imeda81იცი, რომ ეგენი ქრისტეს დაბადებამდე უკვე ქრისტიანები იყვნენ?
ქვიდან ხმლის ამოძრობის შემდეგ, ართური ხდება ექსხალიბურის მფლობელი, რომელიც წყლის ზედაპირზე ეჭირა ვიღაცის იდუმალ ხელს. ამ იარაღზე ნათქვამია, რომ იგი დაამზადეს კუნძულ ავალონზე, ანუ მას კავშირი აქვს სულიერების უმაღლეს ცენტრთან. ევოლას აზრით, ფაქტი, რომ ხმალი წყლის ზემოთ ეჭირათ ხაზს უსვამს იმას, რომ საუბარია ძალაზე, რომელიც თავისუფალია მატერიალურისგან, შეზღუდული და მგრძნობიარეა სიცოცხლის მიმართ. ცხოვრებაში სიძნელეების გადალახვა აუცილებელია იმისთვის, ვინც მიილტვის სამეფო მანდატის მისაღებად. მაგრამ იგივე უნდა განახორციელონ იმ რაინდებმაც,
რომლებსაც სურვილი აქვთ ეკუთვნოდნენ მეფე ართურის გარემოცვას და მოიძიონ გრაალი. ართურის სამეფო გამოყოფილია ადამიანთა სამყაროსგან
ფართო მდინარით, რომელზეც გადებულია მხოლოდ ერთი ბეწვის ხიდი, სავსე საფრთხით. ამ სამეფოს იცავენ ტიტანები, ხოლო მის შუაგულში დგას მუდმივ ბრუნავი ციხე-სიმაგრე, სადაც ინახება ზებუნებრივი გრაალის თასი. მეფე ართურმა რაინდთაგან შექმნა მრგვალი მაგიდა, რომელშიც წარმოჩნდა
მთელი სამყარო, ცა და დედამიწა. ნახსენებია ვარსკვლავების მოძრაობა ცაზე უძრავი წერტილის გარშემო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რაინდები რომლებიც მრგვალი მაგიდის გარშემო სხედან არიან წარმომადგენლები უმაღლესი ცენტრალური ხელისუფლებისა. მრგვალი მაგიდის რაინდები თითქმის
ყოველთვის თორმეტნი არიან(საკრალური რიცხვი). მეფე ართურთან ეს სიმბოლიზმი დაკავშირებულია აგრეთვე საფრთხის შემცველ ადგილთან, რომელიც
განგებ ცარიელია დატოვებული მრგვალ მაგიდასთან. ეს ადგილი ეკუთვნის მოსალოდნელ რჩეულ რაინდს, რომელიც ყველას სჯობს და უნდა გახდეს
მეცამეტე რაინდი. ევოლას აზრით მეცამეტე შეესაბამება უმაღლესი ცენტრის მეუფეს, გრაალი კი დაკარგულის სიმბოლოა, რომელიც უნდა მოინახის და დაბრუნდეს. რაინდი, რომელიც მას დააბრუნებს, სწორედ ის დაიკავებს საფრთხის შემცველ ადგილს მაგიდის გარშემო. ლეგენდის მიხედვით ცნობილია,
რომ საომრად წასული ართურის არყოფნისას, მისმა ძმისშვილმა მიისაკუთრა ტახტი და დაეუფლა ჯინევრას. მოღალატე ომში დაიღუპა, მაგრამ დაეცნენ
მრგვალი მაგიდის საუკეთესო რაინდებიც და მეფე ართურიც სასიკვდილოდ დაიჭრა. იგი გადაიყვანეს კუძულ ავალონზე, სადაც ამ კუნძულის მკვიდრი ქალები ჯადოსნობის დახმარებით კურნავენ მას, რითაც ართურს საშუალება ეძლევა შეასრულოს თავისი საკრალური ფუნქცია. მაგრამ მეფე ართურის ჭრილობები ყოველწლიურად იხსნება. ერთგული ადამიანები სულ ტყუილად ელიან მის დაბრუნებას. დღესაც არსებობს გადმოცემა, რომ ოდესმე ართური
მაინც გამოჩნდება კუნძულ ავალონიდან და თავის სამეფოს ჩაუდგება სათავეში. მეფე ართური უნდა გამოჩნდეს თეთრ ცხენზე ამხედრებული. ეს სიმბოლო დიდი როლს თამაშობს იოანეს აპოკალიფსში. ართურის გამქრალ ექსხალიბურთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ისკვლავ უნდა დაუბრუნდეს მეფე ართურს.
ამიტომ დროდადრო წყლიდან ჩნდება და შუქს ასხივებს.