
განვაგრძობთ გარამანტების თემას.
გარამანტთა ცივილიზაციის შესახებ ცნობილი გახდა, როდესაც მათ ურთიერთობა
დაამყარეს ლიბიის სამეფოებთან. გარამენტები იყვნენ შეუპოვარი, ძლიერი კარგი მეომრები.
ისინი მეტისმეტად მოხერხებულად იყენებდნენ ეტლებსა და ცხენებს, რაზედაც მოწმობს
კლდეებზე გაკეთებული სხვადასხვა ნახატები. ჰეროდოტეს ცნობით გარამანტები
მრავალრიცხოვან ტომებს წარმოადგენდნენ. დედაქალაქი გარმა მდებარეობდა
ლიბიის სახრეთ-დასავლეთით. სწორედ აქ იყო დარამანტთა სამეფო ფეცანა. გარამენტები
დიდ ტერიტორიას აკონტროლებდნენ. მათ ეკავათ საჰარის ყველაზე სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი ადგილები და ოაზისები. ისინი მიწას ცვლიდნენ მარილში. შეუდარებლად
მართავდნენ ოთხცხენიან ეტლებს და დააქროლებდნენ უდაბნოში. არქეოლოგიურო
გათხრების შედეგად დადგინდა, რომ გარამანტთა ქალაქები ცივილიზაციის ცენტრებს წარმონდგენდა თავისი ბაზრებითა და საზოგადოებრივი თავშეყრის ფორუმებით. ქალაქ
გერმას ჰქონდა ექვსი კოშკი და საბაზრო მოედნები, რომელსაც იყენებდნენ ტრანზიტულ
პუნქტად -ქარავნებისა და ცხენების რომში გასაგზავნად.





კლდეებზე გაკეთებული ნახატებით ბევრი რამ ირკვევა გარამანტთა შესახებ. ამ
ნახატების უმეტესობა თარიღდება დაახლოებით ჩვ.წ-მდე 2000-1200 წ-მდე. გარამანტთა ყველაზე მეტი გაქანება და ნიჭი გამოვლინდა სოფლის მეურნეობაში.
მათ გაიყვანეს ასობით მიწისქვეშა არხი, რომელსაც ფოგარას უწოდებდნენ. მისი
დახმარებით აგროვებდნენ მიწისქვეშ წყალს საკუთარ ფერმებისთვის. ამ ზოგიერთის
აზრით გამოიწვია მიწის გამოშრობა, რასაც მოჰყვა გარამანტთა გაქრობა. ზოგი წყარო
გარამანტთა გაქრობის მიზეზად ასახელებს მუდმივ თავდასხმებს მათზე. ექსპერტების
აზრით გარამანტებს გაყვანილი ჰქონდათ 20 ათასი კმ. ფოგარა.
გარამანტთა საფლავის ქვები.



ჰეროდოტეს გადმოცემით ბერძნებმა ოთხცხენიანი ეტლის მართვა ისწავლეს
გარამანტებისგან.
გარამანტები მიცვალებულებს უბრალო საფლავში მარხავდნენ. გვამს საფლავში ჩამუხლულს ასვენებდნენ.
გარამანტთა კლდეზე ნაპოვნი ადამიანთა გამოსახულებები ანტროფოლოგიურად,
სამოსით, შეიარაღებით შესამჩნევად განსხვავდებიან იმ დროის საქარის აბორიგენი
მოსახლეობისგან. მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ეტლში
შებმული ცხენების გამოსახულება ანალოგიურია იმ სტილისა, რომელიც დამახასიათებელი იყო კრეტის კულტურისათვის. ეტლების კონსტრუქცია ისეთივეა,
როგორც ეგეოსის ზღვის ძეგლებზე.




