რატომ არ კითხულობთ როცა საინტერესო რაიმეს ვწერ?
ჩვენ ყველანი ინტუიტიურად ვგრძნობთ, რომ ერთმანეთთან რაღაცით ვართ
დაკავშირებული-ერთიანობის კონცეფცია. ''სიცოცხლის ყვავილის'' დანიშნულებაა
გვიჩვენოს ცხოვრების ერთიანობა ყველა ქმნადი ფორმის განმეორადობის საშუალებით-
ერთი ფორმა განსაზღვრავს მეორეს, როგორ თავსდება ერთიმეორეში და როგორ ვართ
შექმნილნი ერთი ღვთიური გონის მიერ.
ესაა ''სიცოცხლის ყვავილის'' გამოსახულება


შემოქმედმა ჯერ შექმნა ''სიცოცხლის თესლები''. სიცოცხლის თესლი შესაქმის შვიდი
დღის სიმბოლოა. პირველ რიგში შეიქმნა ოქტაედრი. შემდეგ, ამ ფორმამ დაიწყო ბრუნვა
და გაჩნდა სფერო. ამ სფეროს შიგნით იმყოფებოდა შემოქმედის გონი. ერთადერთი რაც
არსებობდა-მემბრანა, თავად სფეროს ზედაპირი.
სიცოცხლის თესლის გამოსახულება


შემდეგ შემოქმედის გონმა გადაინაცვლა სფეროს ზედაპირზე(ძველ აღთქმაში ამაზე
ნათქვამია, რომ ღვთიური სული იმყოფებოდა წყლის ზედაპირს ზემოთ). შემდეგ,
შეიქმნა მეორე სფერო-სინათლე. სწორედ პირველი, რაც ღმერთმა შექმნა გახლდათ სინათლე. ახალი ფორმის შექმნის დროს თავისი ცენტრით visica piscis(თევზის ბუშტი)
-ფორმა შეიქმნა ორი ერთნაირი მოხაზულობით, რომლებიც ერთმანეთის ცენტრზე გადიან. ეს სქემაა გეომეტრიული ფორმულა, რომელიც გამოსახავს სინათლის
ელექტრომაგნიტურ სპექტრს. (იხ. ზემოთ ნახაზი).როდესაც გრძელდება ახალი
ფორმების შექმნა-ახალი visica piscis, ამ სქემის მიხედვით, როგორც გეომეტრიული
სტრუქტურებიდან, სპირალური მოძრაობიდან ჩნდება შესაქმეს ასპექტები. ზემოთ
ნახაზზე შვიდი დღის გამოსახულებაა. შვიდ დღეში სრულდება შესაქმე, ე.ი. სიცოცხლის
თესლები ფორმულირებულია სრულად. პირველის სპირალი დამთავრებულია და
თესლები, რომელიც სამყაროს მატრიცას შეიცავენ მთლიანად დასრულებულია.
''სიცოცხლის თესლები'' ესაა სტადია, რომელიც წინ უძღვის ''სიცოცხლის ყვავილის'' ფორმას, საიდანაც ჩნდება სიცოცხლის ნაყოფი-ესაა სამყაროს სქემა. ის შეიცავს ყოველ
ატომს, ყოველ მოლეკულურ სტრუქტურას, სიცოცხლის ყველა ფორმას, რაც კი
არსებობს, ვინაიდან ყველაფერი რაც კი არსებობს სიცოცხლის თესლიდანაა შექმნილი.
სიცოცხლის თესლის შექმნის შემდეგ, გაგრძელდა სპირალური მოძრაობა და შეიქმნა
მომდევნო სტრუქტურა-სიცოცხლის კვერცხი (სწორედ მას ვახსენებდი ამენთის დარბაზებზე საუბრისას). ეს სტრუქტურა უდევს საფუძვლად მუსიკას. ეს სტრუქტურა შეესაბამება ემბრიონის დაყოფის მესამე სტადიას(კვერცხუჯრედი ჯერ ორად იყოფა, მერე ოთხად, მერე რვად).
განაგრძობს რა განვითარებას, ეს სტრუქტურა ქმნის
ადამიანის სხეულს და ყველა მის ენერგეტიკულ სისტემას. საბოლოოდ იქმნება სტრუქტურა, რომელსაც ეწოდება''სიცოცხლის ყვავილი''. სიცოცხლის ყვავილის ნაყოფი
მის შიგნითაა. სიცოცხლის ყვავილი თავისთავად შეიცავს საიდუმლო სიმბოლოს,
რომელიც 13 წრის ერთმანეთში შეთავსებით ჩნდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი
და წმინდა სტრუქტურაა სამყაროში. ყველანაირი არსებულის სიცოცხლის ნაყოფი.
სიცოცხლის ყვავილის გამოსახულებას სხვადასხვა ხალხის ტრადიციაში ვხვდებით.
This post has been edited by Phobos on 13 May 2011, 01:05