-----კალენდარი. ადადან და კუკუდან ეხლა არის 7616 წელი-------
1654წ ირლანდიელმა არქიეპისკოპოსმა უშერმა განაცხადა რომ საღმრთო წერილის გულდასმით შესწვლა გავარწმუნებს
რომ ღმერთმა სამყარო შექმნა 4004წ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მთელი საუკუნის მანძილზე ბიბლიის ყველა გამოცემაში ასახელებდნენ მაგ თარიღს ყველა ვინც მაგ თარიღს ეჭვის თვალით შეხედავდა ,მწვალებლებს უწოდებდნენ.
არქიეპისკოპოსის უშერის წინააღმდეგ გამოვიდა ეპიკოპოსი ლაითფუთი და უსაყვედურა, რომ მისი ნაანგარიშევი საკმაოდ ზუსტი არაა. ამ ეპისკოპოსის აზრით ,სამყარო თურმე ღმერთს შეუქმნია არა მარტო ძველი წელთაღრიცხვის 4004წ არამედ იმ წლის 23 ოქტომბერს ,დილის 9საათზე.wink.gif
--------------------- მე კიდევ დავამატებდი:
-............29-ოქტომბერს სამსახურის დამთავრებამდე სადღაც საღამოს 17-18 საათზე ადამი -------ხოლო 30-ში კვირა იყო და დაისვენაsmile.gif
ქრისტიანულ საქართველოში მიღებული იყო წელთაღრიცხვის სამი სისტემა ანუ სამი ერა:
წელთაღრიცხვა ქრისტეთი,
წელთაღრიცხვა ქრონიკონით.
წელთაღრიცხვა დასაბამითგან
წელთაღრიცხვა ქრიტეთი ერთნაირია მთელს მსოფლიოში, რაც შეეხება ქართულ დასაბამითგანსა და ქართულ ქრონიკონს იგი განსხვავდება ქრისტიანულ სამყაროში მიღებული წელთაღრიცხვისაგან.
საქართველოში ამჟამათ დასაბამიდან არის----- 7616 წელი-----
შარშან იყო 7615წ ხოლო ორი თვის შემდეგ იქნება 7617წელი.....................
ქრისტეთი ამჟამათ არის 2012წ ყველა ქრისტიანული ხალხისათვის საყოველთაო და ერთნაირია.
წელთაღრისხვა“ ქრონიკონით“ 532წლიანი ციკლით ხდებოდა. 532წლიანი მოქცევა ცნობილია ასევე სახელით „ალფა“,ეს იმიტომ რომ ამ სიტყვის ასო-ნიშნების ჯამი როგორც ბერძნულად ისე ქრთულა შეადგენს
----------------(1+30+500+1=532)--------------------- ა1+ლ30+ფ500+ა1 = ალფა 532
532-წლიანი მოქცევა არის მზის 28-წლიანი ციკლისა და მთვარის 19-წლიანი ციკლის
ნამრავლი-----------28 x 19=532.
ქრონიკონული წელთაღრიცხვა ყველა ქრისტიანულქვეყანაში მიღებული არ იყო, მაგრამ 532-წლიანი ციკლი, ე,წ, „დიდი ინდიქტონი“. ყველა ქვეყანიში მიღებული იყო როგორც ე,წ, „პასქალური „
ხოლო რაც შეეხება მესამე სისტემას „დასაბამითგანს“ შსახებ , ეს წელთაღრიცხვა აგრეთვე ქრისტიანულია ეს ერა ანგარიშობს დროს ქვეყნის გაჩენიდან, ანუ „ადამთაგან“, ქრისტე შობამდე, ერა დასაბამთაგან ქრიტეს დაბადებამდე სხვადასხვა სახისაა, რაკი ამ ერას სხვადასხვა დროის პერიოდით განსაზღვრავენ, ძირითადად ცნობილია დასაბამითგან შემდეგი ვარიაციეები:
1) 5198 წელი---ევსევი კესარიელისა:
2) 5492 წელი---პანოდორე ალექსანდრიელისა;
3) 5500 წელი---ანიანე ალექსანდრიელისა;
4) 55ო8 წელი---ბიზანტიელებისა (ბიზანტიური ერა)
ქართველებს კი საკუთარი ‘დასაბამითგანი „ ყველასაგან განსხვავებული ერა აქვთ
ქართული „დასაბამითგანი“ ქვეყნის გაჩენიდან ქრისტემდე 5604 წელს ანგარიშობს
ისე ქრთულ „დასაბამითგანს“ თუ მივუმათებს ქრისტეს ასაკს მივიღებთ
5604+2012=7616 წელს თავში გახსოვთ ხომ:
დასაბამითგან ეხლა არის 7616 წელი
ქრისტეთი 2012 წელი
ხოლო ქრიტემდე განვლილია 5604 წელი.
ძველი ქართული კალენდრის შესწავლის საფუძველზე პავლე ინგოროყვამ გაარკვია რომ გამოსავალი თრიღი ძველი ქართული ქრონიკონული წელთაღრიცხვისა არის 284 წელი .
როგორც ცნობილია ახ.წ.780წელს დასრულდა 12 მოქცევა ხოლო 1312 წელს მე-13 მოქცევა (780+532=1312) შესაბამისად 11 მოქცევა უნდა დასრულებულიყო (780-532=248 წელს) ახალი წელთაღრიცხვით. ხოლო 10 მოქცევა 248-532=284წელს ძველი წელთაღრიცხვით. უნდა დავასკვნათ რომ 284 წელს ძველი წელთაღრიცხვით დასრულდა 10-თი 532 წლიანი მოქცევა
და დაიწყო 11 -ტე 532 წლიანი ციკლი.ე.ი. ქართული ქრონიკონული წელთაღრიცხვის ძირითადი თარიღი ყოფილა
284 წელი ძველი წ.აღრიცხვისა. 284 წელი ძ.წ. არღრიცხვისა დასაბამ კლენდრულ --თარიღად მიაჩნდათ დავით ჩუბინიშვილს, ალექსანდრე სვანიძეს , პავლე ინგოროყვას....................................................ო.კ
ე.ი. 532 X 10 + 284= 5604 წელი დასაბამიდან ქრისტემდე
ქრისტედან დღევანდლამდე 2012 წელი
დასაბამიდან დღევანდლამდე გასულია 7616 წელი ხოლო ორ თვეში იქნბა 7617 წელი
ანუ ჩვენთვის ეხლა არის 15 მოქცევის 168 წელი და ის დამთავრდება 364-ი წლის შემდეგ
და დაიწყბა 16 მოქცევა.
მიმაგრებული სურათი