Phobos
შიში ოხერია

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3472
წევრი No.: 6848
რეგისტრ.: 15-October 04
|
#22373622 · 5 Nov 2010, 16:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
basa-ttt
ტექსტს gol ge-დან დავდებ სიტყვა კარდუსთან დაკავშირებით. ეს მომხმარებელი, ვისაც ტექსტი ეკუთვნის, საკითხის ცოდნით მსჯელობს და ის ყოველთვის იმსახურებს ჩემს სიმპატიას ამ მხრივ. ხატი და ცნება
"კარდუ"
ჩვენი დღევანდელი საუბარი მინდა მიუძღვნა სიტყვას და ცნებას - "კარდუ..." განგებ გაუსვი ხაზი ამა ხატის სიტყვითა და ცნებით კავშირს, რამეთუ მასში არსებობს ორივე სახება, აქვს უდიდესი შინაარსი და ისტორია... დღეს, ჩვენი მეცნიერების უმეტესობა ორ ნაწილად იყოფა - ერთნი (ა. ბაქრაძე) გამორიცხავენ მის უძველეს ფესვებს და გრ, რობაქიძის პოეტურ სიტყვა-ხატად მიიჩნევენ, მეორენი კი მას (ს. ჯანაშია) პრეისტორიულ წარსულში ეძებენ. საქმე იმაშია, რომ ეს სიტყვა დიდხანს დავიწყებული იყო... მისი ორძილი (აღორძინება) კი გრიგოლ რობაქიძემ მოგვცა... იგი არა ერთი ლექციაში, ნარკვევში და მონოგრაფიაში წერდა ღვთაება “კარდუ-ზე” და საუბრობდა მის ქართულ "თაურ-მდგენობაზე..." თავის გერმანულენოვან რომანში, “გრაალის მცველნი”. გრიგოლ რობაქიძეზე ძალიან დიდი და კარგი ნაშრომი აკაკი ბაქრაძემ დაგვიტოვა, იმ წიგნას ასეთივე სახელდება აქვს – “კარდუ”, მაგრამ ბ-ნ აკაკი სიტყვის ეტიმოლოგიის განსაზღვრისას უდიდეს შეცდომასაც უშვებს.. მას მიაჩნია, რომ კარდუ არ არის ქართული ღვთაება, ასეთ ხატს ქართული წარმართული პანთეონი არ იცნობსო, ასკვნის იგი. ამიტომ იშველიებს გრიგოლ რობაქიძის მიერ ნააბობ ერთ ვერსიას და შემდეგი სახის დასვკნას აკეთებს: “...მას (იგულისხმება გრ. რობაქიძე რ.ბ.) აუღია ქართველთა ეთნარქის სახელი ქ ა რ თ ლ ო ს. მოუცილებია ბერძნული დაბოლოება –ოს, მიუღია – ქართუ. მაგრამ მისი ჟღერადობა საკმაოდ რბილად მოჩვენებია და მიუღია კარდჰუ. ეს კი ხერხელმალმაგარა გამოსვლია, ამიტომ ხან “კარდჰუ-ს” იყენებს და ხან – “კარდუს”. ამ გზას კი ის გრიგოლ რობაქიძეზე დაყრდნობით აკეთებს. აკაკი ბაქრაძე მართალს ამბობს, კარდუ – ასეთ ღვთაებას ქართული პანთეონი არ იცნობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართული გენი არ იცნობს ასეთ ცნებას, სიტყვას, სახელს, საიდუმლოს, ხოლო სიტყვის იმგვარი ისტორია, რომელსაც თვითონ გვთავაზობს მცდარია, აქ გრიგოლ რობაქიძე წერს არა იმას, თუ რამდენად მოეწონა მას ქართლოსიდან ნაწარმოები "კარდუ", არამედ პირიქით, თუ როგორ მოხდა პირველსიტყვა "კარდუს" "ქართლოსად" ქცევა და შესაბამისად