« შუმერები და საქართველოს ისტორია / Sumerians and the history of Georgia »
კატეგორია: ვიცოდეთ
ავტორი: admin
თარიღი: 2014-03-13 01:07:53
http://www.evpatori.ge/?do=view_news&news_id=1991შუმერული და ქართველური ენები
შუმერები და ქართველები 
შუმერები არიან უძველესი და უპირველესი დედამიწის ცივილიზებული ხალხი, რომლებმაც გაანათლეს კაცობრიობა, ისინი არიან ცივილიზაციის სათავე. 
მათ ასწავლეს კაცობრიობას:
წერა-კითხვა, ჯერ ლურსმული და შემდეგ ანბანური.
ხაზი და ხაზობრივი ცივილიზაცია (გეომეტრია)
რიცხვები – მათი აზრი და შინაარსი (მათემატიკა)
ასტრონომია 
კაცობრიობის პირველი ღვთაებათა პანთეონი, სამყაროს ატსრონომიული სალოცავები, რომელთაგანაც ისწავლა ლოცვა დედამიწის ხალხმა.
დიდი ღმერთის, ერთის, სამყაროს შემოქმედის ხატება, აზრი და შინაარსი.
მზისა და მთვარის კალენდარი წამების სიზუსტით, რა სიზუსტის კალენდარიც თანამედროვე მსოფლიომ არ იცის და არცა აქვს, რომელიც ჩვენ აღვადგინეთ.
ისინი წერენ და იწყებენ სამყაროს და კაცობრიობის ისტორიას:
- “სამყაროს გაჩენა” – აღწერენ პირველად ხმელეთის ამოსვლას პირველქმნილი ოკეანედან დედამიწაზე.
- “წარღვნა”
- “მეორედ მოსვლა”
- “კაცობრიობის ახალი წლის პირველი დღე”.
მსოფლიოს შუმეროლოგებმა ეს ყველაფერი წაიკითხეს შუმერული თიხის წიგნებზე. 
შუმერები ისტორიას ცისა და მიწის გაჩენით იწყებენ. გასაოცარია საიდან იცოდნენ ეს ისტორია? რა თვალი უყურებდა მაშინ დედამიწას, როცა ცა და მიწა ნაწილდებოდა? როცა სულ წყლით იყო დაფარული მიწა და ხმელეთი ჯერ არ იყო?
ასევე საოცარია, აუხსნელია, ქართული ასომთავრულის – შუმერების ანბანის შექმნაც, საიდან? როგორ? რისი ნაწილია ანბანში შეფარული ეს უზარმაზარი სიბრძნე – სამყარო! 
დედამიწის დაბადების ისტორია და ანბანის შინაარსი ერთი ფუძისანი არიან, ერთ საძირკველზე დგანან. საოცარია ისიც, რომ ამ ორ შემთხვევას – დედამიწის შექმნის ისტორიას და ანბანს ერთი და იგივე ღვთაებები ჰყავთ. 
მსოფლიოს მეცნიერებმა შუმერების გზა-კვალს დედამიწაზე ვერ მიაგნეს და გამოაცხადეს, რომ ენა მკვდარია და ხალხი გადაშენებული. ასე დაასრულა მსოფლიოს უდიდესმა შუმეროლოგიის კოჰორტამ კვლევა შუმერების შესახებ – ფრანსუა ტიურო-დანაუენმა, არნო პიობელმა, ადამ ფოლკენშტეინმა და ფრანსუა ნოას კრამერმა – მიუხედავად მათგან ბრწყინვალედ წაკითხული შუმერული ისტორიისა.
1996 წლის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან დაარსებულმა “მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი ‘შუმერი” თავისი ახალი მეცნიერული აღმოჩენებით აცხადებს, რომ ენაც ცოცხალია და ხალხიც, რაც დაადასტურა სამყაროსეული შინაარსის მქონე, კაცობრიობის პირველმა საოცრებამ – ანბანმა. რაც ანბანმა გააცხადა ამის გაცხადება არ შეეძლოთ რაც კი მეცნიერები ყოფილან დასაბამიდან დღემდე დედამიწაზე და ეს ანბანი ქართული ასომთავრული, რომელიც შუმერების ანბანად აცხადებს თავს, რომელიც ოცდათხუთმეტნიშნაა და ოცდათხუთმეტივე ასო ნიშანს შუმერული სახელები ჰქვია, რომელიც შუმერების ყველა ცივილიზაციის სათავეა. ეს კი არ იცის მსოფლიომ. 
ესაა ის ანბანი, რომელშიც შეფარულია ყველა ის სიბრძნე, რითაც მოძღვრავდნენ შუმერები მსოფლიოს, ყველა ცივილიზაციის სათავე, სამყაროს ცივილიზაციის პირველი მემკვიდრე დედამიწაზე.
