გადასახლებების ტალღის თეორია
ურნების მინდვრების კულტურაში არსებობს სათავსოები და გამაგრებული დასახლებები, რასაც მეცნიერები მიიჩნევენ ბრძოლებისა და არეულობების ნიშნად. წყაროებში არსებობს რამდენიმე მოვლენა-არეულობა, რომელიც უნდა ემთხვეოდეს აღნიშნული კულტურის არსებობის პერიოდს: 1) მიკენის კულტურის დასასრული, რომლის პირობითი თარიღი უნდა იყოს 1200 ქრისტემდე; 2) ტროას განადგურება, ქრისტემდე დაახლოებით 1200 წელი; 3) რამზეს მესამის ბრძოლები "ზღვის ხალხებთან", 1195-1190 წლები ძვ. წელთაღრიცხვით; 4)ხეთების სახელწიფოს დასასრული, 1180 წელი ქრისტეს შობამდე; 5) ფილისტიმელთა დასახლება პალესტინაში, 1170 წელი ქრისტემდე. მეცნიერთა ნაწილი ამ მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებს ევროპაში მოსახლეობის ცვლილებას, გადასახლებებს. ამ კუთხით ნახსენებია ასევე დორიელთა შეჭრა საბერძნეთში. თუმცა სხვა მოსაზრებებით ეს მოვლენები არ უნდა იყოს ერთმანეთთან ასეთ მჭიდრო კავშირში.
დასახლებები მკვეთრად სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს ყორღანული კულტურის დროს იყო. დამახასიათებელია დასახლებები ამაღლებულ ადგილებზე, გარშემო კი დამცავ საშუალებებს აგებდნენ. გერმანიის სამხრეთით არსებულ ტბებთან და შვეიცარიაში აშენებდნენ ხიმინჯებიან სახლებს.
რეკონსტრუქცია ხიმინჯებიანი სახლების

ნაპოვნი კერამიკა კარგი ხარისხის არის, გლუვი.

ასეთი მოყვანილობის იარაღსა და აღჭურვილობას პოულობენ სამარხებში

სათავსოები ძალზე დამახასიათებელია ურნების მინდვრების კულტურისთვის. ეს ჩვეულება ნელნელა ქრება ბრინჯაოს ხანის დასასრულისთვის. ისინი ხშირად კეთდებოდა მდინარეებში და ისეთ ნესტიან ადგილებში, როგორიც არის ჭაობი. ასეთი ადგილები ძირითადად მიუვალია და ეს კეთდებოდა როგორც ძღვენი ღმერთებისადმი. სხვა სათავსოებში იყო გატეხილი ან გამოსაყენებლად უვარგისი ნივთები, რომლებსაც, სავარაუდოდ, მჭედლები იყენებდნენ გადადნობისთვის. ზოგიერთი მკვლევარი ასკვნის, რომ ასეთი სამარხები, ადრეულიც და გვიანდელიც, რადგან შეიცავენ ერთნაირ ნივთებს, ეს უნდა ყოფილიყო იარაღის მომარაგება მომავალი ცხოვრებისთვის.
ყორღანების დროს აკეთებდნენ მასიურ სამარხებს, ხოლო ურნის მინდვრების კულტურის დროს დამარხვა ხდებოდა ძირითადად განცალკევებულად, თუმცა ხანდახან ყორღანებსაც აკეთებდნენ მაინც. კულტურის ადრეულ ეტაპზე სამარხს აკეთებდნენ ადამიანის მოყვანილობის, ხანდახან ქვებითაც იყო ძირს გაწყობილი და ისე ასვენებდნენ მიცვალებულის კრემირებულ ნარჩენებს. უფრო მოგვიანებით დაიწყო ხალხმა ნარჩენების ურნებში მოთავსება, რასაც მეცნიერები ხსნიან ხალხთა რელიგიურ და მსოფლმხედველობრივ საკითხებში ცვლილებებით, შეიცვალა მათი წარმოდგენა მიწიერ და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე.
მარბურგთან(გერმანია) მიკვლეული სამარხი-ყორღანი

ურნების ჩამარხვის წესი, სქემა

ნახევარმთვარის ფორმის საჭრელის სქემა
* * *
გერმანიაში აღმოჩენილი ე.წ. "ოქროს ქუდი"

ებერსვალდის განძი

ნებრას დისკო

მოლდის ოქრო
This post has been edited by giorgivachadze on 13 Mar 2011, 20:55