მისი პირველმნიშვნელობის დაკარგვა... რომ "კარდუ" ზუსტადაც იმიტომ არის, ქართველთა "თაურმდგენი", რომ ის არის ქართველთა ე თ ნ ა რ ქ ი ს ბოლომდე ქართული სახელი, ოღონდ გრიგოლის ვარიანტით ის კაცი კი არა, მზის ღმერთია, ღვთაებაა და არა ღვთაებრივი არსება. ანუ., გრიგოლ რობაქიძე წერს, როგოდ გაუბრალოვდა და დაიკარგა თანდათან სახელი კარდუ - კარდუ-კარდჰუ-ქართუ-ქართლოს. ხოლო აკ. ბაქრაძე ამ ინტეგრალს უკუღმა ჭვრეტს. აგრეთვე ის უნდა ამბობდეს არა - "ქართველთა პანთეონი ასეთ ღვთაებას არ ინცობს", არამედ - ჩვენამდე მოღწეული ქართული პანთეონი არ იცნობს ასეთ ღვთაებას, რადგაინ იმას არავინ უარყოფ, რომ მართლაც ძალიან ბევრი სახელია დაკარგული და გამქრალი დღეს ჩვენი წარმართული პანთეონიდან. მაგრამ არის კი იგი გამქრალი სხვა, პროტოქართული მოდგმის პანთეონებიდან? ამას ოდნავ ქვევით შევეხებით. 19-ე და 20-ე საუკუნეების ევროპულ ლიტერატურაში და ისტორიოგრაფიაში სახელი “ქალდეა” და “ქალდეელები” შუმერების სინონიმად იხმარებოდა. იქ “ქალამი” (შუმერის შუმერული სახელი) ასეც ჟღერს – “ქალდეა”, ხოლო შუმერის, ანუ ქალამის მცხოვრები, იგივე ქალამელი, ანუ ქალდეელია და არა ქალდეველი, ესენი მოგვიანებით გამოჩდნენ ასპარეზზე, ევროპული მხატვრული და მეცნიერული ლიტერატურა მათ ერთიდაიგივეობას არ ახდენს.
ამიტომაც იხსენიებს შუმერებს "ქალდეელებად", ხოლო ბაბილონელებს - "ქალდეველებად". ქალდეველები I ათასწლეულში გამოჩდნენ და ნამდვილად სემიტები იყვნენ, ისინიც ქალდეაში ცხოვრობენ და შექმნეს ცნობილი სახელმწიფო - ბაბილონეთი, ქალაქი - ბაბილონი, ქალდეა კი შუამდინარეთის ერთ-ერთი სახელია, აქედანაც მოდის მათი ამგვარი ტოპონიმი, როგორც ვთქვათ, დადგინდა რომ "ხეთი/ხეთა" არის ქვეყნის და არა ხალხის სახელი და რომ უძველეს სახელმწიფოს "ხეთა-ს" უწოდებენ, ხოლო ახალს, უკვე ინდო-ევროპულს - ხეთ-ს (გელცერი, შრაიდერი). ხოლო პირველი ქალდეველები, ანუ ქალდეელნი, ვინაც შუმერებთან იყვნენ ევროპელებისთვის გაიგივებულნი, დღევანდელი შუამდინარეთის ტერიტორიაზა და მის ჩრდილოეთით ცხოვობდნენ და აქ საუბარი სულ მცირე III ათასწლეულზეა ჩვენს ერამდე, ამ არეალში კი უშუალოდ შედის ის მთათა სისტემა, რომელსაც ჩვენ “არარატს” ვუწოდებთ დღესაც). ზ. გამსახურდია "ქართველი ერის სულიერ მისიაში" გვაწვდის ცნობას, რომ არარატის მთას უწინ "კ ა რდ უ" ერქვა და ამიტომ იგი მზის ღვთაების, სიცოცხლის ნიშანს ატარებდა. არარატის ეტიმოლოგიაც უცნობია დღეისათვის, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ისიც მზის კულტთან არის