ეს ანბანი კი ქართველი ხალხის დედა ენაა და ეს დედობა კი ამტკიცებს შუმერებისა და ქართველების მამა-შვილობას, ეს შვილები კი დღევანდელი ქართველი ხალხი და საქართველოა – თავისი ენით, ანბანით, მთელი თავისი კულტურული მემკვიდრეობით – პირდაპირი შვილები შუმერებისა. 
რადგანაც მსოფლიოს მეცნიერებმა, შუმეროლოგებმა, აღმოსავლეთმცოდნეებმა, სემიტოლოგებმა, ძველი მსოფლიოს ისტორიკოსებმა ვერ მიაგნეს და არ იციან სათავე შუმერების ცივილიზაციისა. მინდა საქართველოში დავაარსო მსოფლიო განათლების ცენტრი, უნივერსიტეტი – მეცნიერებათა აკადემიით, რადგანაც ანბანში ის ცივილიზაციაა, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა სწავლობდეს და არკვევდეს, ხოლო დედამიწის ამ დაკარგული ისტორიის მიგნება და აღდგენა სულ სხვა გზაზე აყენებს კაცობრიობის აზროვნებასა და ისტორიას!
საუკუნეები ეძებდა მთელი მსოფლიო ამ ცივილიზაციას და ვერ მიაგნეს. დაინტერესებული ხალხი აქ მოვა სასწავლებლად – ძირითადად მეცნიერები. 
რაც მთავარია:
ეს აღმოჩენა ქართველი ხალხის მილიონობით – ერთთესლა, ერთსისხლა და ერთხორცა ნათესავებს ნახულობს მცირე აზიაში – ხეთები, კაბადოკიელები, ჭანები, ლაზები, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში - საფრანგეთიასა და ესპანეთის ბასკები, რელიგიური ომიდან ამოყავს საქართველო, რაც ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზაკვალია! 
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული 
მსოფლიო ანბანური კვლევის სამეცნიერო ცენტრი "შუმერის" 
პრეზიდენტი ზურაბ ქაფიანიძე 
ვიცე-პრეზიდენტი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი 
დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ მიბჩუანი. 
ამ ენათა ურთიერთდამოკიდებულებას ყურადღება მიაქციეს ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში. შუმერულისა და ქართველური ენების ნათესაობის მტკიცების პირველი ცდა (1904 წ.) ეკუთვნის კ. კრამალს, რომელმაც დამაჯერებლად მიიჩნია კავშირი შუმერული "სარ" და ქართულ "წერას", შუმერულ "სიმ", "სუმ" (მიცემა) და ქართულ "ჩემ"-ს (აქედან მიცემა) შორის, თუმცა მის მიერ მოყვანილი არაერთი სხვა მაგალითი საეჭვოდ მიიჩნიეს. 
კარგადაა ცნობილი გამოჩენილი ქართველი ასირიოლოგის მ. წერეთლის მოსაზრებანი ამ საკითხთან დაკავშირებით. იგი 1912 წლიდან აქვეყნებდა ნაშრომებს, რომლებშიც ავითარებდა ვარაუდს, რომ შუმერული და ქართვეული ენები (ქართული, სვანური, მეგრული, ლაზური) ბევრ საერთოს ავლენდნენ ლექსიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის სფეროებში. თუმცა იგი გენეტიკურ ნათესაობას შუმერულსა და ქართველურ ენებს შორის მაინც ვერ ხედავდა. 
მ. წერეთლის მიერ წარმოდგენილი შუმერულ-ქართველური ლექსიკური პარალელებიდან განსაკუთრებითაა აღსანიშნავი შემდეგი: 
გამოყენებულია შემდეგი ენები: შუმერული, ქართული, სვანური, მეგრული, ლაზური, ბასკური, ირლანდიული, ინდო-ევროპული.
