ოკ, ეს დაპირება ტყუილად არ მითქვამს და მე შევეცდები დავამტკიცო რომ, თუ ქრისტე არ იარსებებდა არ იარსებებდა დოლარიც$
მივყვეთ ლოგიკურად:
დაუშვათ იესო არ მოევლინა ქვეყანაზე და ქრისტიანობა არ გაცხადდა რა მომვალი ექნებოდა კაცობრიობას??
ძალიან რთული კითხვაა რადგან ჩემის ღრმა რწმენით ქრისტეს არ არსეობობის შემხთვაში არ იქნებოდა ევროპა იმ სახით რა სახითაც ჩვენ ვიცნობთ დღეს უბრალოდ არ აირსებებდნენ სახელწიფოები რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ... საიდან გამომდინარეობს ეს ვარაუდი?
ქრისტიანობის შემოსვალმდე რომის იმპერია განიცდიდა უდიდეს კრიზისს მას ახალი სისხლი ჭირდებოდა და გამოიყენეა ქრისტიანობა როგორც ახალი შემაკავშირებელი საშუალება რომაელი ერისათვის, მაგრამ თუ ასეტი საშულება მას არ ექნებოდა მაშინ რომი დარჩებოდა იმ რელიგიური დოგმატიკის ერთგული რაც ისედაც იყო განვითარებული თუმცა გაძლიერდებოდა მითრაიზმის კულტი რომელიც ძალიან ძლიერი იყო ჯარისკაცებში და სწორედე ამ კულტის წინ წამოწევით რომი შეეცდებოდა რეკონსოლიდაციას.... მართალია რომს თავს ესხმოდნენ ბარბაროსები მაგრამ ისინი სახელწიფოებად ვერ ყალიბდებოდნენ არასაკამარისი პოლიტიკური კულტურის გამო... გნებავთ დაიჯერეთ გნებავთ არა.... მაგრამ სწორედ ქრისტიანობამ მისცა მათ ის კულტურა რომელიც აკლდათ სახელფიფოს შესაქმნელად....
სანამ ქრისტიანობა შემოვიდოდა გალური და გერმანული ტომები ჩვეულებრივ მონღოლებივით ცხოვრობდნენ რომელიც დროდადრო მოძლიერდებოდნენ და თავს ესხმოდნენ რომს მაგრამ მათი გაძლიერებას პროგრესია არ ჰქონდა რადგან ისინი ვერ იხვეწებოდნენ სახელმწიფოს დონეზე... ამიტომ მუდმივად იყო აღმასვლა და დაღმასვლა შესაბამისად ხლოდვიგი (ფრანგთა მეფე) ან კარლოს დიდი უბრალოდ მარბიელი ლაშქრის მეთაურები იქნებოდნენ და არა ფრაგული ცივილიზაციის მამათავრები რადგან მათ მთავარი საშენი მასალა, ერის გამაერთიენებლი საფუძველი არ ექნებოდათ რომ სახელწიფოდ ჩამოყალიბებულიყვნენ... ამიტომ რომ არა ქრისტიანობა რომის ჩრდილოეთი შეინარჩნებად სტატუს ქვოს ---"ბარბაროსთა მიწას", რომი კი კვალვ ადგებოდა ფეხზე რადგან მის ცვილიზაციას ალტერნატივა არ ექნებოდა როგორც ასეთი... თუმცა ცივილიზაციის ცენტრი გადავიდოდა აღმოსავლეთით კონსტატინოპოლში რომი... სანამ აღმოსავლეთ რომის იმპერია არ გაძლიერდებოდა უდიდეს კრიზისში მოექცეოდა და ხშირად იქნებოდა ძარცვის ობიექტი... არ არის გამორიცხული რომ რომის იმპერიის გაყოფა მაინც მოხდარიყო ზუსტად იმ მიზეზების გამო რაც ისედაც ვიცით.... მაგრამ მთავარი განსვხება ის იქნებოდა რომ რომის ჩრდილოთით ვერ იქნებოდა სახელწიფოები მეზობლად.
რომ არა იესო ქრისტეს არსეობობა მე და შენ ეხლა მუსლიმანები ვიქნებოდით... რადგან არაბთა შემოსავას საქართველო ვერ დაუპირისრებდა წარმათულ რელიგიას რადგან მაჰმადიანობა გაცილებით ძლიერი კონცეპტუალური ბირთვით იქნებოდა შეიარაღებული ვიდრე საცოდავი ღვთაება არმაზი და აქ დასრულდებოდა საქართველოს ისტორიაც...მაჰმადიანობა არ დაუკავშირებდა თავის კონცეპტუალურ ბირთვს ბიბლიას... ის დამოუკიდებელი იქნებოდა თავის თეორიაში... ისრაელის ტერიტორია კი მსოფლიოს ერთი ხრიოკი და უმნიშვნელო რეგიონი იქნებოდა
მოგვინაებით 14 საუკუნეში საქართველოს ტერიტორიას აითვისებდა თურქული ტომები ან ყიზილბაშური.