დაკავშირებული, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ასე სემიტური ტომები (მათ შორის ძველ ებრაელები, ვინაც დაწერა ბიბლია) "ურარტუს" სახელმწიფოს უწოდებდნენ, ურარტუ კი ამ ქვეყნის ასურული სახელწოდება იყო. ცნობილია აგრეთვე სხვა, მეოთხე სახელი ამ მთათა სისტემისა, მას გრაბარისა და აშხაბარის, ანუ არმენული ენების თანახმად - "მასისი" ქვია, ამ სიტყვის ეტიმოლოგიაც არ არის ბოლოდმე გარკვეული, თუმცა ივ. ჯავახიშვილმა და ნიკო მარიმ საკმაოდ საინტერესო განმარტება მოგვცეს: "მასხი, ან მასი, ასე ეწოდებოდა არმენულად მესხებს, რის შედეგადაც მასისი მასხები, ე.ი. მესხების მთას უნდა ნიშნავდეს." ცნობილია ისიც, რომ მესხთა ტომობრივი გაერთიანებები ურარტუს სახელმწიფოში შედიოდნენ, მაიტომ ამ მთათა სისტემის ანალოგიური განმარტება უსაფუძვლო ნამდვილად არ არის... მაგრამ ყველაფერი ამით არ ამოიწურება... ცნობილია ისიც, რომ ძველბერძნებისთვის და საერთოდ, ანტიკოსი ავტორებისთვის, სიტყვა "ქალდეა" მისტიურ, ჯადოსნურ სფეროსთან არის დაკავშირებული და ეს, რაღაც მისტიური ქვეყნის სახელია, ხოლო "ქალდეელი" მისტიური ცოდნის მატარებელ ადამიანს ნიშნავს (ჰეროდიტე, ქსენოფონტე, ფუკიდიდე, დიადორე სიცილიელი). ბაბილონეთში აღმოჩენილი თიხის ლურსმული წარწერების თანახმად, ამ ქვეყნის ქურუმთა კასტას არა საკუთრივ ბაბილონელები, ანუ სემიტები, არამედ შუმერთა შთამომავლები წარმოადგენდნენ, ანუ იდეურად და არსობრივად ისინი პირველი ცივილიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. ახლა საინტერესოა როგორ იწერებოდა ევროპულ ენებზე ქალდეა?, – “KALDU”, ანუ ეს არის ზუსტად – კარდუ! სადაც შენარჩუნებულია სუფიქსი "უ" რომელიც ივ. ჯავახიშვილისა და რ. პატარიძის გამოკვლევებით წმინდა ქართული წარმოშობისაა... სხვათაშორის, ბევრმა არ იცის და სლავურ ენებში არსებული სიტყვებიც - "კოლდოვსტვო" და "კოლდუ-ნ(ია)" სწორედაც რომ აქედან იღებს სათავეს და მისანს, მისნობას ნიშნავს.. ახლა დაუბრუნდეთ ზემოთ წამოყენებულ საკითხს და გავიხსენოთ რაზე იყო საუბარი? ზემოთ ვთქვით, რომ კარდუ, ასეთი ღვთაების სახე და სახელი უცნობია ქართული პანთეონისთვის, უფრო სწორად, პანთეონის იმ სახისთვის, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ შემორჩენილი. არავინ უარყოფს, რომ ღმერთების არა ერთი სახელია დაკარგული... