ანდროაბულაძევ, ერთი რამ ვიცი, რომ შენ არ ხარ გენიოსი(ან თუნდაც ვუნდერკინდი),
ამიტომ შენი ასაკისთვის მეტისმეტად ბევრს იღებ საკუთარ თავზე, ვინაიდან სწორედ ასაკი არ
გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენზე ბევრად უფროსებზე მეტი იცოდე,... ცოდნა კი მხოლოდ წიგნიდან მოედინება.
შენს ასაკში ბევრიც რომ მოგესურვებინა საჭირო ცოდნას მაინც ვერ დააგროვებდი, ამიტომ
შეეშვი უფროსებთან ფამილარულ საუბარს, ვინაიდან სწორედ ეგ იქნება მომავალ ცხოვრებაში შენი
აქილევსის ქუსლი, თუკი რათქმაუნდა წესიერი და ზრდილობიანი ადამიანის კატეგორიებით აპირებ ცხოვრებას.
რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ თემა, სადაც შედიხარ თავიდან ბოლომდე წაიკითხო , რათა შენი უცოდინარობა
სამზეოზე არ გამოფინო...მიხვდი, თუ კიდევ უნდა აგიხსნა...მეეჭვება შენს ''მიმწოლ'' და ე.წ. შეუდრეკელ ხასიათს რაიმე ეშველოს...
''ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა''..........................................
ეს რატომ არ წაიკითხე, ჩვენო ''გენიოსო''...იქნებ, ამ მეცნიერის კომპეტენციაშიც შეგაქვს ეჭვი....
ძველ ეგვიპტესა და ქართულ სამყაროებს შორის შორეულ კულტურულ ურთიერთობების მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს ორივე მათგანის
პანთეონების თვალსაჩინო ფაქტი. განსაკუთრებით, ამ მხრივ, საინტერესოა ეგვიპტურ და ქართულ მთვარის ღვთაების ურთიერთ დამოკიდებულების საკითხი.
ეგვიპტურ თოთსა და ქართული მთვარის ღვთაების ანალოგიის საკითხზე ყურადღება გაამახვილა აკადემიკოსმა კორნელი კეკელიძემ. მან გამოსცა ერთი აგიოგრაფიული ძეგლი, რომელიც მხოლოდ ქართულად არის შემონახული(ფილეთეოსის მარტვილობა-ქართულ-კოპტურ-ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან) კ. კეკელიძე წერს: ,,უფრო საყურადღებოა ამ ძეგლში ცნობები თოთის შესახებ''. ძეგლში მოთხრობილია, რომ ფილეთეოსის მშობლები თაყვანს სცემდნენ თივის მჭამელ ძროხას, რომელსაც სახელად ერქვა ,,თოთი პატიოსანი''. კეკელიძე სხვადასხვა მეცნიერთა შრომებზე დაყრდნობით, ხაზს უსვამს იმას, რომ თოთი ეგვიპტეში მთავარი ღვთაება იყო და ის იყო მთვარის ღვთაება. ამიტომ მეცნიერმა უყურადღებოდ ვერ დატოვა ეგვიპტური თოთისა და ქართული მთვარის ღვთაების ანალოგები და ის ნიშნები, რომელებიც საერთოა ორივე ამ კულტისათვის. კეკელიძის აზრით, თოთის სახელთან
დაკავშირებული უნდა იყოს ფონეტიკურად ქართველური ტომების სახელწოდება მთვარისა.: მეგრულ-ჭანურში მთვარეს ეწოდება თუთა, ქართულში-თუთე.
როგორც ეგვიპტეში ისე საქართველოში მთვარის კულტი მთავარი კულტი იყო.
კ.კეკელიძის აზრით, როგორც ეგვიპტეში, ისე საქართველოში მთვარის კულტი მთავარი კულტი იყო. ქართველთა შეგნებაში მთვარე მთავარი ღვთაება იყო. ქართველების წარმოდგენით, მთვარე მამაკაცია, ასეთივე წარმოდგენა ჰქონდათ ეგვიპტელებსაც. თოთის სახელით ეგვიპტეში აღინიშნებოდა როგორც მნათობი, მთვარე,-ისე წელიწადის
თვე. სწორედ ამის მსგავსად ქართველური ტომები თუთა-თუთეს სახელით აღნიშნავდნენ
მნათობსაცა და თვესაც(თთუე). ცნობილი ეგვიპტოლოგი ბ.ტურაევი თავის სპეციალურ
გამოკვლევაში ეგვიპტური თოთის შესახებ ვრცლად ეხება მრავალ მეცნიერთა ცდას, ახსნან მნიშვნელობა და წარმომავლობა მთვარის ღვთაების სახელისა, მაგრამ
რას ნიშნავდა სიტყვა dhut, რომლისგანაც არის ნაწარმოები ღვთაების სახელი ვერ
გაარკვია. თოთის ეტიმოლოგია ეგვიპტურის საშუალებით არ ხერხდება.
