
ვინაიდან თემა მედიტერანულ სამყაროს ეხება, ამ სივრცეს განეკუთვნებიან
ეტრუსკებიც. ეტრუსკთა წარმოშობის საკითხში ჯერ კიდევ უძვლეს დროს არსებობდა
სხვადასხვა მოსაზრება. ზოგიერთთად შეხედულებით ეტრუსკთა სამშობლო მდებარეობდა
მცირე აზიის სანაპიროებსა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. აქიდან ეტრუსკები მივიდნენ
აპენინის ნახევარკუნძულზე. მეორე თვალსაზრისით, ეტრუსკები იყვნენ ნახევარკუნძულის ავტოხთონური მოსახლეობა.
პირველი თვალსაზრისი ეყრდნობა ანტიკურ ტრადიციას, რომელიც ჰეროდოტეს სახელთანაა დაკავშირებული. მან კი, ლიდიური გადმოცემით ისარგებლა. ეს ვერსია
გამოიყენეს ვერგილიუსმა და ჰორაციუსმაც. მეორე შეხედულება ეკუთვნის დიონისე ჰალიკარნასელს.
ჰეროდოტეს მიხედვით ეტრუსკები , იგივე ტირსენები ძველ საცხოვრებელ ადგილზე შიმშილობამ მოიცვა და ისინი იძულებულნი გახდნენ საცხოვრებლად სხვა ადგილი
მოეძებნათ.
ძველ ლიტერატურაში არსებობდა პელაზგური თეორიაც, რომელსაც იზიარებდა
ჰელანიკე. მისი აზრით ტირენებს ადრე ეწოდებოდათ პელაზგები. ამ ვერსიის მიხედვით,
პელაზგები გადასხლდნენ აპენინის ნახევარკუნძულზე.
მე-20 ს-ის 20-იან წლებში დასავლეთ ევროპელი მეცნიერები გაეცვნენ ურარტუს
კულტურულ ძეგლებს და შენიშნეს ეტრუსკულთან მისი მსგავსება.
ნ.მარმა ეტრუსკები იაფეტურ შტოს მიაკუთვნა და ისინი კავკასიიდან გადასახელბულებად მიიჩნია.
ამ მხრივ, საინტერესოა მე-20 ს-ის ფრანგი მეცნიერის ა.პიგანიოლის მოსაზრება,
რომელიც ეტრუსკების ''სამშობლოდ'' მიიჩნევდა შავი ზღვის ჩრდ. აღმოსავლეთ ნაწილს,
კერძოდ ხალიბთა ქვეყანას. მისი აზრით ეტრუსკები ხმელთაშუა ზღვისპირეთში დასახლდნენ იმ ტერიტორიაზე,რომელიც მდიდარი იყო წიაღისეულით(ახლ. ტოსკანა).
მეცნიერი ხალიბებს ურარტებადაც კი მიიჩნევდა.
ა.პიგანიოლიმ ურარტუში დაინახა ეტრუსკული ძეგლების პროტოტიპი.
როგორც ცნობილია, ეტრუსკები ძვ. წ-ის მე-2 ათასწლეულის ბოლო საუკუნეებიდან ჩნდებიან ძველაღმოსავლურ წყაროებში, როგორც ეგეიდაში მოთარეშე ერთ-ერთი ''ზღვის ხალხი''. მოგვიანებით ისინი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს
ასრულებდნენ იტალიის ტერორიაზე. ხშირად ის მიღწევები, რასაც რომაელებს მიაწერენ, სწორედ ეტრუსკთა დამსახურებაა.
ეტრურია სწრაფად იქცა სოფლების ქვეყნიდან ქალაქების გაერთიანებად. გამოიკვეთა
12 ქალაქი სახელმწიფო. ეტრუსკები განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ რიცხვ 12-ს.
ძვ. წ-ის მე-7 ს-დან ეტრურიაში იყენებდნენ დამწერლობის ბერძნულიდან
გადმოღებულ სისტემას. ეტრუსკული თორმეტი ქალქი გახლდათ: ჩერე, ტარკვინია,
ვულჩი,როზელე, ვეტულონია, პოპულონია, ვეიო, ვოლსინი, კიუზი, პერუჯა,
კორტონა, არეცო, ვოლტერა.
გავაგრძელებ...
ვატყობ, ზოგიერთმა, მეცნიერთაგან განსხვავებით, ყველაფერი უკვე გაარკვია და
მტკიცებითი ფორმით საუბრობს აქ... არ ვაპირებ პოლემიკაში ჩაბმას, ვინაიდან ვთვლი,
რომ საკუთარი მოსაზრებების შემოთავაზება მხოლოდ მაშინ იქნება კომპეტენტური,
როდესაც ის სათანადო არგუმენტებს ეყრდნობა. ვინაიდან ეს არგუმენტები ჯერაც არ არსებობს, ასეთ შემთხვევაში მეცნიერები მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ.
ვარაუდი კი, არასოდეს გამოითქმის მტკიცებითი ფორმით. სანამ საკუთარ აზრს
გამოვთქვამთ, აჯობებს ყველანაირ მოსაზრებას გავეცნოთ საკითხთან დაკავშირებით.
დაღვინება ვაცადოთ საკუთარ თავს!!! ვუნდერკინდები ძალზედ იშვიათად
იბადებიან...რამდენადაც ვიცი, ბოლო დროს საქართველოში ასეთები არ დაფიქსირებულან. საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენისგან უნდა განვთავისუფლდეთ,
რაც არანაირად წაადგება პიროვნების სრულფასოვან ჩამოყალიბებას................