
შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთოთ დოქზე არსებული გმოსახულებების
ანალიზი. ერთი რამ მაინტერესებს, თუნდაც ამ დოქის მაგალითზე: თუკი ოდნავ
მაინც ვერ ერკვევი რელიგიურ და მითოლოგიურ სიმბოლიკაში, რანაირად შესძლებ
გამოსახულებების მნიშვნელობის გარკვევას. დოქის მარტო არქეოლოგიური აღმოჩენა
არ კმარა, მას ყველა კუთხით სჭრდება ანალიზი, ერთ-ერთი ითვალისწინებს სწორედ იმას, რაც უკვე მოგახსენეთ. ამიტომ მიკვირს საუბარი ე.წ. მითო-პოეტურ
აზროვნებაზე....
დავიწყოთ ქვედა გამოსახულებით, სადაც შუაგულში ვხედავთ ვაზს. ხისა და ვაზის გამოსახულება უძველესია და თითქმის ყველა ხალხის ტრადიაციაში ვხვდებით.
დავიწყოთ შუმერული მითოლოგიიდან, სადაც გილგამეში ბაღში ხედავს არაჩვეულებრივ
ხეს. გილგამეში ქალღმერთს ხვდება ვაზის გვერდით, ვაზი ითვლება ''ცხოვრების
მცენარედ''. ესაა დიდი ქალღმერთის მცენარე. წმინდა ნინო სწორედ ვაზის ჯვრით
შემოვიდა საქადაგებლად. დედა-ქალღმერთს პირველ რიგში უწოდებდნენ: ''დედა
ვაზი''. ქალღერთ სიდურს ხელში უჭირავს ვაზის ყლორტი. ის ცხოვრობდა იმ ადგილზე,
საიდანაც მოედიენებოდა ოთხი მდინარე.
ვაზი იყო უკვდავების გამომხატველი-ისევე როგორც ღვინო რჩებოდა ახალგაზრდობისა
და მარადიული ცხოვრების სიმბოლოდ ძველ ტრადიციებში. ვაზის პირველად კონცეფცია-
კოსმიური ხე-ხე შემეცნებისა და გამოსყიდვისა. ხმელთაშუაზრვისპირა სივრცეში
ხშირად ჩანს სტრუქტურა-''ქალღმერთი-ხე-მთა-ჰერალდიკა-მხეცები''. ვფიქრობ,
ჩამოთვლილი სიმბოლოები ემთხვევა დოქის გამოსახულებებს, რაც უდავოდ
არ გახლავთ შემთხვევითობა და არ არის მოკლებული რელიგიურ თუ მეტაფიზუკურ
მნიშვნელობას. რას უნდა ნიშნავდეს ხის ან ვაზის გარშემო ემბლემები და ჰერალდიკური
მხეცები?-აქ არის სამყაროს ცენტრი, აქ არის სიცოცხლის, ახალგაზრდობის და
უკვდავების წყარო. ხეები სამყაროს სიმბოლოა-მისი უსასრულო აღორძინებით.
სამყაროს ცენტრში ყოველთვის დგას ხე-მარადიული ცხოვრებისა და შემეცნების ხე.
დოქის მეორე მხარეს შუაში ქალღმერთის გამოსახულებაა, რაც დიდ ქალღმერთს
განასახიერებს. ისაა შემოქმედების ამოუწურავი წყარო, ყოველივე არსებულის
პირველადი საწყისი. სამოთხის შუაგულში იდგა ცხოვრების ხე, კეთილისა და
ბოროტის შემეცნების ხე. ცხოვრების ხეს უკვდავების მოცემა შეუძლია, მაგრამ მისი მიღწევა არ არის ადვილი. იგი დაფარულია, როგორც უკვდავების ბალახი, რისთვისაც
გილგამეში გაეშურა ზღვის ფსკერზე, ან მას იცავს ურჩხული, როგორც ჰესპერიდების
ბაღში ოქროს ვაშლებს. ორი ხე-ცხოვრებისა და სიბრძნისა ერთმანეთთანაა დაკავშირებული.ქალღმერთის თავთან მოსჩანს გველი. კოლხურ ოქროს საწმისს იცავდა
გველეშაპი, რომელიც უნდა მოეკლა იაზონს, რათა ხელში ჩაეგდო საწმისი. გველები
იცავენ უკვდავებისაკენ მიმავალ ყველა ბილიკს, ანუ ყველა ცენტრს, სადაც ჩაწრეტილია
ყოველივე წმინდა ჭეშმარიტი არსისა.
ისინი ყოველთვის გამოსახულია დიონისეს თასის გარშემო(თასი, სავარაუდოდ დიონისეს ეკუთვნის), ისინი იცავენ ასევე
აპოლონის ოქროს, იცავენ მიწაში ჩამარხულ განძს. იცავენ ყოველ სიმბოლოს, რომელიც სიწმინდეს განასახიერებს.
