butkujრამდენჯერ აგიხსენი, რომ რაც არ წამიკითხავს და ზუსტად არ ვიცი,
ისეთ საკითხზე საუბრისგან თავს ვიკავებ, ვინაიდან შეუძლებელია
ადამიანმა ყველაფერი იცოდეს, რაც შენთვის აქამდე გაუგებარია.
როგორ ფიქრობ, რასაც აქ ვწერ, ერთ დღეში ''აკრეფილი'' ცოდნაა?
შენ კი სწორედ ასე გსურს-ყველა საკითხზე დისკუსიისას, უცბად
მოძებნო ნეტში რაღაც და დადო აქ. არა, ასე არ ხდება ჩემო ''ბუტკუჯიან''.
საპირისპირო მასალის დადება რომ შესძლო ძალზედ ბევრის
კითხვა მოგიწევს და ეჭვი მეპარება, რომ ამისათვის ერთი წელი გეყოს ან აღმოაჩინო საერთოდ რამე. მიხვდი?!............

ვერ იმახსოვრებ რაღაცეებს და ამიტომ ისევ უნდა დავწერო.
ჰოლანდიელმა მეცნიერმა ე.ფურნეემ გაარკვია, რომ ე.წ. წინაბერძნულ მასალაში შეიძლება
ქართველური ენობრივი ელემენტების გამოყოფა.-დაახლოებით 5 ათასამდე.. ის დასავლეთ ქართულ
ელემენტთან დგას ახლოს. მაგ: წინაბერძნული სიტყვაა ლ ა რ ი ე თ ო ს, რაც ''ლერწმის სახურავს,
ფაცხას'' აღნიშნავდა. ფუძე ლარ(ი)-(ლერწამი), ქართველური ლერწამი-ლელწამ, მეგრ. ლარჭამ-ი
წინაბერძნული: კო(ვ)ას-''ტყავი'', ზანური-ტყოვ. წინაბერძ: კოტოს-''ფრინველი''ქათმის
მნიშვნელობით, ზანური-ქოთომ.
ბერძნულ მითოლოგიის მიხედვით სამყაროში თავიდან არაფერი იყო. ანტიკური ავტორები ამას განმარტავენ
როგორც ცარიელ ადგილს-ღიაობა. ამ სიტყვის წარმომავლობა მეცნიერებაში
არ არის დადგენილი. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია ამ ფუძისთვის
ქართული ხევ-ის ზანური შესატყვისი ხაბ-იყოს ამოსავალი(ეს სიტყვა ერთ ერთი უძველესია).
სახელწოდება ტიტანი-წარმომავლობა უცნობია. გამოთქმულია აზრი ტიტან ფუძის ქართულ
დიდ-ფუძესთან კავშირის შესახებ.
სიტყვა გიგანტი-ს ეტიმოლოგია უცნობია. მასში გამოიყოფა ფუძე გიგ და კუთვნილების სუფიქსი
ანტ- მათი სახელი უნდა გავიაზროთ, როგორც ''მიწის შვილები'', ''მიწისანი''. ამ თვალსაზრისით
საინტერესოა სვანური გიმ-''მიწა'' ფუძის გათვალისწინება.
ქიმერა მითოსის ცნობილი პერსონაჟია. ინგლისელი მეცნიერი კლერკი ამ სიტყვის ძირს
ქართულში აძებს. ქიმერა-ხიმერა-ხომერი-რრაკი-კვამლი.
რაც შეეხება სიტყვა 'აიას', ვინ მოგახსენა, რომ ის ბერძნული სიტყვაა?
სამკურნალო საშუალებების ცოდნა უძველეს მკურნალთა შორის მიეწერება
მხოლოდ შუმერ ეას და კოლხ მედეას, აიას(ეას) მეფის ასულს. სავარაუდოდ, ეა, აია
შუმერთა ქალღმერთი სახელს აძლევს კოლხეთს.
წაიკითხეთ ხოლმე რასაც ვწერ და გამეორება აღარ იქნება საჭირო. ბერძნები ჯერ პროექტში არ იყვნენ,
როდესაც სახელწოდება აიეტი ეწოდებოდა:
აიეტიაName: Egypt
Variant names: Egypt - Aigyptos (Aegyptus) - Aeria - Aetia - Arankelis - Araukilis - Araurakelis - Mysra - Misr - Potamitis - Hermochymios - Hephaistia - Chemia - Kemi . ის ყველაზე ძველი სახელწოდებაა. ნილოსს ერქვა აიეტოს და შემდეგ სირის.
სირიადის ქვეყანაზე უკვე დავწერე. ქ. სინოპესთან მდებარე კუნძულს ერქვა სირიადი.
ამის შესახებ ცნობას იძლევა ფსევდო-სკიმნოსი. სინოპეში ოდესღაც ცხოვრობდა
მკვიდრი მოსახლეობა-სირები.
Aetia (old name of Egypt).-"Egypt is said to have been called originally `Aetia' and the Nile `Aetos' and `Siris,"' Rawlinson, notes to Herodotus, 2, 15. See also Apollonius Rhodius, 4, 268, and Homer, Odyssey, 4, 1-4.
ჰოდა, მოვრჩეთ ხოლმე ფილოსოფოსობას. ისე, ''ბუტკუჯიან'' ექსპლორერი ყველაზე სუსტი ბარაუზერია.
შეცვალე ''ოპერით'' ან ''ქრომით'' და პრობლემები მოგეხსნება შენი ბრძნული აზრების დასაფიქსირებლად.