#24583478 · 22 Mar 2011, 03:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძველ აღთქმაში მე-6 საუკუნეში მცხოვრები ეზეკიელ წინასწარმეტყველი ასე აღწერს მუშექთა და თუბალთ: “დიდებულად შემოსილი უშქარი კრებული, თოროსანნი და ფარისმპყრობელნი, მახვილიანნი…, ყველანი ცხენზე ამხედრებულნი”. ამ პერიოდში კოლხები ქმნიან ძლიერ სამეფოს, რომელიც ურარტულ ლურსმულ წარწერებში კულხა/კოლხას სახელით იხსენიება. სტრაბონი შემდეგ ცნობას გვაწვდის კოლხეთის შესახებ: “თუ რაოდენ სახელგანთქმული იყო ძველად ეს ქვეყანა, ამას მოწმობს მითები იაზონის ლაშქრობაზე, ხოლო მასზე ადრე ფრიქსეს [ლაშქრობაზე]… ამ ქვეყნის სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლითა და რკინით იყო ნამდვილი მიზეზი ამ ლაშქრობებისა”. კოლხთა მეფე აიეტი მოხსენიებული ჰყავს ჰესიოდეს (VIII ს. ძვ. წ.), ხოლო არგონავტების მითის უძველესი ვარიანტი მოყვანილია ევმელოს როდოსელის “კორინთიკაში” (VIII ს. ძვ. წ.). ევმელოსის აზრით კოლხთა მეფე აიეტი კორინთოდან იყო წარმოშობით. მითის თანახმად კი მას მემკვიდრეობით ერგო კორინთო, მაგრამ კოლხეთი ირჩია. ამ მოსაზრებაში წინარექართულ ტომთა ხმელთაშუა ზღვიდან აღმოსავლეთით მიგრაციის ცოდნა იკითხება. ჰეროდოტეს (480-426 წ.ძ.წ.) ცნობით – “მოსხები ატარებდნენ ხის ჩაჩქანს, ფარსა და მოკლე შუბებს, რომელთაც გრძელი რკინა ჰქონდათ. ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები სალაშქროდ მოსხთა მსგავსი შეიარაღებით გამოდიოდნენ”. - “ხალიბებს თავზე ეხურათ სპილენძის მუზარადები, მუზარადებზე იყო სპილენძისგან ნაკეთები ხარის ყურები და რქები”. - “მარები ატარებდნენ ადგილობრივ მოქსოვილ მუზარადებს და შეიარაღებულნი იყვნენ ტყავის პატარა ფარებითა და ხელშუბებით. კოლხები ატარებდნენ ხის ჩაჩქნებს, ხარის გამოუქნელი ტყავის პატარა ფარებს, მოკლე შუბებსა და საბრძოლო დანებს”. ქსენოფონტე (431-354 წ.ძ.წ.) ხალიბთა შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: “ეს იყო უმამაცესი ხალხი მათ შორის, ვისთანაც კი ელინებს საქმე ჰქონდათ თავისი ლაშქრობის დროს. ეს ყველაზე უკეთ მათ იგრძნეს, ვინც მათთან ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობდა. ხალიბები ატარებდნენ სელის ჯავშანს. ამ ჯავშნის ქვედა ნაწილი შედგებოდა სქლად ნაქსოვი ზონრებისაგან. მათ ჰქონდათ აგრეთვე ანქერი და მუზარადი, ქამრებზე კი ეკიდათ ხმლები დაახლოებით სპარტულ მახვილთა ზომისა. ამ ხმლებით ისინი ხოცავდნენ ყველას, ვისაც კი მოიხელთებდნენ. ისინი თავებსაც კვეთდნენ და მიჰქონდათ წინ, ცეკვითა და სიმღერით, მტრის დასანახად. მათი შუბების სიგრძე 15 ბერძნულ არშინს აღწევდა და ერთ მხარეზე გამახვილებული რკინა ჰქონდა. ისინი თავიანთ ადგილებზე ცხოვრობდნენ, ხოლო როდესაც ელინები მახლობლად გაივლიდნენ, დაედევნებოდნენ და ებრძოდნენ”. დრილები, ქსენოფონტეს ცნობით – “ცხოვრობენ ძნელად მისადგომ მთებში და პონტას ყველაზე უფრო მეომარ ხალხს წარმოადგენენ”. “ტაოხების ქვეყანაში ელინთა ჯარის შესვლის დროს მთელი ხალხი დადგა ფეხზე. ქალები მამაკაცებთან ერთად იბრძოდნენ. ტაოხები თავისუფლების დაკარგვას სიკვდილს ამჯობინებდნენ და მტერს ტყვედ არ ნებდებოდნენ.” კარდუხები კი “საუცხოო მშვილდოსნები იყვნენ; მათი მშვილდები სიგრძით თითქმის სამ არშინს აღწევდა, ხოლო ისრები ორ არშინზე მეტი იყო. სროლის დროს, საბელის მოჭიმვისას, მარცხენა ფეხს მშვილდის ქვედა ბოლოს ადგამდნენ. მათი ისრები ფარსა და ჯავშანს ხვრეტდა”. ევსტათის კომენტარებში დიონისე პერიეგეტის შესახებ ვხვდებით შემდეგ ცნობას: “დიონისე ლაპარაკობს, რომ იქ ცხოვრობენ კადუსიანები, რომელთა ქვეყანა მთაგორიანია; ისინი მარდად დაძვრებიან მთებზე, სტრაბონის თქმით, საუცხოოდ ტყორცნიან შუბს და კლდოვან ადგილებში წარმატებით იბრძვიან ქვეითად ცხენოსანთა წინააღმდეგ”. ტიბარენები თამაშობათა მოყვარულნი ყოფილან. ეფრონის მე-5 წიგნში ნათქვამია – ტიბარენები ხალისით თამაშობენ და მხიარულობენ და დროის ამგვარი გატარება დიდ ბედნიერებად მიაჩნიათო. აპოლონ როდოსელის სქოლასტი კი აღნიშნავს – ტიბარენები ყველაზე უფრო სამართლიანნი არიან. ისინი არასოდეს ჩაებმებიან ბრძოლაში, სანამ არ დაადგენენ ბრძოლის დღეს, ადგილსა და დროსო. სტრაბონი გვიამბობს: “სოანები… თავის სიმამაცითა და სამხედრო ძლიერებით თითქმის ყველა ხალხებზე უფრო სახელოვანნი არიან. ისინი ცხოვრობენ კავკასიის მაღლობებზე, დიოსკურიის ზემოთ და მართავენ ყველა გარშემორტყმულ ხალხებს”. შ
|