ნაშრომი 4 წიგნშია განთავსებული. უამრავი ლინგვისტური მასალაა განხილული. ვაკეთებ ამონარიდებს.
ამონაროდების სკანირება და ამხელა ნაშრომის აქ დადება ვერ მოხერხდება.

ვინაიდან მასალა საინტერესოა და დადებისთანავე გვერდი შეიცვალა, ტექსტს კვლავ გადმოვიტან.
კიდევ ერთი, მასალა ცნობილ მეცნიერსა და თავისი საქმის შეუდარებელი პროფესიონალს ეკუთვნის.
ასეთი პიროვნების აბუჩად აგდება, არცთუ მომხიბვლელ შთაბეჭდილებას დატოვებს აქ შემომსვლელ მკითხველზე.
დავწყნარდეთ და წავიკითხოთ დადებული მასალა.
მედიტერანული სამყაროს, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ნაწილს წამოადგენს შავიზღვისპირეთი და, კერძოდ, კავკასია, რომელიც ბუნებრივია,
ოდითგანვე ჩართული იყო ხმელთაშუაზღვისპირეთში მიმდინარე პროცესებში.
გმირთა ეპოქაში ეგეიდაში მაღალგანვითარებული ცივილიზაციები არსებობდნენ. თანდათან შეიქმნა
ეგეოსური არეალის სხვადასხვა რეგიონთა კულტურების სახელწოდებებიც:კრეტისა-მინოსური, კონტინენტური საბერძნეთისა-მიკენური,
ანატოლიური/მცირეაზიული ან ტროადული და ა.შ. ვინ იყვნენ ეგეიდის მკვიდრნი ენობრივი თვალსაზრისით იმ შორეულ ეპოქაში?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას პაულ კრეჩმერი შეეცადა თავის ცნობილ წიგნში, რომელიც 1896 წელს გამოვიდა:
''ბერძნული ენის ისტორიის შესავალი''. კრეჩმერმა ბერძნულში არაბერძნული ელემენტები გამოავლინა, როგორც ლექსიკაში,
ასევე სიტყვათწარმოებაში. თავისი ნაშრომის მე-11 თავში: ''ელადის წინაბერძნული თავდაპირველი მოსახლეობა'' მეცნიერმა
თავი მოუყარა ყველა იმ არგუმენტს, რომელიც ეგეიდაში არაინდოევრიპული მოსახლეობის დომინანტურობაზე მიუთითებდა
გმირთა ეპოქაში. კრეჩმერს საკმაოდ ბევრი მიმდევარი აღმოუჩნდა, მათ შორის ცნობილ ინდოევროპეისტებს შორისაც.
ა. ფიკმა ჯერ ფუნდამენტური ნაშრომი უძღვნა ჯერ წინაბერძნულ გეოგრაფიულ სახელწოდებებს, ხოლო ოდნავ მოგვიანებით
საბერძნეთში უძველესი არაინდოევროპული მოსახლეობის არსებობა განაზოგადა უფრო ვრცელი ლინგვოისტორიული
კონტექსის გათვალისწინებით. საკმაოდ საინტერესოა ი.ჰუბერის ნაშრომი, რომელმაც გარკვეულად შეაჯამა საბერძნეთის
უძველესი მოსახლეობის ენის არაინდოევროპულობაზე მიმანიშნებელი არგუმენტები. ამ თვალსაზრისს ემხრობოდნენ
საუკუნის დასაწყისში ა. მეიე, ა.დუბრუნერი და მრავალი სხვა მეცნიერი.
საინტერესოა, რომ კრეჩმერის თვალსაზრისებმა ბიძგი მისცა ორ ერთმანეთის საპირისპირო მიმართულების განვითარებას.
ერთი წინაბერძნულს იკვლევდა ხმელთაშუაზღვისპირეთის უძველესი ენების მონაცემთა გათვალისწინებით და მას
აკავშირებდა ესპანეთიდან კავკასიამდე გავრცელებულ არაინდოევროპულ ენებთან. რასაკვირველია, ამ მეცნიერთა
მიერ გამოყენებულ მეთოდებსა და მოხმობილ არგუმეტებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები იყო.
