ხანას. ეს არის ნასოფლარები შულავრის მახლობლად (აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის სამხრეთით), ე.წ. შულავრის გორა და იმირის გორა. მათ ძველი წელთაღრიცხვის V და IV ათასწლედს მიაკუთვნებენ. აქ დარჩენილია მრგვალი გეგმის მქონე მცირე საცხოვრებელ უჯრედთა მთელი ჯგუფი. ყოველ ასეთ უჯრედს, რომლის დიამეტრიც 2,5-3 მეტრია, თავისი კერა აქვს; სამეურნეო სადგომები აგრეთვე მრგვალია, მაგრამ კიდევ უფრო მცირე - მათი დიამეტრი 1,5 მ. არ აღემატება. შენობები ალიზისაა, თიხის ხსნარით. ოთახები კონუსური გუმბათებით იყო გადახურული. მთელი ინვენტარი შედგება პრიმიტიული კერამიკისა, სამეურნეო დანიშნულების ობსიდიანის, ძვლისა და რქის ხელსაწყოებისაგან. მაგრამ იმირის გორაზე გამოვლინდა ბრტყელსახურავიანი საცხოვრებლებიც. გადახურვისთვის ხის ბოძები და კოჭები იყო გამოყენებული, ხოლო კერის თავზე სახურავში კვამლის გასასვლელი ნახვრეტი იყო გაკეთებული: ძალიან საყურადღებო გარემოებაა, რადგანაც ეს ხუროთმოძღვრული თემა - ზემო ხვრელი შუქის შესაშვებად და ბოლის გასასვლელად - საქართველოში განვითარდება და ძალიან დიდხანს იარსებებს (იხ. ქვემოთ, დარბაზი). საცხოვრებლის უფრო განვითარებული ფორმა აღმოჩნდა ქვაცხელებში, სოფ. ურბნისის მახლობლად (გორიდან ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე). აქაური საცხოვრებელი სახლები ჩამოყალიბებული ტიპისაა, გეგმა სავსებით შემუშავებულია, მისი ვარიაციები უმნიშვნელოა. ოთახი დაახლოებით კვადრატულია, კუთხეები კი მომრგვალებული აქვს, რაც მოწმობს ამ შენობების გენეზისურ კავშირს მრგვალ სახლებთან. შუაში ბოძი დგას, მის წინ კი კერაა. ოთახს წინ უძღვის ტალანი. ოთახიცა და ტალანიც ბრტყელი ჭერითაა გადახურული, აქაც დამახასიათებელია ჭერის ცენტრში გაკეთებული ხვრელი. კედლები ან ალიზისა იყო, ან დაწნული, ხის სარებით გამაგრებული კარკასისა, რომელიც ორივე მხრიდან - შიგნიდანაც და გარედანაც - თიხის რამდენიმე ფენით იყო შელესილი. გადახურვისთვის იყენებდნენ მრგვალ კოჭებს, რომლებიც კედლებსა და ცენტრალურ ბოძს ეყრდნობოდა. ეს ბოძი და კერა, რომელიც წმიდათა წმიდად ითვლებოდა, შეადგენდნენ საცხოვრებლის ბირთვს - ოჯახის მთელი ყოფა-ცხოვრება მათთან იყო დაკავშირებული. ქვაცხელების უძველესი ფენა ძვ.წ. III ათასწლედის დასაწყისსა და ნახევარს მიეკუთვნება. არ შეიძლება არ აღინიშნოს ქვაცხელების სახლთა გარკვეული ნათესაობა ეგეოსის ზღვის არეში გავრცელებული საცხოვრებლის - მეგარონის ტიპთან.
This post has been edited by basa-ttt on 18 Jul 2012, 16:42