დავდებ აქ რომ ყოველთვის მოსაძებნი არ იყოს . თუმცა მე არ ვეთანხმები ავტორებს იმაში რომ აფხაზები(აგსუები) მე-17 საუკუნამდე აფხაზეთში არ ცხოვრობენ , მაგრამ აქ საინტერესოა კოდორს და ენგურს შორის მდებარე ტერიტორიის ტოპონიმიკის განხილვა :
პაატა ცხადაია
აფხაზთა და ქართველთა (მეგრელთა) თანამედროვე ეთნიკური საზღვარი და სამურზაყანოს ტოპონიმიის ზოგი საკითხიXVII საუკუნის მეორე ნახევრიდან (ფაქტიურად, ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ) იწყება კოდორ-ენგურის შუამდინარეთის ინტენსიური ეთნიკური ათვისება აფხაზთა და მათ მონათესავე ტომთა მიერ. ამას მძლავრი ბიძგი მისცა აფხაზ ფეოდალთა მიერ ჩრდილოკავკასიელთა დახმარებით წარმოებულმა სასტიკმა დაპყრობითმა ომებმა, რამაც მკვეთრად შეცვალა დემოგრაფიული სიტუაცია: დახოცილ, ტყვედ გაყიდულ თუ განდევნილ მეგრელთა დაცა-რიელებულ სამოსახლოებს მოაშურეს ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მცხოვრებმა `მეზობლებმა". ამას რუსი ავტორებიც აღნიშნავენ. ა.დიაჩკოვ-ტარასოვიაღიარებს: `აფხაზები ყოველთვის როდი ბინადრობდნენ იქ, სადაც ამჟამადცხოვრობენ. ისინი მოვიდნენ ჩრდილოეთიდან და შეავიწროვეს ქართველები" (იხ.თოთაძე, 1995, გვ.31). აბჟუაში დარჩენილი მეგრელები სრულად გააფხაზდნენ,სამურზაყანოში კი, თუმცა თანდათან ვრცელდებოდა აფხაზური ენა, ძირძველიმოსახლეობა უფრო მდგრადი აღმოჩნდა. `საერთოდ, სამურზაყანოს გააფხაზებამიმდინარეობდა ძალიან ნელა, ხოლო შემდეგ (უკვე XIX ს.) სრულებით შეწყდა"(ანჩაბაძე, 1960, გვ.26). აფსუათა შორის გავრცელებულია გადმოცემა, რომლისთანახმადაც აგრბათა, ადლეიბათა, ინაპშბათა წინაპრები ყარაჩიდან მაშინჩამოსახლებულან, როდესაც გაუგიათ, რომ `აფხაზეთი მოსახლეობისაგანდაცარიელდა" (ლომოური, 1990, გვ.170). სამურზაყანოს ტოპონიმიაზე მუშაობისასჩვენც ვიწერდით გადმოცემებს ამა თუ იმ გვარის წარმომავლობის შესახებ. ზემოღუმურიშში მცხოვრებმა ხანდაზმულმა იასონ ნოჩოს ძე ზუხბაიამ გვიამბო (1974წელს): ჩერქეზები ვართ და არა აფხაზები. ჯინჯიხატი `შაგნოხა" ყარაჩში გვაქვს.ჩვენი წინაპრების აქ გადმოსვლა ასე მომხდარა: ღალიძგასა და ენგურს შუაქვეყანას პატრონი არა ჰყოლია, ნარ-ეკლით და მაღალი ბალახით ყოფილა და-