ნ. მარი პრობლემას თავისი იაფეტური თეორიის ფარგლებში განიხილავდა, კ.ოშტირი და ა.სვანიძე ე.წ. ალაროიდული
ჰიპოთეზის კონტექსტში. ა.ტრომბეტი ყურადღებას ძირითადად ონომასტიკაში არსებულ პარალელებს აპყრობდა, ხოლო
ი.კარსტი უძველესი მედიტერანული ტომების ენებში დადასტურებულ ცალკეულ ელემენტებს შორის პარალელებს.
პ.კრეჩმერი 1953 წელს გამოქვეყნებულ სატატიაში ეგეიდაში არაინდოევრიპული წინაბერძნული მოსახლეობის გავრცელების
ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ეთნონიმი ლელეგი მიაჩნია. მან წინაბერზნული სუბსტრატი არაინდოევროპულად
ჩათვალა და ის კავკასიურის ახლო მონათესავედ მიიჩნია. -nth სუფიქსსაც კი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში
პროტოინდოევროპულად აცხადებდა. ანატოლიაში ეგეოსურის მონათესავე არაინდოევროპული სუბტრატსი არსებობას მხარს უჭერდენე
ა.კემენჰუბერი, გ.ნოიმანი. ლ.აიჰბერგი კავკასიურ, შუმერულ, ლიკიურ, ეტრუსკულ ლექსიკურ შესაბამისობებს ამგვარად ხსნის:
''არსებობდა სუსტრატული მოსახლეობა, რომელიც ერთ დროს კავკასიიდან მესოპოტამიის და მცირე აზიის გავლით სამხრეთ
ევროპასა(ბასკების ქვეყნამდე) და ჩრდილოეთ აფრიკამდე გავრცელებულა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ფრ.შახერმეიხერის ნაშრომებს. იგი თანმიმდევრულად ატარებდა აზრს, რომ ძვ. წ. მე-4 არასწლეულის
დასაწყისიდან სამხრეთ-არმოსავლეთ ანატოლიიდან(ან ჩრდ. მესოპოტამიიდან) დასავლეთისაკენ მრავალრიცხოვან ხალხთა გადასახლება
მიმდინარეობდა. ამ ხალხებმა მთელ მცირე აზიასა და ეგეოსის ზღვის აუზს მოჰფინეს თავიანთი ენა და კულტურა, s(s) და nth/nd სუფიქსებზე
დაბოლოებული გეოგრაფიული სახელწოდებანი.
ამ ხალხთა არაინდოევროპულ ენას(ან ერთმანეთის მონათესავე ენებს) შახერმეიერი აღნიშნავს ტერმინით:ეგეოსური. მისი აზრით, ეგეოსური დღევანდელ
კავკასიურ ენებს ენათესავებოდა; ძვ.წ. მე-4 ათასწლეულის დასასრულისთვის თითქმის მთელი მცირე აზია, ბალკანეთის ნახევარკუნძული
და ეგეოსის ზღვის კუნძლები ამ ენაზე(ენებზე) მოლაპარაკე ხალხებით იყო დასახლებული. ამის შემდგომ, მისი აზრით, ხალხთა კიდევ არაერთი მოძრაობა
უნდა ვივარაუდოთ, რომელთაც შედეგად სხვასხვა მათ შორის კავკასიური და ინდოევროპული ელემენტების შემოღწევა უნდა მოჰყოლოდა.
წინაბერძნული არაინდოევროპული შრის არსებობა ბევრისთვის სავსებით უეჭველი გახდა. ფურნეესთან წარმოდგენილი მასალა თავისი
მასშტაბებით იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ აუცილებელი გახდა წინაბერძნულ-ქართველური მიმართებების კვლევა. ამ პარალელებში გამოიკვეთა
სულ ცოტა სამი შრე: ა) უძველესი, დაკავშირებული ნეოლითური სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიური კულტურის დიფუზიასთან, ბ) ძვ.წ. მე-3-2
ათასწლეულტა მიჯნის, დაკავშირებული დასავლეთით კავკასიური, უპირატესად ქართველური ტომების ნაწილის მიგრაციასთან და გ)
გვიანბრიჯაოს ხანის, დაკავშირებული ეგეოსური ტომების კავკასიაში გადმოსახლებასთან.
This post has been edited by Phobos on 6 Sep 2011, 12:44