როკსოვსკი რომ არ გაგიგია და პატენი იცი ეგ არ გეპატიება

სტალინგრადის და კურსკის ბრძოლების გმირი. მე2ე ბოლორუსიული ფრონტის სარდალი მარშალი როკოსოვსკი ტილიან ჟუკოვს ჯიბეში ისვამდა, მაგრამ სტალინს არ აწყობდა რომ ამხელა დამსახურებების მქონე კაცი ( თან პოლონური წარმომავლობის) პირველ პლანზე წარმოჩენილიყო და ჟუკოვი გამოჩნდა ასპარეზზე... ( მერე ჟუკოვსაც დედა მოუტYნა და ოდესის გამგებლად ჩამოალაბორანტა) ხიტრი იყო ულვაშა, ხიტრი

პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
1918- წითელ არმიაში.
1919- სკკპ წევრი.
რუსეთის სამოქალაქო ომში კავალერიის პოლკის მეთაური.
1929- დაამთავრა მ.ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიასთან არსებული უმაღლეს უფროსთა შემადგენლობის კურსები.
1940- ნოემბერი მე-9 მოტომსროლელი კორპუსის მეთაური.
1941- ივნისი გენერალ-მაიორი.
ომის დასაწყისში მეთაურობდა მე-9 მოტომსროლელ კორპუს.
1941-აგვისტო მე-16 არმიის სარდალი.
1942-ივლისი ბრიანსკის ფრონტის სარდალი.
1942-სექტემბერი დონის ფრონტის სარდალი.
1943-თებერვალი ცენტრალური ფრონტის სარდალი.
1943-ოქტომბერი ბელორუსიის ფრონტის სარდალი.
1944-თებერვალი 1-ლი ბელორუსიის ფრონტის სარდალი.
1944-ნოემბერი 1945-ივნისი მე-2 ბელორუსიის ფრონტის სარდალი.
როკოსოვსკის სარდლობის ქვეშ მყოფი ჯარები წარმატებით მოქმედებდნენ სმოლენსკის ბრძოლაში, მოსკოვის, სტალინგრადის, კურსკის ბრძოლებში. ბელორუსიის, აღმოსავლეთ პრუსიის, აღმოსავლეთ პომერანიის, ბერლინის ოპერაციებში.
სტალინგრადის ბრძოლის დროს დონის ფრონტის ჯარებმა როკოსოვსკის სარდლობით კონტრშეტევის დროს სტალინგრადის და სამხრეთ-დასავლეთის ფრონტებთან ერთად გაარღვიეს მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი და მდინარეების დონსა და ვოლგას შორის ალყაში მოაქციეს გერმანელთა დაჯგუფება საერთო ოდენობით 330ათასი სამხედრო,ხოლო1943- ის დასაწყისში ალყაშემორტყმულ დაჯგუფებას ლიკვიდაცია გაუკეთეს.
კურსკის ბრძოლაში როკოსოვსკიმ, რომელიც სარდლობდა ცენტრალურ ფრონტს გამოიჩინა თავი როგორც სამხედრო ხელოვნების მცოდნემ, გერმანული ჯარების შეტევის მოგერიებისას, ხოლო შემდეგ მოწინააღმდეგის განადგურებისას კონტრშეტევის დროს.
1945- 24- ივნისს როკოსოვსკი სარდლობდა გამარჯვების აღლუმს მოსკოვში, წითელ მოედანზე.
1945-1949- ომის შემდეგ ჩრდ. ჯგუფის ჯარების მთავარსარდალი.
1949-ოქტომბერი- პოლონეთის მთავრობის თხოვნით და საბჭოთა მთავრობის ნებართვით როკოსოვსკი დაინიშნა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრად და პოლონეთის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ. მას მიენიჭა პოლონეთის მარშლის წოდება. არჩეულ იქნა პოლონეთის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად და სეიმის დეპუტატად.
1956- სსრკ -ში დაბრუნების შემდეგ სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
1957- ივლისი მთავარი ინსპექტორი,სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
1957-ოქტომბერი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი.
1958-1962 სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე და სსრკ თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექტორი.
1962- აპრილი სსრკ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორების ჯგუფში.
სკკპ ცკ-ის წევრობის კანდიდატი (1961)-დან. სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1946-49) და (1958)-ან.
დასაფლავებულია წითელ მოედანზე კრემლის კედელში