მოითმინეთ აბა ცოტა ხანი. ჩემთვის უცნობი რამდენიმე ტერმინი გამოჩნდა და უნდა დავაზუსტო.
* * *
ოოო, მოდით ასე ვქნათ: მე ახლა დავდებ თარგმანს, რომელსაც, ასე ვთქვათ, "გაშალაშინება” აკლია. თქვენ თუ კარგად ერკვევით სამკაულების და მისთანების ტერმინოლოგიაში, შეგიძლიათ შეასწოროთ. თუმცა ამის გარეშეც არ გაგიჭირდებათ აზრის გამოტანა ჩემი აზრით.
კოლხეთის გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის სამაროვნებში აღმოჩენილი ლითონის ნაკეთობები
ცენტრალური კოლხეთის გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის სამაროვნებს (მაგ.: ურეკის, ნიგვზიანის, ერგეტას და კიდევ 14 სხვა დასახლების სამაროვნებს) დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიისთვის, რადგან ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ქრ.შ.-მდე VIII - VI საუკუნეებში არსებული დასაფლავების წეს-ჩვეულებების შესახებ. გეოგრაფიული თვალსაზრისით ეს სასაფლაოები მდებარეობს რეგიონში, რომელსაც გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მიწურულსა და ადრეული რკინის ხანის დასაწყისში დიდი მეტალურგიული აქტიურობა აღენიშნება. აქ დიდი რაოდენობით იწარმოებოდა და მუშავდებოდა ბრინჯაო, რისთვისაც სარგებლობდნენ რაჭაში, სვანეთსა და ბოლნისში არსებული სპილენძის ადგილობრივი საბადოებით. თუმცა კალა შემოჰქონდათ. კოლხეთში უხვად არსებული მადნის გადამუშავებით აღმავლობა განიცადა რკინისა და ფოლადის წარმოებამ. ამას გარდა დიდი კავკასიონიდან წამოსული მდინარეებიდან, როგორიცაა ენგური და რიონი, ოქროს მოიპოვებდნენ, რამაც თავის მხრივ ოქრომჭედლობის განვითარებას შეუწყო ხელი.
დასავლეთ საქართველოში არსებული მდიდარი სასარგებლო წიაღისეული და მისგან წარმოებული პროდუქცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იყო ცნობილი. გასაკვირი არ არის, რომ საფლავებში მრავლადაა ჩატანებული ლითონის ნაკეთობები.
მაგალითისათვის ავიღოთ ერგეტის (ერგეტა) მეორე სამაროვანის სამხრეთ ნაწილში მდებარე ნომერი 4 საფლავი, რომელიც თარიღდება ქრ. შ.-მდე 750 - 650 წლებს შორის პერიოდით.
ამ დროის კოლხური სამაროვნები ძირითადად მოიცავს სარიტუალო მოედნებს და კოლექტიურ საფლავებს. ინდივიდუალური სამარხები კი ცოტაა. მიუხედავად იმისა, რომ ერგეტის სამაროვანი ერთიან სამარხს წარმოადგენს და სხვა ეპოქების, რეგიონებისა და კულტურების სამარხებისგან მკაფიოდ განსხვავდება, აქ არსებული სარიტუალო მოედნები და საფლავები მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც დროისა და სამშენებლო თვალსაზრისით, ასევე ჩატანებული ნივთებით.
სარიტუალო მოედნები, სადაც ნაპოვნია საძვალეები მეორადი დაკრძალვებიდან (ერთ საფლავში მოგვიანებით მეორე მიცვალებულის დასაფლავება) კრემაციის კვალით, როგორც წესი, ხრეშით არის დაფარული. მიცვალებულებისთვის ჩატანებული სურსათის ნარჩენები ნამდვილ კულტურულ შრეებს ქმნის. კოლექტიური საფლავები განლაგებულია სარიტუალო მოედნის გარშემო და წარმოადგენს მიწაში ჩადგმულ ხის კონსტრუქციებს. შესასვლელი სარიტუალო მოედნისკენ იყო მიმართული. თითოეულ ამ სამარხში 200-ზე მეტი ინდივიდის ნეშტია.
