"38. ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას. 39. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე." (სახარებაჲ იოვანეს თავი 11)
"აღიღეთ ლოდი ეგე" მაცხოვარი ხალხს ავალებს ამას...
აქედან დაიწყო ჩემი ძიება სიტყვაში.
მოგეხსენებათ სიტყვის შინაარსი და მისი წარმომავლობა უდიდეს საიდუმლოს წარმოადგენს და მრავალი ერები ცდილობდნენ და ცდილობენ მისი შინაარსის გაგებას. სემანტიკა სიტყვის შინაარსის სწავლას გულისხმობს, ხოლო შემდგომი საფეხურები ეტიმოლოგია და სხვა, მის წარმომავლობას ფაქტებზე დაყრდნობით. ეს ლინგვისტიკის საკითხია.
ამ თემაში ვისაუბროთ ქართული სიტყვის სემანტიკაზე, შინა არსზე. არა მის გარე არსზე, არამედ მნიშვნელობაზე და რა ხდება დღეს ამასთან დაკავშირებით.
ყველასათვის ცნობილია მე-10 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი რომლის გადამწერიც გახლავთ იოანე ზოსიმე. შემაჯამებლად მინდა ვთქვა რომ ამ წერილს ქართველობამ, ფილოლოგების, საერო თუ სასულიერო პირების სახით მივანიჭეთ მესიანიტური მნიშვნელობა. რომელიც ქართველი ერის მისიას მიუთითებს. ამ წერილთან დაკავშირებით გამოითქვა მრავალი აზრი, მოსაზრება და კრიტიკა. მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილიც. მაგრამ ამ თემის ღრმად გაცნობის შემდეგ დამრჩა ისეთი შეგრძნება, რომ ეს (როგორც მას მიიჩნევენ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები) წერილი უფრო ღრმა შინაარსის მატარებელია ვიდრე ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები და მესიანიტური იდეოოლოგიის თხზულება. თუ ჩვენ გვინდა სულიერად წინ სვლა ამისათვის საჭიროა სულში ჩახედვა. ჩვენი რაობის გამოკვლევა და წარსულში დაბრუნება. ეს ისარს გავს თუ გვინდა ისარი შორს ვისროლოთ, ამისათვის მშვილდი ჯერ უკან უნდა მოვზიდოთ რაც შეიძლება, რომ შედეგი მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგს ვერ მივიღებთ დაისარი იქვე, ფეხებთან დავარდება.
როგროც იქნა მეცნიერულად გაშიფრეს იოანე ზოსიმეს წერილი და მრავალი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს. ეს აუცილებელი იყო. მეცნიერებს ეს უნდა ენახათ საკუთარი თვალით, უშუალოდ უნდა შეხებოდნენ მას როგორც ეს მათ ჩვევიათ.
რა მინდა ვთქვა! ის ნიშანი რომელიც მოცემულია ამ წერილში რიცხვი 94 გაშიფრეს. ჩემი აზრით ეს არის თარიღი იოანე მახარებლის გარდაცვალებისა. მე ვფიქრობ რომ ეს წერილი იოანე მახარებელმა დაწერა. და შემდეგ იოანე ზოსიმემ გადაწერა. გარდა ამისა 94 აღნიშნავს ქართული ანბანის განლაგებას. 4 სვეტი 9 მწკრივად.
I II III IV .
1 ა 1 10 ი 10 19 რ 100 28 ჩ 1000
2 ბ 2 11 კ 20 20 ს 200 29 ც 2000
3 გ 3 12 ლ 30 21 ტ 300 30 ძ 3000
4 დ 4 13 მ 40 22 უჳ 400 31 წ 4000
5 ე 5 14 ნ 50 23 ფ 500 32 ჭ 5000
6 ვ 6 15 ჲ 60 24 ქ 600 33 ხ 6000
7 ზ 7 16 ო 70 25 ღ 700 34 ჴ 7000
8 ჱ 8 17 პ 80 26 ყ 800 35 ჯ 8000
9 თ 9 18 ჟ 90 27 შ 900 36 ჰ 9000
სიტყვა "დღესამომდე" არის გასაღები ამ წერილის. ის გაგებულ იქნა მხოლოდ მისი ერთერთი შინაარსით, რომ ნიშნავს დღემდე. მაგრამ ამ სიტყვას აქვს სხვა შინაარსიც, წინააღმდეგ შემთხვევაში ეწერებოდა "დღედმდე".
დღესამომდე ანუ მესამე დღემდე. "და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲწარმეტყუელმან, რამეთუ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ"
ანუ მე–3 ათასწლეულამდე. ხოლო ეს სიტყვა 21–ეა თანმიმდევრობით. რაც აღნიშნავს 21–ე საუკუნეს, ხოლო მინიშნება კი აქ არის:"და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ, ასი ესე წილი ანბანისაჲ." ანუ საუკუნეში არის 100 წელი, ხოლო 21 ეს არის საუკუნე.
ენა ესე აღსდგება 21–ე საუკუნეში.
ამასთან დაკავშირებით უფრო ვრცლად ვისაუბრებ.
მე ვამბობ რომ ქებაი დაიწერა იოანე მახარებლის მიერ, რომელიც იოანე ზოსიმემ გადაწერა. საყოველთაოდ ცნობილია რომ იოანე ზოსიმე გახლდათ გადამწერი. უცნობია თუ ვინ და როდის დაწერა ეს წერილი. ამაზე მოწმობს თვითონ წერილი, ნიშანი 94 , ეს რიცხვი ემთხვევა იოანე მახარებლის გარდაცვალების წელს. ასევე მისი (ანბანი,ლაზარე) განლაგენა 9 სვეტად და 4 მწკრივად. ლაზარეს შესახებ მხოლოდ იოანე მახარებელს უწერია თავის სახარებაში. ცნობილია რომ მოციქულებმა სხვადასხვა ენებზე დაიწყეს საუბარი როდესაც მათზე სულიწმიდა გადმოვიდა. ქართულად არ საუბრობდნენ? ქართულად არ დაწერდნენ სახარებას???
ქართული დამწერლობა სცილდება ახალი წელთაღრიცხვის პერიოდს, პირადად მე ვერ დავადგინე მისი წარმოშობის თარიღი. ვერც ვერავინ დაადგინა. ვხელმძღვანელობთ მხოლოდ იქიდა, თუ რა ვიპოვეთ ფრესკებზე წარწერილი, ეკლესიებზე. III IV საუკუნის ხელნაწერებით ახ.წ.აღ.
მე უმორჩილესად ვთხოვ ყველა მეცნიერს: გეოლოგებს, ენათმეცნიერებს, თეოლოგებს, ლინგვისტებს. გამოიძიონ, და დადგინონ "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"–ს ავტორი. რადგან დაწერილია: "43. ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!" (იოანეს სახარება თავი 11)
rere * * *
ქართული ანბანის განლაგება 4 სვეტად და 9 მწკირავდ:
* * *
ანბანის განლაგება 4 სვეტად და 9 მწკირავად:
This post has been edited by mandara on 1 Jun 2010, 16:02