ვინაიდან ზოგიერთვისთვის გაუგებარია, სად გაქრა კრეტელთა ცივილიზაცია ერთი ხელის მოსმით. საჭიროდ ჩავთვალე ამასთან დაკავშირებით მომეწოდებინა ინფორმაცია.
ეგეოსის ზღვაში კუნძ.ფერაზე ჩვ.წ.აღ-მდე მე-16 ს-ში მომხდარი
ვულკანის ამოფრქვევა იყო უძველესი დროის ერთ-ერთი დიდი ტრაგედია. ამოფრქვევა ისეთი სიძლიერის გახლდათ, რომ კუნძულთა უმეტესობა გაქრა. სწორედ ეს ამოფრქვევა გახდა მიზეზი მინოსის კულტურის განადგურებისა, რომლის ცენტრი იყო კრეტა.
ვულკანის ამოფრქვევამ კრეტაზე გამოიწვია მიწისძვრები, ამასთან, კუნძულს ცუნამი დაატყდა თავს. სტიქიას მძლავრი დამანგრეველი შედეგები მოჰყვა და ადამიანთა მსხვერპლი. რაც მთავარია, კრეტამ დაჰკარგა თავისი მთავარი კოზირი-ფლოტი.
საზღვაო ქვეყანა ისე დასუსტდა, რომ შემდეგ ადვილად დაიმორჩილეს მიკენელებმა.
1100წელს მინოსის ცივილიზაცია საბოლოოდ გაქრა.
3600 წლის წინანდელმა მოვლენამ შეარყია იმდროინდელი კაცობრიობა, რამაც გამოძახილი ჰპოვა ბევრი ანტიკური ავტორის ნაშრომში. მასზე ბიბლიაშიც არის საუბარი.
მკვლევართა აზრით, ამაზე მინიშნება უნდა იყოს ბიბლიაში-,,ეგვიპტელთა სასჯელი''.
ტოქსიკური ფერფლის ამოფრქვევა ხსნის სწორედ ბიბლიაში მოხსენებულ მდინარეების
სისხლად ქცევას, ვინაიდან ვულკანურ ფერფლს გააჩნია სისხლისფერი მასში რკინის
ნაერთების შემცველობის გამო.
არსებობს აზრი, რომ სწორედ ეს ისტორია დაედო საფუძვლად მითს ატლანტიდაზე.
ასე თვლიდა ჟაკ-ივ კუსტო, რომელიც ატარებდა წყალქვეშა კვლევებს ამ რაიონში.
კვლევებმა დაამტკიცა კუნძულზე არსებული მაღალგანვითარებული ცივილიზაციის არსებობა. როდ-აილენდის უნივერსიტეტის მიერ მიღებული კვლევის შედეგი იტყობინება, რომ კუნძ.ფერაზე ვულკანის ამოფრქვევა უფრო დიდი მაშტაბის იყო,
ვიდრე ადრე ეგონათ მეცნიერებს. გიგანტურმა ტალღებმა უდიდესი ზიანი მიაყენა, ხოლო ვულკანურმა ფერფლმა დაფარა ხმელთაშუაზღვის უდიდესი ნაწილი. მეცნიერთა აზრით,
ვულკანის ყელიდან გადმოიღვარა 60 კუბ.კმ. ლავა. გიგანტურმა ტალღამ დააცარიელა ეგეოსის ზღვის დასახლებული კუნძულები. ამოფრქვევის შემდეგ, 300
ათას კმ-ის ფართზე გაჩნდა ფერფლის ღრუბელი და გარშემო ყველაფერი სიბნელემ მოიცვა.
უფრო მოგვიანებით, 1200 წელს ჩვ.წ.-მდე კრეტაზე დაინგრა ყველა სასახლე.
მეცნიერებმა ჯერაც ვერ გაარკვიეს რა ან ვინ იყო ამის მიზეზი.
კუნძულ კრეტაზე დარჩენილი ნანგრევები.