ერგეტის სამაროვანი II
ერგეტის II სამაროვანი მდებარეობს მსგავსი სახელის მქონე სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ზუგდიდის (სამეგრელო) ტერიტორიაზე, სანაპიროდან დაახლოებით 2,5 კილომეტრის მოშორებით. ნომერ 4 ორმოსამარხთან
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9D%E1%...%83%AE%E1%83%98 შესასვლელი სამაროვნის ცენტრის გვერდულადაა მიმართული სარიტუალო მოედნისკენ. თვითონ საფლავი ზედაპირიდან 80 სანტიმეტრის სიღმეზეა და მოიცავს 11X5 მეტრ ფართობს.
მიწის ის შრე, სადაც უშუალოდ ნეშტია, ტორფისმაგვარია, რაც გამოწვეულია ნარჩენების ხრწნითა და დაშლით. თვით ძვლებიც ძლიერაა დაშლილი. შედარებით კარგ მდგომარეობაში შემორჩენილია მხოლოდ კბილები, რომლებიც 235 მიცვალებულზე მიგვითითებს. ნეშტის სამყოფელი შრის ზემოთ არის საფლავის თავდაპირველი კონსტრუქციის ხის ძელების ნარჩენები.
საფლავის ინვენტარი - ლითონის ნაკეთობების მრავალფეროვნება
საფლავის ინვენტარი მოიცავს სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ ჭურჭლეულს, სამკაულებს, პატარა პლასტიკებს (სკულპტურებს), სამუშაო და საბრძოლო იარაღებს და სხვა ხელსაწყოებს. მიცვალებულებს საფლავში ჩატანებული აქვთ კერამიკის, ქვის, ხის, კარნეოლის, ქარვისა და სხვა ნახევრად ძვირფასი ქვების ნივთები; ასევე სპილენძის, ბრინჯაოს, რკინის, კალის, ტყვიის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები.
2500 მძივის (აქ იგულისმება ბურთულები, იგივე: ხელოვნური მარგალიტები რუს.: бисер. თუ ვინმემ ისით ზუსტი ტერმინი, შემისწორეთ) გარდა საფლავში ნაპოვნია 600 ნაკეთობა, რომლებიც ხარისხდება გამოყენების 44 ჯგუფად. ნიადაგის მაღალი ტენიანობისა და მარილის შემცველობის გამო ლითონის ნაკეთობების დიდი ნაწილი კოროზირებული იყო და კოროზიული ქერქების შედეგად ერთმანეთზე ზოდებად მიკრული. ამ ზოდებიდან ორი პატარა პლასტიკის (სკულპტურის) გამოცალკევება მოხერხდა. ესენია: ორთავიანი ცხვარი და მწოლიარე ლეოპარდი.
საფლავში არსებული ჭურჭლის რაოდენობა შედარებით მცირე იყო. ისინი მხოლოდ კერამიკისგან იყო დამზადებული. ნაპოვნია მილიან-ყურიანი რამდენიმე დოქი, (დაახლოებით ასეთი
http://s003.radikal.ru/i202/1101/b1/48b2b35bc549.jpg ) ფიალები და სხვა სასმისები, ერთი პატარა ქოთანი და სხვადასხვა ჭურჭლისა და თასების ნატეხები. საფლავში ჩატანებული იყო ასევე თიხის ორი თითისტარი და ოცზე მეტი სალესი ქვა.
