------------------შუმერული და ქართველური ენების ურთიერთდამოკიდებულებისათვის----------------
ამ ენათა ურთიერთდამოკიდებულებას ყურადღება მიაქციეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში. შუმერულისა და ქართველური ენების ნათესაობის მტკიცების პირველი ცდა (1904წ.) ეკუთვნის კ. კრამალს, რომელმაც დამაჯერებლად მიიჩნია კავშირი შუმ. სარ "წერა" და ქართ. "წერას", შუმ. სიმ, სუმ "მიცემა" და ქართ. "ჩემ"-ს (აქედან - მიცემა) შორის, თუმცა მის მიერ მოყვანილი არაერთი სხვა მაგალითი საეჭვოდ მიიჩნიეს.
კარგადაა ცნობილი გამოჩენილი ქართველი ასირიოლოგის – მ. წერეთლის მოსაზრებანი ამ საკითხთან დაკავშირებით. იგი 1912 წლიდან აქვეყნებდა ნაშრომებს, რომლებშიც ავითარებდა ვარაუდს, რომ შუმერული და ქართვეული ენები (საკუთრივ ქაერთული, მეგრულ-ლაზური, სვანური) ბევრ საერთოს ავლენდნენ ლექსიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის სფეროებში, თუმცა იგი გენეტიკურ ნათესაობას შუმერულსა და ქართველურ ენებს შორის მაინც ვერ ხედავდა.
მ. წერეთლის მიერ წარმოდგენილი შუმერულ-ქართველური ლექსიკური პარალელებიდან განსაკუთრებითაა აღსანიშნავი შემდეგი:
შუმ. A-gar "ტრამალი, მინდორი", ქართ. `"გარა, აგარაკი".
შუმ. Akkil "კივილი", ქართ. "კივილი", სვან. "ლიკილი".
შუმ. Babbar "ბრწყინვა, სინათლე", ქართ. "ვარვარი".
შუმ. Bar "უარყოფა", ქართ. "ვერ", მეგრ. "ვარ", ლაზ. "ვარ".
შუმ. Bir "ცეცხლის გაჩაღება", ქართ. "ბრიალი".
შყმ. Dàg "სუფთა, ნათელი", ქართ. "დღე", მეგრ. "დღა", სვან. "ლადეღი".
შუმ. Dag "სადგომი", ქართ. "დგ" ("დგომა").
შუმ. Dih "ქვა", ქართ. "თიხა", მეგრ. "დიხა", ლაზ. "დიხა".
შუმ. Dug "დოქი", ქართ. "დოქი".
შუმ. Eme "ენა", ქართ. "ენა", ლაზ. "ნენა", მეგრ. "ნინა, ნინ".
შუმ. Enem, enim "ენა, სიტყვა", ქართ. "ენა".
შუმ. Erim, eren "ჯარი, ხალხი", ქართ. "ერი".
შუმ. Gan "მინდორი, ყანა". "ყანა", ჭან. "ყონა", მეგრ. "ყანა".
შუმ. Gin "მიწა", ქართ. "ქვეყანა", ლაზ. "ქიონა", სვან. "გიმ".
შუმ. Gir4 "კერა", ქართ. "კერა", ჭან. "კერა", მეგრ. "კერიე", სვან. "კარა".
შუმ. Gur "მოტრიალება, დავარდნა", ქართ. "გორ" ("გორგა, გაგორება"), მეგრ. "გორგოლ", ლაზ. "ნგორ", სვან. "გურ".
შუმ. Har "ხარი", ქართ. "ხარი", მეგრ. "ხოჯი", სვნ. "ხანი".
შუმ. Iti, itu "თვე", ქართ. "თვე", ("მ-თვა-რე"), მეგრ. "თუთა", სვან. "დოშდუ".
შუმ. Kir "ღორი", ქართ. "ღორი, კერატი" ("გარეული ღორი"), ჭან.-მეგრ. "ღეჯი, კერი", სვან. "ჯემ".
შუმ. Kun "კუდი", ქართ. "კუდი", მეგრ.-ლაზ. "კუდელი", სვან. "ჰაკვედ".
შუმ. Kus "ამოსუნთქვა, ქოშინი", ქართ. "ქოშინი".