რაც მთავარია სრულიად სხვაგვარი იქნებოდა კაცობრიობის მეცნიერულ ტექნიკური განვითარებაც... ელინური რელიგია სრულიად არ კრძლავდა მეცნიერებას და გენიოსებს არანაირი შეზღუდვა არ ექნებოდათ მეცნიერულ მუშაობაში.... ლიბერალიზმის თეორიასაც კაცობრიობა უფრო მალე მიაგნებდა რადგან რომის იმპერიაში პოლიტიკური ფილოსფია კარგად იყო განვითარებული..... საკითხვია როდის მიაგნებდა რომი ამერიკას???
სავარაუდოდ უფრო გვიან რადგან რომს ევრაზიშიც უამრავი თავის სატკივარი და აუთვისებელი ტერიტორიები ექებოდა ამიტომ ის ახალი გზების ძებნას არ დაიწყებდა რადგან მოვლენა "ბარბაროსები" იქნებოდა დღემდეც რადაგან მათ შამანურ რელიგიის ჩამნაცვლებელი სხვა რელიგია არ იარსებებდა. (ვიკინგები გაიხსენეთ... მათი წამალი სწორედ მათი გაქრისტიენება გახდა... მანამდე ევროპას ანადგურებდნენ... ქრისტიანობის ინექციის გაკეთების შემდეგ ვიკინეგების კონტროლი უკვე დროის საქმე გახდა და საბოლოოდ ეს საფრთხე გადაგვარდა... ვიკინგების ტერიტორიაზე სახელწიფოც ჩამოყალიბდა)
მაგრამ რა მოხდებოდა როცა ამერიკას როდესმე აღმოაჩენედნენ და აღმოანდენენ მათ რომელები???
თუ რომაელები, მოხდებოდა ის, რომ, რომი მიმართვადა კოლონიზაციის აპრობირებულ მეთოდებს რაც ნიშნავს ქალაქ სახელწიოების დაარსებას. რა თქმა უდა შიშველი ინდიელები რომაელებთანაც დამარცხდებოდნენ ბრძოლაში, მაგრამ არ განადგურებდეოდა ტინოჩიტლანი (აცტეკების დედაქალქი, გაიხსენთ ფილმი "აპოკალიპტო") რადგან არ შედეგებოდა კორტესის კამპანია... რაც ყველაზე მთავარია რომალები ინდიელების გენოციდს არ განახოციელებდნენ ეს არ იყო მათი მეთოდი... საბოლოოდ ინდიელები რომაელებთან ბრძოლას ისწავლიდნენ და რადაგან მათ ცოდნას ეზიარებოდნენ და ამერიკის ტერიტორიაზე მივიღებდით სულ სხვა პოლიტიკურ რუკას სადაც ჰეგემონები ადგილობრივი ჯიშის ხალხი იქნებოდნან და რა თქმა უნდა მათ "ინდიელები" არ ერქმეოდათ რადგან კოლუმბისნაირი ლოხობა არავის მოუვიდოდა აზრად.... ამერიკას არ ექმეოდა "ამერიკა" რადაგნ მას არ აღმოაჩენდა ამერიგო ვესპუჩი
და მივადექით დოლარსაც....
დოლარი არ იარსებებდა რადგან არ იასებდბდა ინგლისის იმპერია, საფრანგეთის იმპერია, ესპანეთის იმპერია და დოლარი ვალუტა რატომ უნდა ეარსება??
საზოგადოების სოციალური წეს-ჩვეულებები იქნებოდა სრულიად სხვაგვარი რადგან ის ელინისტური იქნებოდა, სადაც ბისექსუალობა მოსულა ... სადაც დედისთვის საყვარლის მიყვანა მოსულა(დედებისთვის და დებისთვის ჯანმრთელ ზანგებს ყიდულებდნენ რომ არ მოიწყინოსო

) არ იარსებებდა ფეხბურთი და იქნებდოდა ძველი ტრადიციული ცირკის მსგავსი სპორტული შეჯიბრებები
საინტერესო სამყარო იქნებოდა დამეთანხმეთ...

მოკლედ ბევრი ვიფანტაზიორე მაგრამ მინდა რო კრიტიკულად გავარჩიოთ ჩემს მიერ დალაგებული თეორია როგორი იქნებოდა კაცობრიოაბა დღეს ქრისტე რომ არ მოვლენილიყო ამ ქვეყნად...
This post has been edited by mepar on 4 Mar 2011, 21:16