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ქართული ეპოსის ყველაზე დიდი გმირის, ამირანის ნამდვილი სახელიც არ ვიცით დღეს. მაგრამ მოდით, ძველ კულტურებსაც დაუბრუნდეთ და იმათ პანთეონს გადავხედოთ... ხომ არ არის სადმე შემორჩენილი კარდუს სახელი? მისი ცოდნა? გენია? ასეთი მართლაც ბევრია... კერძოდ - ბაბილონიში: კარდუ არის მზისა და თვალის ღვთაება. კვლევებმა ცხადყო, რომ ეს ღვთაება ბაბილონური წარმოშობის არაა, იგი გაცილებით უფრო ძველია და სწორედაც რომ ქალდეელთა ეპოქას ენათესავება... ეს არის IV-III ათასწლეული ჩვენს ერამდე. ქალდეური გაგებით კარდუ არის თვალი და გული ღვთისა, ორივე ერთად, ანუ გული, როგორც წვა და თვალი, როგორც ხედვა... საოცარია, ახლა გაიხსენეთ სულხან-საბასეული განმარტება ღმერთისა: “ღმერთი არს სული ნათელი დაუსაბამო და მიზეზი ყოველთა დასაბამიერთა; ღმერთი გამოითარგმნების – ხ ე დ ვ ა დ ა წ ვ ა. განსაცვიფრებელია – ქალდეური კარდუ უშუალოდ ესადაგება სულხასნაბასეულ განმარტებას, იქაც კარდუ, ვითარცა მზე არის გული (წვა) და თვალი (ხედვა) ღმერთისა, ორბელიანიც იგივეს ამბობს. ეს შესანიშნავად იცის გრიგოლ რობაქიძემ, ამიტომ ამბობს “მზის ხანა ქართველთა-ში”: “დიდი ბრძენის, პლოტონის მსოფლხილვაში გვხვდება “თვალი მზიური” (გოეთემ მზიურობა თვალისა ერთ თავის შაირში შესანიშნავ ხტილად გამოიყენა: “თუ არ იყო თვალი მზიური, ვით შეეძლო მას ხილვა მზისა?” მტევნის მწიფობის დროს ქართველი მე-ვენა-ხე (დამარცვლა ჩემი, რ.ბ.) ამბობს: “თვალი ჩასულა ვენახში”. აქ ნაგულისხმევია მზე. პლატონი, გოეთე, ქართველი მევენახე – სამივე დიდ საიდუმლოს აცნაურებს. მხოლოდ ერთი განსხვავებით – პლატონისათვის და გოეთესათვის თვალი “მზიურია”, ქართველი მევენახესათვისათვის კი იგი მზეა თვითონ. ხატული “სახეობის” მხრით ქართველი მევენახეს თქმას თვითონ გოეთეც არგუნებდა პირველობას. თვალი მზეა, ფიქრობს ქართველი, რადგან იცის რომ “მზე” და “მზერა” სადღაც ეთანხმებიან ერთ მეორეს. გავიხსენოთ სულხან-საბასეული განმარტება სიტყვისა ღმერთი – “წვა და ხედვა”, ეს განმარტება მზეზეა თითქოს გამოწრილი, მზე იწვის და არ იფერფლება! იწვის და მზერს ანათებს! “თვალი ჩასულა მტევანში” – ეს ნამდვილი პოემაა...” – სამართლანად აღნიშნავს იქვე რობაქიძე... ალბათ ახლა უფრო მიხვდით, როგორი იყო ერთ-ერთი ხატი ღვთაება კარდუსი – წრეში, ან რომბში (ეს გულის სიმბოლოა, გული სიცოცხლის, მარადისობის) ჩასმული თვალი, ეს საყოველთაოდ ცნობილი ხატია, რომელიც ჩვენ სემიტური გვქონია და იახვეს ერთ-ერთ ნიშნად მიგვაჩნია, არადა ის ქალდეულია, ანუ ჩვენებური. აქედან იყო გავრცელებული ეგვიპტეშიც, სადაც ასეთი ხატება ამონის პიქტოგრამად მიიჩნეოდა. ჩვენ უკვე დავინახეთ, საიდან იწყება სიტყვა, ცნება და ღვთაება “კ ა რ დ უ ს” ისტორია და უკვე ვიცით როგორია, მისი ერთ-ერთი ხატი. სხვათაშორის, მას თუ ზევიდან