აქვე მოსჩანს წრეში ჩახატული ჯვრები. ჯვარი ზოგადად არის სამყაროს
საყრდენი. აღმოსავლურ ლეგენდებში ჯვარი ის ხიდია(ან კიბე), რომლითაც ადამიანთა
სულები ადიან ღმერთთან. ის სამყაროს ცენტრშია-გასასვლელი ზეცას, დედამიწასა და ჯოჯოხეთს შუა. წრე ანუ მანდალა არის კოსმოსის სიმბოლო მისი უსასრულობით.
მანდალა თავის თავში აერთიანებს მიკრო და მაკროკოსმოსის იდეას, ტოლფარდი ჯვრის სიმბოლიკას, სამყაროს ხეს. ჯვარი მანდალაში ასრულებს პირველხარისხოვან როლს.
მანდალა არის კოსმოსის სქემა. მისი დახმარებით ადამიანი არსებობს და შეიგრნობს თავს
კოსმოსის მაცხოვრებლად. ე.შურე აღნიშნავს, რომ ''კაცობრიობის დასაწყისში იაფეტის შთამომავალნი ჯვარს ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც მიწიერი და ციური ცეცხლის
სიმბოლოს, სიხარულისა და სიყვარულის მომნიჭებელ სიცოცხლის ნიშანს. უფრო
მოგვიანებით ეგვიპტელი ხელდასმულნი მასში ხედავდნენ დიადი მისტერიების,
ერთად შერწყმული სამების სიმბოლოს.''
დოქზე გამოსახულია სვასტიკის ნიშანიც. სიტყვა სვასტიკა წარმოიშვა ძველინდური
su-დან, რაც ზუსტი თარგმანით ნიშნავს ''დაკავშირებული კეთილდღეობასთან''.აზიასა
და ევროპაში სვასტიკას თვლიდნენ მაგიურ ნიშნად. ესაა-მზე სიცოცხლისა და ნაყოფიერების წყარო, ამასთან, სიმბოლო ჭექა-ქუხილისა და ზეციური ცეცხლისა.
სვასტიკა რთული ნიშანია. მკვლევარ მაქს მიულერს მიაჩნია, რომ მარჯვენა მხრიანი
სვასტიკა წარმოადგენს გაზაფხულის მზეს, მარცხენა მხრიანი-შემოდგომის მზე.
ზოგიერთისთვის კი, მარჯვენა მხარეს მიმართული სვასტიკა განეშას სიმბოლოა-მამაკაცური საწყისი, მარცხენა მხარისა კალის სიმბოლო--დედობრივი საწყისი.
აქვეა ვერძის გამოსახულებაც. მითის მიხედვით, ჰერმესმა ''ოქროს საწმისი'' აჩუქა
პელოპას. ამავე ჰერმესმა ასეთივე ოქროს ვერძი(უფრო ცნობილი) აჩუქა ბეოტიელ
ფრიქსეს. ეს ვერძი მოხვდა კოლხეთში. შესაძლოა,ერთიდაიგივე საწმისზეა საუბარი.
ბევრი ხალხის რელიგიების თანახმად, სამყაროს შექმნა მოხდა გაზაფხულზე, სწორედ
ვერძის ზოდიაქალური ვარსკვალავების ქვეშ. ანტიკურ ეპოქაში ვერძში განლაგებული
იყო გაზაფხულის ბუნიობის წერტილი, რომლისგან დღემდე მიმდინარეობს ზოდიაქოს
ნიშნების ათვლა. ამიტომ ვერძი ითვლებოდა ზოდიაქების მეთაურად. გაზაფხულის
ბუნიობიდან იწყებოდა გაზაფხული. ახალი წელი-სამყაროს შექმნის დღესასწაულია,
ხსოვნა იმაზე, რომ ყველაფერი წრიულად ბრუნავს და მეორდება. რადგან წელი იწყება
ვერძის ნიშნით, მაშასადამე, სამყაროც ვერძის ნიშნის ქვეშ შეიქმნა. ბიბლიაში
აბრაამის მიერ ვერძის შეწირვა უთანაბრდება სამყაროს შექმნას და გარკვეულწილად ახალი ვარსკვალავური ერის დასაწყისს-ვერძის ერას. ვერძი ტრადიციულად
კოსმოსის ძალის სიმბოლოა, რომელიც გამოხატავს ქაოსისა და წესრიგის შუალედურ
მდგომარეობას. ესაა ძალაუფლების ნიშანი, ჯადოსნური ინსტრუმენტი, რომელსაც
გააჩნია ოკულტური ძალა, ძალაუფლების წყარო.
გავაგრძელებ....