ფარული, ხალხი აქა-იქ თუ ესახლა. მურზაყან შარაშია და დადიანი ეცილებოდნენთურმე ერთმანეთს ამ ადგილებს. შეთანხმებულან, ფალავნები ვაჭიდაოთო.შარაშიას ერთი ემხვარი უპოვია, დიდი ძალ-ღონით განთქმული. ჭიდაობაგამართულა გუმარაპიტაში, კოხორის ქვემოთ, სადაც დღეს `შოსე" გადის. ემხვარსწაუქცევია დადიანის ფალავანი, მისთვის მენჯის ძვალიც ამოუგდია თურმე.დარჩენია მთელი ეს ტერიტორია მურზაყან შარაშიას. მას კი ემხვარისათვისუბოძებია რეჩხი, ღუმურიში, ჩხორთოლი. ამ ემხვარს დედა ჩერქეზი ჰყოლია,წასულა და ჩამოუყვანია დედის ძმისშვილები ქHნთHზი და ლაწHსი. ღუმურიშელიზუხბაიები მათი შთამომავლები ვართ. ჩვენზე უწინ ახლომახლო მხოლოდ ქვაჩახიადა მელიავა სახლებულან".საინტერესოა გადმოცემა, ჩაწერილი სოფ. ხიტუშ მუხურში (საბჭოთაპერიოდში ერქვა საბჭოთა ჩაი; ქვემო ბარღების თემი) მცხოვრები კიკალიებისაგან:ძმებს _ გიორგობეს, თანაფიასა და ცუტუს ყარაჩში (?) მოუკლავთ თავადიანჩიბაია და გამოქცეულან: გიორგობე მაბირში (დღეს ტყეა მდ. ქირის მარცხ.მხარეს) დამკვიდრებულა. მისი შთამომავლები ქართველები არიან, გვარადკიკალიები; თანაფია კვიტოულში დარჩენილა. მისი შთამომავლები აფხაზები არიან,გვარად კაკალიები; ცუტუ უფრო შორს წასულა _ გურიაში. მისიშთამომავლების გვარია კიკალეიშვილი. ამ სამი გვარის `ძველებს" ჰქონიათმიმოსვლა ერთმანეთთან.საერთოდ, თითქმის ყველა სამურზაყანოელმა იცის, სადაა მათი წინაპრების`სამშობლო", სად დადიოდნენ მათი ბაბუები და ჩამადები (ბაბუის ბაბუები)ჯინჯიხატის მოსალოცავად, მერამდენე თაობას წარმოადგენენ თვითონ ისინი მათიგვარის აქ დამკვიდრების შემდეგ. მაგალითად, ეზუგბაია, ნაყოფია, ქვაცბაია,ყოლბაია, გვაგვალია, აკიშბაია, ხუტკუბია, დოჩია, ბუთბაია, აბუხბაია, გერზმავა,კონჯარია, ზვამბაია, ცობეხია (წინაპარი _ ცვეიბა)... ჩამოსულან ზHფუ-დან(ზუფუ ანუ ბზიფი ისტორიული მხარეა მდ. ბზიფსა და გუმისთას შორის).ასახელებენ არა მარტო ისტორიულ მხარეს, არამედ კონკრეტულ დასახლებულპუნქტსაც: ფსხუდან (ფსხოუ, სხუ) გადმოხვეწილან თარბაია, გვარამია, არშბა,ქიშმარია, თანია, ფაჩულია, ხაშბა, ჯინჯოლია... ლიხნიდან კი _ მიქელბაია,ქირთბაია, შარია, ეშბა...ალ.ცაგარელი, რომელიც `მეგრულ ეტიუდებში" საგანგებოდ შეეხოტერიტორიულად მოსაზღვრე ენებთან მეგრულის ურთიერთობის საკითხს, წერს,რომ ენგურიდან ჩრდილო-დასავლეთით მამაკაცებმა საკმაოდ კარგად იციანაფხაზურიც, ხოლო ოხურეისა და ღალიძგის შუა უკვე აფხაზური ენაა გაბატონე-ბული როგორც საზოგადოებრივ ურთიერთობაში, ისე ოჯახშიც (ცაგარელი, 1880, V-IX). სამიოდე ათეული წლის შემდეგ ი.ყიფშიძე ასეთ კომენტარს უკეთებსალ.ცაგარლის ცნობას: `საერთოდ, დღესაც იგივე ვითარებაა" და შემდეგაზუსტებს: `სამურზაყანოში
1