ეგვიპტური თოთისა და ქართული თუთა-თუთეს ანალოგიები მეტად საინტერესოა.
როგორც სერაპისის კულტთან დაკავშირებეით ვნახეთ, ძველ სამყაროში
პოპულარული იყო თქმულება სინოპიდან რაღაც მნიშვნელოვანი კულტის ეგვიპტეში გადატანის შესახებ. თქმულებაში დრო გარკვევით მითითებული არ არის. ეს
თქმულება თავიდან ზეპირი სიტყვის საშუალებით ყოფილა გავრცელებული. ტაციტუსი წერს ამასთან დაკავშირებით: ''ეგვიპტელი ქურუმები ამბობენ''...შესაძლოა, სერაპისის კულტთან ერთად სინოპედან გადმოღებული იყო თოთის კულტიც. თოთს მივყავართ
მცირეაზიურ ძველ ქართულ სამყაროსთან, ვინაიდან ეგვიპტური მთვარის ღვთაების
ანალოგია ქართულ მთვარესა და თვესთან, როგორც ფონეტიკურად, ისე შინაარსობრივად.
სამუელ ალფრედ მერსერმა(Samuel Alfred Mercer), რომელიც გახლდათ სემიტური ენებისა და გვიპტოლოგიის პროფესორი,თარგმნა
და გამოუშვა ,,პირამიდების ტექსტების'' 4 ტომეული ინგლისურ ენაზე. მოგვიანებით, 1970-72 წლებში აღმოაჩინეს კიდევ ახალი ტექსტები ფრანგმა არქეოლოგებმა. ეგვიპტოლოგებმა თარგმნისას ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ეს ტექსტები მენესის, დინასტიამდელი ხანის უნდა ყოფილიყო. მათ
სერიოზულად გაამახვილეს ამ მხრივ ყურადრება, ვინაიდან მე-19 საუკუნის ბოლოს ფლინდერს პეტრის(ცნობილი ეგვიპტოლოგი) მიერ მოპოვებული
მასალაც მოწმობდა, რომ ეგვიპტის ტერიტორიაზე არსებობდა განვითარებული ცივილიზაცია ჯერ კიდევ დინასტიამდელ ეპოქაში.
სამუელ მერსერმა ხასგასმით აღნიშნავდა,რომ ,,პირამიდების ტექსტების მე-4 ტომში(რომელიც წიგნად გამოცემის გარდა, დაიბეჭდა ჟურნალში-the ARE Journal(1966) association for research and enlightment-ში) საუბარია რა (ღვთაება) და მისი მიმდევრები ჩრდილოეთიდან კერძოდ კავკასიიდან მოსვლის შესახებ: ,,What evidence for such an Eastern source is there among present day historians? Samuel Mercer in volume iv of the Pyramid Texsts refers
to the possible north eastern original refollowing. He says that perhaps they came from the Caucasus.''-,,რა აღმოსავლური მტკიცებულებები მოგვეპოვება ისტორიკოსებისათვის დღემდე? სამუელ მერსერი ,,პირამიდების ტექსტების'' მე-4 ტომის თარგმანში ეხება რა-სა და მისი მიმდევრების
ჩრდ.აღმოსავლეთიდან წარმოშობას. ის აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ისინი კავკასიიდან იყვნენ''.1966 30.
ეგვიპტელი ისტორიკოსი მანეთონი გარკვევით ამბობდა, რომ დიდი პირამიდები უცხოელებმა ააშენეს(ვინ, არ აზუსტებს.,,wathen's Artsand Antiqueates
of Egypt p.54) მანეთონი წერდა, რომ ხუფუ არ იყო ეგვიპტელი და ის სხვა რასას ეკუთვნოპდა.
Sir William Matthew Flinders Petrie, Ernest John Henry Mackay, Margaret Alice Murray - 1954 - 44 pages - Snippet view
These last are important, as archaeological evidence is now beginning to point to the Caucasus as one of the early centres of distribution of cults and civilisation (Ancient Egypt, 1926, pt. II, p. ...
ეს უკანასკნელი ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც არქოლოგიური მტკიცებულება იმისა, რომ კავკასია წარმოადგენს კულტურისა და ცივილიზაციის
გავრცელების ყველაზე ადრეული ცენტრთაგანს''
დანარჩენს თავად წაიკითხავ.........................ვუნდერკინდები საქართველოში არ შეუნიშნავთ დღესდღეობით.......
This post has been edited by Phobos on 22 Dec 2011, 01:18