რა ქართული?! შეხედე, რა სომხური ელფერი დაჰკრავს, ნამდვილი არმენია, თავისი ეშხით, საზრიანი გამოხედვითა თუ მთელი მისი დიდებულებით, სუფთა სომეხი რაინდია!
ნატალია ნარიშკინა, სომეხს რატომ არ გადაეჩაჩხებოდა? განსხვავებული რელიგიის გამო? თუ ნარიშკინა რელიგიური იყო, მაშინ ქორწინების გარეშე ჩამოხევაზე არანაკლები შიში უნდა ჰქონოდა, მართლმადიდებელთანაც არანაკლებად.
ალექსი მეფე, წარბებს იპუტავდა! მის პინცეტს ინახავდნენ ადრე, რუსი მონარქები, მაგრამ 1917 წლის რევოლუციისა და შემდგომი სამოქალაქო ომის დროს დაიკარგა, ეგ ეროვნული საგანძური.
პეტერგოფის მუზეუმში თუ სხვაგან, პეტრეს სურათს დიდი ხნის წინ ჩაუტარეს "რესტავრაცია" და ქართველს დაამსგავსეს, რადგან რუსს ვერ მიამგვანეს, ხოლო რომ მიემგვანებინათ საერთოდ ახლიდან უნდა დაეხატათ მაშინ. ეს ბარბარიზმი სტალინის დროს მოხდა და ასე დაუკარგეს სომხური პეწი პეტრეს, ეგ კიარადა სტალინს სურვილიც ჰქონია, მე დამამსგავსეთო.
შენ ბრძნულ ეჭვებს+ეგ რუსი ბებია და როგორც იქნება, გვეღირსება მიუკერძოებელი ისტორია პეტრეს შესახებ, ხოლო თუ zugdidi(666)2013 და butkuJ-კოლხუას დაიმატებთ, მაშინ მსოფლიო ისტორიასაც სრული სიზუსტის დაცვით აეხდება ფარდა.
ისე თამარა, გიორგი რუსტან ერთად დატინტიობდაო, ნეტა მართალია?
ეგ შენი ორი არგუმენტი ფოლადისებურია, თუმცა ჩემი ტიტანისაა.
ჰო კიდევ, აბო, სადაური იყო?