gochajმიხარია და მსიამოვნებს, რომ თქვენთან შესაძლებელია კონსტრუქციული
საუაბარი, ზოგიერთისგან განსხვავებით.
ერთი წუთით არ მიფიქრია, რომ თქვენ ვინმეს ცუდ ადამიანად თვლით.
უბრალოდ, მხედველობაში მქონდა აზრის გამოხატვის შემდგომ, ზოგიერთების
მხრიდან ''ნაციზმზე'' საუბრის დაწყება და მოდერატორთან ამასთან დაკავშირებით
ჩივილი. არცერთი ამ ორი პიროვნებიდან არ არის ''ფობიებით'' შეპყრობილი.
აი, ეს მქონდა მხედველობაში. ერთხელდასამუდამოდ ვერ დაიმახსოვრეს,
რომ ქართველმა რომც მოისურვოს ვერ გახდება მასეთი, რასაც ჩვენი ხანგრძლივი
ისტორია ადასტურებს-პირიქით კი ხდება.

რაც შეეხება არქეოლოგიური კვლევების დაწყებას. ეს მამუკას პირადი სურვილია.
რამდენად შესაძლებელია ამ ოცნების ასრულება, ეს სხვა თემაა.
არქეოლოგიური გათხრებისა და კვლევების ჩატარება, რომ დიდ ფინანსურ სახსრებთანაა
დაკავშირებული, ეს ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. უბრალო მაგალითს მოგიყვანთ:
ეგვიპტის თემაში მკითხეს ერთ კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ს
მეცნიერებს ეხებოდა. კვლევის ხელმძღვანელი მეცნიერი რამოდენიმე წელიწადს ელოდა
დაფინანასებას, სად?-აშშ-ში, თან საქმე საკმაოდ ''ფანტასტიკით" აღსავსე პროექტს ეხებოდა.
ტექსტს გადმოვიტან და წაიკითხეთ.
საუბარია ცნობილ მეცნიერ-ფიზიკოს ბრუქს ენდრიუს ახალ ინიციატივაზე, რომელიც
ითვალისწინებს ექსპედიციის ჩატარებას ჩრდილოეთ პოლუსზე. მეცნიერი ეგვიპტის
კვლევის საკითხს თანამედროვე ფიზიკის, კოსმოლოგიის, შემეცნებისა და დროში მოგზაურობის
შესაძლებელი კუთხით უდგება. მისი აზრით,ჩრდილოეთ პოლუსზე ჩასასვლელი უნდა არსებობდეს
მიწისქვეშა სამყაროში, ვინაიდან დედამიწის ქვეშ არსებობს სიცარიელე. იქ სხვა ცა და მზეა,
ჩვეგან განსხვავებული. ეგვიპტური მითებიდან გამომდინარე მას შუაღამის მზე ეწოდება.
იგივეზეა საუბარი სხვა ხალხთა მითებშიც-თუნდაც ჰიპერბორეეთი. გვახსოვს ალბათ, რომ
ჩრდილოეთ პოლუსზე ექსპედიციებს ჰიტლერიც აწყობდა. მასაც მიწისქვესა სამყაროში მოხვედრა სურდა.
ენდრიუს ექსპედიცია დაგეგმილია 2012 წლისთვის. აქამდე შეფერხებები ჰქონიათ დაფინანსების გამო.
ბრუქს ენდრიუ ახსენებს მიწისქვეშა ქალაქ დამენჰურს, სადაც თითქოს ეგვიპტელებს უნდა გადაენაცვლათ.
მეცნიერის აზრით იქ დრო შენელებას იწყებს სინათლის სხივის სიჩქარესთან
შეფარდებით. ის მზადაა დროში მოგზაურობის განსახორცილებლად.
ამის შემდეგ, მამუკას გამოთქმული აზრი, ვფიქრობ არც ისე გამაღიზიანბელი და სასაცილო ჩანს!