შუმ. Nu "არა", ქართ.-მეგრ. "ნუ".
შუმ. Ud "დღე, მზე, დრო", ქართ. "ოდ, ოდე, ოდეს, ადრე", ჭან.-მეგრ. "ორდო"
შუმ. sar "წერა", ქართ. "წერა, სერგა".
შუმ. Zag "გვერდი, საზღვარი", ქართ. "ზღვამ ზღუდე", მეგრ. "ზღვა", ლაზ. "ზუღა", სვან. "ზუღვა".
აქვე მოვიტანთ სხვა შუმერულ-ქართულ ენობრივ თანხვედრებსაც (ჯ. შარაშენიძის მიხედვით):
შუმ. Ga "ადგილი, ბორცვი", ქართ. "გორა, ბორცვი", მეგრ. "გოლა", ჭან. "გოლა".
შუმ. Gud "ხარი (ტყავი)", ქართ. "გუდა".
შუმ. Hara "მიწაში ჩადგმული მარცვლის შესანახი ჭურჭელი", ქართ. "ხარო".
შუმ. Dur.gar "დურგალი", ქართ. "დურგალი".
შუმ. Ni.ga "საწყაო ერთეული", ქართ. "ნიგა (ხისჭურჭელი)".
შუმ. Sila "საწყაო ერთეული", ქართ. "სილა (საწყაო ერთეული)".
შუმ. Pa "ცალი, ტოტი", ქართ. "ცალი (ცალ-ფა)".
შუმ. Ha "თევზი", ქართ. "ფხა".
შუმ. had "ბრწყინვა, ნათება", ქართ. "ღად-არი" და სხვ.
შუმერული და ქართველური ენების ურთიერთშედარებისას გერმანელმა ქართველოლოგმა ჰ. ფენრიხმა უპირვეელს ყოვლისა, ყურადღება მიაქცია ამ ენათა შორის ტიპოლოგიური მსგავსების არაერთ მაგალითს, თუმცა ეს, როგორც ცნობილია, არ მიუთითებს მათ გენეტიკურ კავშირებზე: ეს ენები აგლუტინაციურია. სიტყვის ძირს ან ფუძეს ემატება როგორც პრეფიქსები, ასევე სუფიქსები. როგორც შუმერული, ასევე ქართველური ენებისათვის პრეფიქსაციაა დამახასიათებელი უფრო ზმნისათვის, ვიდრე სახელისათვის, რომელშიც ბრუნვისა და რიცხვის მიღება, როგორც წესი, სუფუქსაციით ხდება. სიტყვათ წარმოება ხდება ძირის გაორმაგებით, ხმოვნის შეცვლით, პრეფიქსაციით, სუფიქსაციითა და ამ ორი უკანასკნელის კომბინირებით. ბრუნვის სისტემა ამ ენებში კარგადაა განვითარებული. არსებობს ერგატივი – მოთხრობითი ბრუნვა ქვემდებარის სპეციფიკური ხმარებით გარდამავალ ზმნასთან. ზმნები იყოფა გარდამავალ და გარდაუვალ ზმნებად. ამ ენებისთვის დამახასიათებელია პოსტპოზიციების ხმარება. ზმნის ფორმის აგებულებას აქვს საყურადღებო სტრუქტურული დამახასიათებელი ნიშნები და ა.შ.
შუმერულ დანქართველურ ენათა ლექსიკის შედარებამ ჰ. ფენრიხი შემდეგ დასკვნამდე მიიყვანა: შუმერული ლექსიკის უდიდესი ნაწილი არც დრვიდულია, არც სემიტური და არც ნახურ-დაღესტნური (ე.ი ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიური). ეს ლექსიკა აჩვენებს გარკვეულ სიახლოვეს ქართველურ ენათა ლექსიკასთან, რასაც ამტკიცებს ჰ. ფენრიხის მიერ მოყვანილი ორ ასეულზე მეტი ლექსიკური პარალელი, რომლებთაგან აღვნიშნავთ მხოლოდ შემდეგს :
შუმ. Ar, are, ara "ქვეყანა, ადგილი", ქართ. "არე (არემარე)".
შუმ. ag "კეთება", ქართ. "აგება", ზან. "აგება".
შუმ. Engur "მტკნარი წყალი", ქართ. "ენგური".