შუმ: "აგარ" / ქართ: "აგარაკი" - მინდორი, ტრამალი
შუმ: "აკილ" / ქართ: "კივილი" - კივილი
შუმ: "ბაბარ" / ქართ: "ვარვარი" - ბრწყინვა
შუმ: "ბარ" / ქართ: "ვერ" - უარყოფა
შუმ: "ბირ" / ქართ: "ბრიალი" - ცეცხლის რბიალი
შუმ: "დაგ" / ქართ: "დღე" - განათებული, სუფთა დღე
შუმ: "დიჰ" / ქართ: "თიხა" - ქვა
შუმ: "დუგ" / ქართ: "დოქი" - დოქი
შუმ: "ემე" / ქართ: "ენე", "ენა", "ნინ", "ნინა", "ნენა" - ენა
შუმ: "ერემ", "ერენ" / ქართ: "ერი" / ირლ: "ერენ" - ერი, ხალხი
შუმ: "გან" / ქართ: "ყანა" - მინდორი
შუმ: "გურ" / ქართ: "გორ" / სვან: "გურ" / მეგრ: "გორგოლ" / ლაზ: "ნგორ" - მოტრიალება, გაგორება
შუმ: "ჰად" / ქართ: "ღადარი" - ნათება
შუმ: "ითუ" / ქართ: "თვე" - თვე
შუმ: "გორა" / ქართ: "გორა" / ბასკ: "გორა" - მთა
შუმ: "დურგარ" / ქართ: "დურგალ" - დურგალი
შუმ: "სილა" / ქართ: "სილა" - სარწყაო ერთეული
შუმ: "ჰა" / ქართ: "ფხა" - თევზი
შუმ: "ხარ" / ქართ: "ხარი" - ხარი
შუმ: "სარ" / ქართ: "წერ" - წერა.
შუმ: "არე" / ქართ: "არე-მარე", "არეა" - ქვეყანა, ადგილი
შუმ: "ენგურ" / ქართ: "ენგური" - მტკნარი წყალი
შუმ: "უბურ" / ქართ: "უბე" - მკერდი
შუმ: "ლიკ" / ქართ: "ლეკვი" - ძაღლი. 
სიტყვა: მიწა 
შუმერული: "ქაქი" - მიწა
ქართული: "ქანი" - მიწა (წიაღისეული)
სვანური: "გიმ" - მიწა / "ქვან" - ქვიანი ადგილი
ზანური (მეგრულ-ლაზური): "ქიანა" - ქვეყანა / "ქუა" - ქვა. 
English 
Word: Ground 
Sumerian: "kaki" - ground
Georgian: "kani" - ground
Svan: "gim" - ground / "kvan" - grounded place
Zan (Mingrelian-Laz): "kiana" - country / "kua" - stone. 
ქართული 
სოლისებრი დამწერლობა (უფრო ცნობილი, როგორც ლურსმული დამწერლობა) — დამწერლობის ძველი სახეობა, რომელიც გავრცელებული იყო წინა აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში. იგი შექმნეს შუმერებმა ძვ. წ. III ათასწლეულში. III ათასწლეულის შუა ხანებში შუმერებმა ლურსმული დამწერლობა გამოიყენეს სიტყვიერ–მარცვლოვანი დამწერლობისთვის, რომელშიც სიტყვის ფუძე აღინიშნებოდა იდეოგრაფიულად, ხოლო გრამატიკული ელემენტები და დამხმარე სიტყვები–შესაბამისი მარცვლებით. შუმერებმა თავდაპირველად ლურსმული დამწერლობა შედგებოდა პიქტოგრამებისგან, მაგრამ რადგან საწერად გამოიყენებოდა რბილი თიხის ფილა და ლერწმის ღერი, ამ ინსტრუმენტებით პიქტოგრამების ხატვა არ იყო მარტივი და სიმბოლოები ლურსმის ფორმის შტრიხებად გარდაიქმნენ. ამიტომაც ეწოდება დამწერლობას ლურსმული. დამწერლობობის მიმართულება თავდაპირველად იყო ვერტიკალური და მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო შემდგომ ჰორიზონტალური და მარცხნიდან მარჯვნივ.
შუმერული დამწერლობა III ათასწლეულის შუა ხანებში გადაიღეს აქადურში, ელამურში, ხურიტულში, ლუვიურში, ხეთურში და ურარტულში. ამრიგად ლურსმული დამწერლობა პირველი საერთაშორისო დამწერლობა გახდა. 
* * *
 Karlo Barbakadze · Stafford Senior High School
ზურაბ ქაფიანიძესა და თემურ მიბჩუანს საკმაოდ ახლოს ვიცნობდი. 2003 წელს მათ ჩემი წიგნი “ენის ელემენტური თეორია“ვაჩუქე, რომელშიც სამეტყველო ენის წარმოშობის საკითხი მაქვს განხილული. ამ თეორიის მიხედვით ჩვენთვის ცნობილი ყველა ენა ერთი წარმომავლობის არის. ყველა ენის ყველა სიტყვა ენობრივი ელემენტების შერწყმით არის მიღებული, რომლებიც უმარტივეს სიტყვებს წარმოადგენენ. ენობრივი ელემენტები ქვემოთ წარმოდგენილ სისტემას წარმოქმნიან.
ენობრივი ელემენტების სისტემა
ჰია ხია ქია ღია ყია გია კია რია დია . . . .
ჰპა
ჰმა
ჰფა
ჰბა
ჰვა
ჰუა ხუა ქუა ღუა ყუა გუა კუა რუა დუა...See More  
მიმაგრებული სურათი