
საუკუნეების განმავლობაში ბევრს აწუხებდა კრეტის ლაბირინთის რეალურად არსებობის საკითხი.
განსაკუთრებული ინტერესი ვენეციელთა მიერ ამ კუნძულის ოკუპაციის დროს გაღვივდა.(მე-14-17 ს-ში)
მათ ადგილობრივებისგან გაგონილი ჰქონდათ, რომ მესარაში არსებობდა გამოქვაბულთა მთელი
სისტემა. პოლ ფორი აღნიშნავს, რომ კრეტის ყველა დანიშნული გუბერნეტორი თავს ვალდებულად
თვლიდა ენახა ეს გამოქვაბულები. მიაჩნდათ , რომ სწორედ იქ უნდა ყოფილიყო მითიური ლაბირინთი.
მე-20 ს-ში ამ გამოქვაბულებს ადგილობრივი მოსახლეობა ომის დროს თავშესაფრადაც კი იყენებდა.
მე-2 მსოფლიო ომის დროს გერმანელები მათ საბრძოლო მასალის საწყობად იყენებდნენ. როდესაც
ისინი კუნძულს ტოვებდნენ ლაბირინთი ააფეთქეს და მისი შესასველი გაანადგურეს.

2009 წელს ინგლისელ და ბერძენ მეცნიერთა ჯგუფმა ნიკ ჰოვარტის ხელძღვანელობით(ჰარვარდის
უნივერსიტეტის გეოგრაფი) მოაწყო ექსპედიცია კუნძულ კრეტაზე იმ ადგილზე, რომელსაც ადგილობრივები
უწოდებდნენ ლაბირინთს. გაირკვა, რომ გამოქვაბულების მთელი სისტემა 2კმ-ზე მეტი სიგრძისაა.
ისინი ერთმანეთთანაა დაკავშირებული ფართო კამერებით, ლაბირინთში არსებობს ჩიხური ოთახებიც.
ტერიტორია დაახლოებით 9 ათას კვ.მ-ს მოიცავს.
ეს გახლავთ ჩასასვლელი









გამოქვაბულებს აშკარად ეტყობა ადამიანის ხელი.
This post has been edited by Phobos on 23 Feb 2012, 21:12