სპილენძისგან, ბრინჯაოსგან, რკინისა და ფოლადისგან დამზადებული იარაღებიდან საგრძნობლად ჭარბობს სპილენძის ე.წ. სეგმენტური იარაღი, რომელიც 68 ცალია ნაპოვნი. ამას მოჰყვება ბრინჯაოს 14 ცული (ერთ მათგანზე გამოსახულია გეომეტრიული ფიგურები და ძაღლი), და რამდენიმე წერაქვი. ხანჯლებისა და დანების უმეტესობა რკინისგანაა გამოჭედილი. მათ გვერდითაა ხანჯლები ერთ ნაწილად ჩამოსხმული ვადით (ტარით) და ორმაგი ჩამოსხმით (არ ვიცი ეს ქართული ტერმინი რამდენად სწორია, მაგრამ აქ იგულისხმება ჩამოსხმულ დეტალზე, ზემოდან, ხელმეორედ ჩამოსხმა. ანუ საერთო ჯამში ორი ლითონის ფენა გამოვა. თუ ვინმემ იცით, როგორ ეძახიან მეტალურგები ასეთი ტიპის ჩამოსხმას, მითხარით). ნაპოვნია ასევე რკინის ორი ცული და კაჟის ქვის რამდენიმე ისრისწვერი.
ტანსაცმლის აქსესუარებიდან ნაპოვნია ქამრის ბალთები და დუგმები, გრავიურებული ქამრის ნაგლეჯები, ბრინჯაოს ღილები და ფირფიტები. ერთი ხის სავარცხელი, პინცეტები და ბრინჯაოს გრავიურებული ჩხირები ჰიგიენური ნივთების რიცხვში შეგვყავს.
სამკაულები ძირითადად დამზადებულია ბრინჯაოსგან, დანარჩენ შემთხვევაში კი რკინისგან და ძვირფასი ლითონისგან, იშვიათად ტყვიისგან. ფორმებისა და ობიექტების მრავალფეროვნება ძალიან დიდია: ნაპოვნია ფიბულები (მშვილდსაკინძები),
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=42075 ეჟვნები, ყელსაბამები და სხვადასხვა ფორმის ჩამოსაკიდებელი სამკაულები. სამარხში არსებული სამკაულების დიდი ნაწილი მოიცავს ბრინჯაოსა და კალისაგან დამზადებულ საწვივე რგოლებს, საკისრე რგოლებს, სამაჯურებს და ბეჭდებს, რომელთა საეღტო რაოდენობა 150-მდე აღწევს. მრავალი მათგანი მოვერცხლილი ან მოოქროვილია. მათ შორის იყო ბაჯაღლო ოქროს ერთი სამაჯური. მძივები (ბისერები) დამზადებულია სხავდასხვა მასალისგან: უმეტესობა კარნეოლისგან, ზოგი გიშერისგან, ასევე ტალკისგან
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=...ddbad&il=en&p=1, ქაშანურისგან, მინისგან, ქარვისგან, ვერცხლისგან და ოქროსგან. ყველაზე პატარა მძივები, რომელთა დიამეტრი დიდად არ აღემატება ერთ მილიმეტრს, კალისგანაა ჩამოსხმული.
რკინის მნიშვნელობა
მსგავსი კონსტრუქციის, ზომისა და ინვენტარის მქონე სამარხები ურეკშიც გვხვდება, რომლებიც იმავე დროით თარიღდება. ერგეტის სხვა სამაროვნებზე ნაპოვნია რკინისა და ფოლადისგან დამზადებული ბევრად მეტი იარაღი და ხელსაწყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროის კოლხეთში ძალიან გავრცელებული იყო რკინის მეტალურგია.
საინტერესოა რკინის ახალი ტიპის ხანჯლები, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ბრინჯაოს პროტოტიპებისგან. ესენია დიდი, მოხრილი, ე.წ. ურარტუული დანები და აკინაკეს (ორპირიანი მოკლე მახვილი) ტიპის ხანჯლები, რომლებიც ჰგავს სკვითების ხანჯლებს. სავარაუდოა, რომ ასეთი ხანჯლები გავრცელებული იყო მე-7 საუკუნის მე-2 ნახევარში.
This post has been edited by leono on 11 Jan 2011, 19:44