დავხედავთ, დავინახავთ ნავში ჩასმულ თვალს... ნავი ხომ კიდობანის სიმბოლოა? თვალი კი – ღმერთის. ვფიქრობ, არც ეს მინიშნებაა ყურად-არ-საღები... იქნებ ამიტომაც ეწოდა არარატს კარდუს მთა? არარატი (იგივე ურარტუ) იყო ქვეყნის სახელი, ხოლო კარდუ - მთისა, სადაც გადმოცემის თანახმად გაჩერდა კიდობანი.. მაგრამ ქალდეული და ბაბილონური წყაროები არ არიან ერთადერთნი, ვინაც გვიყვებიან “კარდუზე”, არსებობს კიდევ ძველბერძნიული სიტყვა “კარდიო”, ახლა დავაკვირდეთ ამას... ის ნიშნავს გულს... გული და თვალი, ეს ორი სიმბოლო აერთიანებს მზეს, იგი “გულია ზეცისა და ღმერთის თვალი” – კარდიოს ძირი პელაზგურია, ის არ არის წმინდა ბერძნული სიტყვა, “კარდ”, “კარდი”, ან “კარდუ” პელაზგურადაც ნიშნავს გულს, ხოლო ბოლო ხმოვანი “ო” უკვე ნამდვილად ბერძნულია... ეს სიტყვა კომპოზიტიც არის და ნიშნავს ღმერთის კარს... ანუ გული ღმერთის კარია ადამიანისთვის... და რატომ? იმიტომ, რომ პელაზგები თვლიდნენ – “სული ადამიანის სხეულში გულში სახლობს”, ამიტომაც არის “კარ-დიო”, კარი არის ქართული სიტყვა დღესაც, იგივე ფუძეა შემორჩენილი სიტყვაში - მკერდი, რაც გულსაც ნიშნავს ძვ. ქართუილად! ხოლო “დიო” ღმერთის ერთ-ერთი სახელია, რომლის უფრო ძველი ვარიანტი "დიუ", ან "დია" უნდა ყოფილიყო, ხოლო "დიო" ანუ, ბოლოში ხმოვანი "ო" უკვე ძველბერძნულიდან უნდა დამკვიდრებულიყო. და არსებობს კიდევ ქალდეელებისა და შუმერების მონათესავე ხალხი, ვისაც ურარტუ ქვია, სადაც გაჩერდა კიდეც ნოეს კიდობანი ბიბლიის გადმოცემით... როგორც უკვე ვთქვით, არარატი უძველესი სიტყვაა და ასე ამორეველები და ებრაელიტები უწოდებდნენ ურარტუს, “ურარტუ” და “არარატი” ერთი და იგივე სიტყვაა, ორივეს ერთნაირი სიძველე აქვს, განსხვავება იმაშია, რომ სემიტური მოდგმი ორი ხალხიდან ერთნი – ასირიელები – უწოდებდნენ ამ ქვეყანას ურარტუს, ხოლო ამორეველები და ფინიკიელები – არარატს... ოღონდ ბიბლიის დღევანდელ ტექსტსი წერია – არარატის მთებს მიადგა კიდობანი”, მე მაქვს წაკითხული ძველი ტექსტებიც, სადაც წერია – “არარატის ქვეყნის მთებს მიადგა კიდობანი” (შატბერდის სახარება). ყველგან საუბარია მთებზე, მთების სიტემაზე და არა ერთ რომელიმე ბორცვზე, ან მწვერვალზე, ერთ რომელიმე მთაზე.. ახლა ურარტუს მითოლოგიაში ვნახოთ, რა ხდება? აქაც ხომ არ გვხვდება მსგავსი სახელის ღვთაება? აქ არის ასეთი ღვთაება “ხალდი”, იგივე “ხალდუ”, სხვანაირად “ქალდი”, ან “ქალდუ”, გენიალურია! ეს ღვთაება არის მამა ყოვლისა ცხოველისა, შემქმნელი ყოვლისა მშვენიერისა... ის არის უზენაესი ღვთაება ურარტულ პანთეონში და მას გამოხატავდნენ ასეთნაირად – ლომზე ამხედრებული კაცი! შეუძლებელია ამ ხატმა არ მოგაგონოთ ძველი, ქართული წმ. მამის ხატი, რომელიც ჭედური ხელოვნების ნამდვილია ნიმუშია და სადაც სწორედაც რომ ლომზე ზის წმ. მამა... აგრეთვე რაღაცით წმინდა გიორგისაც გავს იგი, შესაბამისად – ტარიელს... ძალიან საინტერესო დეტალიც: ასურელი მეფე - ტუკლატ-ადარ I ძვ.