შუმ. Ubur "ქალის მკერდი", ქართ. "უბე", მეგრ. "უბა", ლაზ. "უბა".
შუმ us, "ავსება", ქართ. "ვსება", მეგრ. "ფშ", სვან. "გვეშ".
შუმ ul "ნატება, ბრწყინვა", ქართ. "ელვა", მეგრ. "ვალ", ლაზ. "ვალ".
შუმ. Bar "დაყოფა, განახევრება", ქართ. "ბარიბარ (თანაბრად)".
შუმ. dudu "თავის ქალა", ქართ. "დუდი (წვერი)", მეგრ. "დუდ (თავი)", ლაზ. "დუდ", სვან. "დუდდულ".
შუმ. siki "ციკანი", ქართ. "ციკანი".
შუმ. Suba "განთავისუფლება", ქართ. "შვება",
შუმ. kud "დაჭრა, წაჭრა", ქართ. "კოდვა".
შუმ. Lik "ძაღლი", ქართ. "ლეკვი", მეგრ. "ლაკე", ლაზ. "ლაკ" და ა.შ. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, ჯერჯერობით არ ხერხდება შუმერულისა და ქართველურ ენათა შორის მყარი გენეტიკური კავშირის გამოვლენა, მით უმეტეს, შუმერული ენის მიკუთვნება ქართველურისადმი. ენათა ნათესაობის ძირითადი კრიტერიუმი არის მათ შორის კანონზომიერი და რეგულარული ბგერათშესატყვისობათა დადგენა, ლექსიკური დაკავშირებანი მხოლოდ ჰიპოტეზად აქცევენ ენათა შესაძლო მიმართებებს, მაგრამ თუკი იგი მომავალში მართლაც მოხერხდა, მაშინ გასარკვევი იქნება, სად უნდა ყოფილიყო შუმერული და ქართველური ენების საკონტაქტო რეგიონი, ანდა როდის უნდა განხორციელებულიყო კონტაქტები ზემოაღნიშნული შედარებებიდან გამომდინარე, ასეთი ფართო ენობრივი არეალი ლოკალიზებული უნდა იყოს, ცხადია, იმ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ურთიერთკავშირი აღნიშნულ ენებს შორის.
ასეთი რეგიონი სავარაუდოდ უნდა იყოს ან სამხრეთ შუამდინარეთი, სადაც ძვ.წ. IV ათასწლეულიდან წერილობით დასტურდება შუმერების ყოფნა და საიდანაც კავკასიის მიმართულებით უნდა გადასახლებულიყვნენ შუმერებისაგან გამოყოფილი ქართველური ტომები, ან კავკასია, საიდანაც ადრეულ ხანებში უნდა მომხდარიყო ქარტველურ ტომთაგან გამოყოფილი შუმერების მიგრაცია სამხრეთ მესოპოტამიაში, ანდა სამხრეთ ამიერ-კავკასია (ან უფრო სამხრეთით მდებარე რეგიონი), სადაც მოგვიანებით მართლაც დასტურდება ქართველურ ტომთა ბინადრობა (ასეთ შემთხვევაშიც დასაშვები იქნება შუმერთა მიგრაცია სამხრეთში). თუ გავითვალისწინებთ მეცნიერთა მიერ დადგენილ ფაქტს, რომ შუმერები არ იყვნენ ავტოქტონები (ქვეყნის ძველისძველი მკვიდრი მოსახლენი) და ისინი გადმოსახლებულნი იყვნენ რომელიღაც რეგიონიდან, მაშინ ასეთ რეგიონად, ქართველურ ენებთან მოსალოდნელი გეენტიკური კავშირებიდან გამომდინარე, მისაღები იქნება კავკასია და არა შუმერის სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით მდებარე ტერიტორია, როგორც ეს ივარაუდება თითქმის ერთი საუკუნის წინ მ. წერეთლის მიერ გამოთქმული ვარაუდი კავკასიიდან შუმერთა მიგრაციის შესახებ.
რაც შეეხება შუმერულსა და ქართველურ ენათა შორის არსებულ საკონტაქტო ხანას, იგი წინარე ქართველურის პერიოდით უნდა განისაზღვროს
მიმაგრებული სურათი