მაოცებთ პირდაპირ.. თემაში შემოდიხართ ისე, რომ კიდევ აზზრზე არ ხართ რას კითხულობთ!!!..
დასკვნა: არ კითხულობთ.

თემის სათაურისთვის მაინც არ მოგიკრავთ თვალი?!-- საუბარია ერთიან იბერიულ ცივილიზაციაზე.
ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასეთ ალოგიკურ აზროვნებასთან მექნებოდა შეხება.
ამ საკითხში კარგად რომ გაერკვეთ, უნდა ძალზედ ახლოს იცნობდეთ ბერძნულ მითოლოგიას.
იქ ყველაფერი ნათელია და ამდენი მკითხაობა საჭირო ნამდვილად არ არის.
ხმელთაშუაზღვისპირეთი რომ ერთი მოდგმის ხალხით იყო დასახლებული ნათლად ჩანს სწორედ მითებში.
ევმელოს კორინთელს ნახსენები ჰყავს მეფე აიეტი, რომელმაც თავისი სამემკვიდრეო ეპირი მიატოვა და კოლხეთისაკენ გაეშურა.
თუკი რომელიმე მეფეა ცნობილი იმ დროიდან, ეს სწორედ აიეტია.
აიეტს მზის ღმერთის-ჰელიოსის შვილად იხსენებენ. ეს კი, მისი სამეფო გვარის საკრალურობასა და განსკუთრებულობაზე მიუთითებს.
ჰელიოსი კი ტიტან ჰიპერიონის შვილად ითვლებოდა. მითის მიხედვით, ჰელიოსს
წინასწარმეტყველაბაც შეეძლო. უნარი ნათელმხილველობისა უშუალოდ ჩვენ მოდგმას სდევს თან.
ვინაიდან კორინთო აიეტის საბრძანებლო იყო და იქიდან წამოვიდა, აქედან გამომდინარე
იქ მოსახლე პელაზგებიც აიეტისავე წარმოშიბისანი უნდა ყოფილიყვნენ. სავარაუდოდ, აიეტმა წამოსვლისას
წამოიყოლა ''ოქროს საწმისის'' საიდუმლო.
მითებიდანვე ცნობილია, რომ კრეტის მეფე მინოსის მეუღლე გახლდათ აიეტის და პასიფაე,
რაც იმის მანიშნებელია, რომ მინოსური კულტურა უშუალად ჩვენ წინაპრებთან ავლენდა კავშირს.
აიეტის და გახლდათ ასევე კირკე, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებს ოდისევსის თავგადასავალში.
კირკეს საცხოვრებლად კი ძველთაგან ითვლებოდა აპენინის ნახევარკუნძულთან მდებარე პატარა კუნძული,
რომელსაც სახელი ახლაც აქვს შემორჩენილი და მას ეწოდება ჩირჩელო.
ბერძნულ წყაროებში პირველად პლატონი და არისტოტელე იხსენიებენ ი ბ ე რ ი ა ს და ი ბ ე რ ე ბ ს.
პლატონი იბერებს ასახელებს იმ მეომარ ხალხთა შორის, რომლებიც სვამენ უწყლო ღვინოს.
ხოლო არისტოტელე ამბობს, რომ ''იბერების მეომარი ხალხი საფლავის გარშემო იმდენ სარს არჭობს
ხოლმე, რამდენიც მტერი ჰყავს მოკლული მიცვალებულსო.''
ახლა, მოვუსმინოთ სტრაბონს: ''დასავლეთის იბერები გადმოსახლდნენ პონტოსა და ზემოთ მდებარე
ადგილებში, რომელთაც აპოლოდორის სიტყვით არმენიისგან მდ. არაქსი ჰყოფს.''
ძველი ბერძენი და რომაელი მოღვაწეები აღიარებენ, რომ აზიელ და ევროპელ იბერებს შორის
არის ნათესაური დამოკიდებულება, ოღონდ სადავოდ მიაჩნდათ საკითხი მათი თავდაპირველი
ადგილსამყოფელის შესახებ. ზოგი ფიქრობდა, რომ იბერების პირვანდელი სამშობლო დასავლეთია--
პირინეის ნახევარკუნძული, მეორენი ვარაუდობდნენ, რომ ევროპელი იბერები კავკასიიდან არიან.
იბერების აზიიდან მიგრაციის შესახებ ინფორმაცია ეკუთვნის ძველ რომაელ მწერალს ვარონს.
ვინაიდან თემის სათაურში გამოტანილია ნიკო მარის სახელი, ნება მიბოძეთ მოგახსენოთ მისი აზრიც
ამასთან დაკავშირებით: ''როდესაც ვლაპარაკობთ ქართველურ-კავკასიური მოდგმის ხალხების მიერ
მიერ დასავლეთის კულტურაში შეტანილ წვლილზე მეტალურგიის დარგში, უნდა ვიცოდეთ, რომ
ისინი დახელოვნებული იყვნენ ლითონის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებში და ეს ცოდნა
გამომდინარეობდა მათი ეთნო-კულტურული ცხოვრების ხასიათიდან. დროთა ვითარებაში
შეიქმნა ახალი წიაღისეული მადნების მოპოვების მოთხოვნილება, რაც აიძულებდა კავკასიელებს
აყრილიყვნენ და დასდგომოდნენ შორეულ გზას გარკვეული მიმართულებით. ეს ''ხალხი-მეტალურგი''
საჭიროებდა ლითონს, უწინარეს ყოვლისა, თავიანთი ტომობრივი მეურნეობის(მეტალურგიის) სხვადასხვა
დარგის განვითარებისთვის, განსაკუთრებით მიწათმოქმედებისთვის. მშობლიურ ქვეყანაში
მადნეულის გამოლევის, ანდა ამ მადნეულის ტექნიკური თვისებების უვარგისობის გამო მიეშურებოდნენ
ახალი ''საძოვრებისაკენ''. ეს იყო არა ხალხთა დიდი გადასახლების, არამედ ქართველურ-კავკასიური ტომების
განბნევის, ცალ-ცალკე დასახლების ეპოქა. კავკასიელები ეფუძნებოდნენ იქ, სადაც პოულობდნენ ლითონების მადნებს...
პირინეის ნახევარკუნძული კი უხსოვარი დროიდან ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში, როგორც
უმდიდრესი საბადოების ქვეყანა''.
ახლა, რაც შეეხება სიტყვა ი ბ ე რ ი ს ეტიმოლოგიას. ნ.მარს, ი. ჰავახიშვილს, პ.უსლარს და სხვებს მიაჩნიათ,
რომ იბერ-იმერ ერთი ფუძისანი არიან. მათი აზრით ი მ ე რ ტერმინის ძველი ფორმაა ჰ ი მ ე რ ---> ჰ ი ბ ე რ.
მგონი, გასაგებად ავხსენი...თუ კიდევ ვერ გაერკვევით, პრობლემა საკუთარ თავში ეძებეთ..