წ.აღ 1275 წლის წარწერაში თავის ჩრდილოეთ მეზობელს "კარდუს ქვეყანას" უწოდებს... ხომ არ არის ეს პირველი მოხსენიება ქართული სახელმწიფოსი? თუ მას უფრო ძველი წერილობით ძეგლებიც აქვს ხეთების იმ წარწერებში, რომელიც დღეს არ არის შესწავლილი? აგრეთვე ცნობილია ისტორიაში ძველი ქართული ტომების ასეთი სახელდება - "კარდუხი" და "კარდუხები" კარდუხებზე წერდა ქსენოფონტეც და ის მათ დღევანდელი კაბადოკიის მკვიდრ მოსახლეობად მიჩნევს. ასურული წერილობით წყაროებიც კაბადოკიას თუბალების მიწად იცნობს. დღეს სვანეთში ერთდროულად რამდენიმე სოფელს ქვია "ხალდე" და "ხალდი". სტრაბონი გვიტოვებს ცნობებს ხალდებისა და სანების შესახებ და გვეუბნება, რომ მათ ადრე მაკრონები ერქვათო. ეს კი დასავლეთ საქართველოს ტომების ერთ-ერთ სახელია, აქ არის მნიშვნელოვანიისიც, რომ I ს-შიც "ხალდები" ქართველური ტომების ცნობილი სახელია და ის აქ მაკრონებთან ასოცირდება, ანუ დას. ქართველებთან, ხოლო კარდუხები აღმოსავლეთ ქართველებს ერქვათ. ე.ი. ეს სრულიად ქართველთა მოდგმის საერთო სახელწოდება ყოფილა? რომელიც აშკარად ნიშნავს ქართველს? მტკიცდება ის მოსაზრება, რომლის თანახმადაც სიტყვა "ქართველიც" ისეთივე ძველია, როგორც ჩვენი მოდგმა ივანე ჯავახიშვილი "ქართველი ერის ისტორიის" I ტომ-ში ძალიან საინტერესო საუბრობს ქვეყანაზე - "ურ კაშდიმ". ეს "დაბადების" ვერსიით არის აბრაჰამის მშობლიური მხარე. ამ კვლევაზე მრავალი მასალა აქვს შეკრებილი დ ი ლ მ ა ნ ს. ზოგს "ურ" სამხრეთ ბაბილონსი ევფრატის პირას მდებადე დავა 'მიუღერა" გონია, რომელსაც წინათ "ურუ" რქმევია ტურმე, მაგრამ დილმენი წერს, რომ "ურ-კაშდიმ" ის მხარე უნდა იყოს, სადაც ნოეს კიდობანი შეჩერდა და საიდანაც განსალდეა წარღვნის შემდგომი მოსახლეობა მიწაზეო... ეს კი რას ნიშნავს? საუბარია კარდუზე? რომელიც, როგორც ზევით აღმოჩნდა მართლაც არის არარატისა და მასისის კიდევ უფრო ძველი სახელდება! მაგრამ მაშინ "კაშდიმ" უნდა ნიშნავდეს "კარდუ-ს" ივ. ჯავახიშვილს მოუსმინოთ: "უკანასკნელი აზრი, ვგონებ, უნდა სიმართლესთან ახლოს იყოს იმიტომ, რომ ამ სიტყვის მეორე ნაწილი - "ქ ა შ დ ი მ" - ქართველების სახელია: კაშდიმ=კასდივ-ქართ-ივ, აქ იმ და ივ მრავლობითი რიცხვის (=ებ) ნიშანია. ამგვარი ბგერათა ცვლილება "შ-ს" "ს-დ", ხოლო შემდეგ "რ-დ" ქვება ქართულში ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგ. შჯული=სჯული=რჯული, მაშასადამე, დაბადების "კაშდიმ" ქართებსა ნიშნავს, ხოლო "ურ-კაშდიმ" ურ.