
ლაბირინთი თავისთავად მეტად რთული სისტემაა, ამიტომ მოგვიწევს მასზედ
უფრო დაწვრილებით საუბარი.
ლაბირინთს მანდალის ნაირსახობადაც კი მიიჩნევენ, მაგრამ ისეთ მანდალად, რომელსაც
მოძრაობის მიმართულება გააჩნია და აქვს ღია შესასვლელ-გამოსასვლელი. ამასთან,
როგორც წესი, მანდალას საკრალური სივრცე გარშემორტყმულია სპეც. დამცავი კვადრატით.
ამგვარად, მანდალის ლაბირინთით გვეძლევა ახსნა, რომელიც მას აქცევს შუამავლად
საკრალურ სამყაროსა და ხილულ ფორმებს შორის, რომელშიც ვცხოვრობთ.
ლაბირინთის მანდალის მეორე შესაძლებლობა დაკავშირებულია მის შიგნით ფიზიკურ
მოძრაობასთან, თუ, რათქმაუნდა, მას დიდი ზომები გააჩნია. ლაბირინთის ტიპოლოგიური
კლასიფიკაციისას ძირითადი ყურადღება ექცევა გეომეტრიულ ფორმებს, რომელიც
მის საფუძველში დევს. ყველაზე გავრცელებული ძველი ლაბირინთის ფორმებია:სხვადსხვა
სპირალი, ჯვრები და სვასტიკები.

ინდიელი ქურუმების თქმით, მათ მოვალეობაში შედის რთული რელიგიური წეს-ჩვეულების
შესრულება, რომელიც მათი რწმენით დედამიწას ნოოსფეროს შენარჩუნებაში ეხმარება და
გადაარჩენს დაღუპვას. ამაში დიდ როლს ასრულებენ ლაბირინთები. ინდიელთა
ლაბირინთი კვადრატული ფორმისაა. ის ორი გამყოფი ნაწილისგან შედგება. პირველი იწყება
ცენტრიდან და გახლავთ დაბადების სიმბოლო-ადამიანის მოვლინება მატერიალურ რეალობაში.
თუკი ლაბირინთს გადმოვაბრუნებთ ისე, რომ გამოსასვლელი ზემოთ მოექცევა, შთაბეჭდილება
ისეთი იქმნება, თითქოს ცენტრალური ხაზი ხელით უჭირავთ-დედის ხელს უჭირავს ჩვილი.
მრგვალი ფორმის ლაბირინთის გარეთა მხარე აღწერს ადამიანის ამაქვეყნიდან წასვლას.
ეს გზა იწყება გარედან და მთავრდება ცენტრში, იმ ადგილზე, რომელიც ითვალისწინებს საიქიოში
გადასვლას, რაც შეესაბამება ძველ წარმოდგენნას მარადიულ არსებობაზე, რომელიც მეორედ
დაბადებამდე გადის ზეგრძნობად სამყაროებს ჩვენი რელობის იქით.

იმის გამო, რომ ლაბირინთის ზედაპირი წარმოადგენს ჩვენ სამგანზომილებიან სამყაროს,
გზის ეს მონაკვეთი სიმბოლურად გადადის მესამე განზომილებაში, რომელიც ჰქმნის მარყუჟს და
ორ იზოლირებულ ცენტრალურ ადგილს კეტავს(ასრულებს). მრგვალი ფორმის ლაბირინთი
ასევე განასახიერებს შემოქმედის უნივერსალურ გეგმას, რომელსაც უნდა მიჰყვებოდეს ადამიანი
მთელი ცხოვრება. ვინც შემოქმედის გეგმას მიჰყვება, ორმაგად იქნება დაცული. წრიული
ლაბირინთის ცენტრში ჯვარი წარმოადგენს მამა-მზის სიმბოლოს, სიცოცხლის წყაროს, ასევე
სამყაროს ხეს-სამყაროს ღერძს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მატერიალურ და ზეგრძნობად
სამყაროებს. მოცემულ ლაბირინთს გააჩნია არქეტიპის თვისება. მას შეხვდებით სხვადასხვა
ხალხის ტრადიციაში ამერიკასა თუ ევროპაში. მისი გამოსახულება გვხვდება ძველ კრეტულ
მონეტებზე. მსგავსი ლაბირინთი ჰქონდათ ეგვიპტელებს, ოღონდ იქ წყალიც იყო, რომელზეც
გადაადგილდებოდნენ ნავებით. მათ დასაკრძალად იყენებდნენ. ასეთი ლაბირინთი წარმოადგენდა
სულის საიქიო მოგზაურობის რუქას, რომელიც შემდეგ აღორძინებას პოულობდა ხეში. ის
განთავსებული იყო ცენტრში.
ინიცირებული ლაბირინთი ასრულებს განწესრიგების თავისებური ''ჩანასახის'' როლს,
მრავალჯერ იმეორებს თავისი არქეტიპის ფორმას და ავრცელებს მას ირგვლივ სივრცეში.
ზოგიერთ ლაბირინთს შეუძლია შეასრულოს ჰიპერსივრცობრივი გვირაბის ფუნქცია,
რომელიც აერთებს ჩვენს რეალობას ზეგრძნობად სამყაროსთან. ძველ წყაროებში
საუბარია ლაბირინთების გამოყენებაზე ინფორმაციის მისაღებად წარსულიდან და
მომავლიდან, ასევე სხვა ადგილებთან კავშირზე. სწორედ ამ კუთხით იყენებდნენ ლაბირინთებს ძველად.
სამაგალითოდ გამოდგება ეგვიპტის წყლიანი ლაბირინთები, რომელიც ემსახურებოდა მიცვალებულის
გადაყვანას საიქიოში.
არსებობდა სხვა სახის ლაბირინთიც, რომელსაც შამანები იყენებდნენ სულიერ სმყაროსთან
კავშირისთვის. როგორც წესი, ასეთი გვირაბები ფუნქციონირებენ ზეგრძნობად დონეზე.
ის გამჭვირვალეა ინფორმაციული ველებისთვის, გრიგალისებური ველების წარმოქმნისთვის(მაგალითად:
ადამიანის გრძნობადი სხეული). ძველ ტექსტებში შეიძლება ამოიკითხოთ მკვრივი ფიზიკური სხეულების,
ასევე ცოცხალ არსებათა გადაადგილების შესახებ ასეთი ლაბირინთ-გვირაბების საშუალებით.
ლაბირინთი ასევე ასრულებს თავისებურ ''სადრენაჟო'' ფუნქციას, ისვრის(ამოტუმბავს) ენთროპის,
ქაოსს ჩვენი რეალობიდან სხვა სამყაროში. ამ მხრივ,ის ასრულებს ეკოლოგიური მოწყობილობის
ფუნქციას.
This post has been edited by Phobos on 30 May 2011, 18:42