-არტუს ქართებს." (ქართველი ერის ისტორია, Iტ. გვ. 411 1960 წლის გამოცემა). აი, საიდან იწყება კარდუს აღზევება და რას ნიშნავს მისი წმინდა სახელი! ცხადია, გრიგოლ რობაქიძემ იცოდა კარგად ეს ყოველივე, კარდუ ქართული ორძილის (აღორძინების) სიმბოლო იყო მისთვის. ის ნამდვილად, ისტორიულად არის ქართველთა "თაურმდგენი" და მისი ისტორიის საწყისი. ეს არის ჩვენი ეროვნებისა და ქვეყნის გამსაზღვრელი ერთ-ერთი ეპონიმი, ხატება, თავად სახელი ქ ა რ თ ლ ო ს ნიშნავს კარდუს, თუ საიდან და როგორ გახდა კარდუ ქართლოსი, უკვე ვთქვით ზევით, ბერძნული ბოლოსართი დაემატა კარდუ/ქართუს და გახდა – კარდლოსი/ქართლოსი. (შენიშვნა: ასო ბგერა “კ” მონათესავეა “ქ-სი”, ისევე როგორც “დ”, “თ-სი”, ამიტომ მათი გარდაქმნა კანონზომიერი და ჩვეულებრივი მოვლენაა ენათმეცნიერებაში და განსაკუთრებით, ქართულ ენაში). ახლა დასკვნა: არსებობდა უძველესი სახელი ქართუ/კარდუ ამ სიტყვას ენათესავება შუმერთა სახელი შუმერთავე ენაზე – ქა-ლამ, ქალამუ, აგრეთვე ასე იწოდებოდნენ უძველესი ხალხები, ვინც ცხოვრობდნენ შუამდინარეთში, კავკასიაში, ანატოლიაში, ქალდუ-ელები, ქალდეები, კარდუხები. ეს ეპონიმი შემოინახა ჰურიტულმა, ბაბილონურმა, ურარტულმა წყაროებმა და მათი ღვთაების სახელია "კალდუ", ბაბილონელ სემიტებს ამიტომ ეწოდათ "ქალდეველები", აგრეთვე ქართლში არის სოფელი, რომელსაც “ქალდეა” ქვია, ქართუ მოგვიანებით იქცა ეროვნების გამსაზღვრელ ეპონიმადაც... ამ წყაროს უნდა ხმარობდეს ლეონტი მროველი, როცა ქართველთა ეთნარქებზე წერს... ის აუცილებლად უნდა ეყრდნობოდეს უძველეს წყაროებს, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია, სავარაუდოდ იმ წყაროებში ეწერა სინამდვილე და დროთა განმავლობაში დაკარგულა, განადგურებულა, ან უკეთეს შემთხვევაში - დამარხულა (ე.ი. მიძინებულა).
აი, ასეთია მცირე გენეზისი და ისტორია სახელისა "კარდუ-სი", რომელიც არა მარტო ღვთაებად, არამედ სახელადაც კი ქცეულა დღეს ჩვენი ქვეყნის - სა-ქართ-ველოსი..
--------------------
"The only way to do great work is to love what you do" (Steve jobs) "როდესაც გჭირდება რჩევა, ყველა მზად არის დაგეხმაროს; როდესაც გჭირდება დახმარება, ყველა მზადაა მოგცეს რჩევა" (ლუციუს ანეუს სენეკა) ''როდესაც ორი ერთიდაიგივეს ამბობს, ეს არ არის ერთიდაიგივე''. (რ.შტაინერი)
|