სულ ცოტა ხნის წინათ მეგრულთან ერთადგავრცელებული იყო აფხაზური ენაც და ამჟამადაც ვიწრო ზოლში მდინარეებს _ოხურეისა და ღალიძგას შუა, ს. ილორის გამოკლებით, გაბატონებულია აფხაზურიენა, მაგრამ სხვაგან იგი ადგილს უთმობს მეგრულს, სამურზაყანოელთა მშობლიურენას" (ყიფშიძე, 1994, გვ.28-29). როგორც ჩანს სამურზა-ყანოში, კერძოდ ოხურეის სამხრეთით, აფხაზური ენის გავრცელებას ხელს უწყობ-და: აფხაზთა კუნძულებრივი დასახლებანი, აფხაზეთიდან გამოთხოვილი ქალები,მწყემსები (როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდანაა ცნობილი, აფხაზებიძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ. სამურზაყანოს მთიანეთის საძოვრებიძირითადად მათი იყო. ზღვისპირა საზამთრო საძოვრებზეც მათ ჰყავდათ საქო-ნელი. მცირერიცხოვანი მეგრელი მწყემსები ძალაუნებურად აფხაზურსაც ითვისებ-დნენ. ერთი ხანდაზმული სამურზაყანოელი მწყემსის გადმოცემით, მეგრელი მწყემ-სები ერთმანეთსაც კი აფხაზურად ესალმებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს იშვიათადხდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ენგურსა და ოხურეის შუა, სადაც ამჟამად არარის აფხაზთა კომპაქტური დასახლებანი, მოიპოვება აფხაზური ტოპონიმები,რომელთაც აფხაზი მკვლევრები ამაოდ თვლიან აფხაზთა უძველესი განსახლებისსაბუთად).საყურადღებოა, რომ ყველა მდინარე, რომელიც ერთვის შავ ზღვას სამურ-
1
აქვე შევნიშნავთ: როგორც ალ.ცაგარელის, ისე ი.ყიფშიძისათვის სამურზაყანო არის ტერიტორია ღალიძგიდან ენგურამდე.თედო სახოკიაც წერდა საუკუნის წინათ: `სამმა ძმამ შერვაშიძემ გაიყო აფხაზეთი. ბზიფუ (კოდორიდან გაგრამდე) ერთძმას ერგო, აბჟუა (კოდორიდან ღალიძგამდე) _ მეორეს, ხოლო მესამეს (მურზაყანს) _ მდ. ღალიძგიდან მდინარეენგურამდე. აქედან დაერქვა ამ ნაწილს სამურზაყანო, ე.ი. მურზაყანის წილხდომილი" (თ.სახოკია, 1950, გვ.306).ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებთ, რომ ქსე-ში (ტ.9) მითითებულია: `სამურზაყანო _ ისტორიული მხარე დას.საქართველოში, აფხაზეთში... მოიცავდა ძირითადად ახლანდელი გალის რაიონის ტერიტორიას".
ზაყანოს ტერიტორიაზე, მეგრულ სახელწოდებას ატარებს. ესენია:
ღალიძგა
,
ოქუმი
|
ოქუმწყარი
,
ანარია
,
გაგიდაწყარი
... ასევე მეგრულია ამ მდინარეთა მთა-ვარი შენაკადების სახელები:
ვატაფი
_ ღალიძგის მარჯვ. შენაკადი,
ოხოჯა
_ოქუმწყარის მარჯვ. შენაკადი,
ერწყარი
_ ოქუმწყარის მარცხ. შენაკადი,
ოჯო-ღორე
_ ხუმუშქურის მარჯვ. შენაკადი,
ხუმუშქური
_ გაგიდაწყარის მარჯვ.შენაკადი,
ქვიშონა
_ ერწყარის მარჯვ. შენაკადი და სხვ. ამ ჰიდრონიმთა ერთინაწილი დადასტურებულია უცხოურ და ქართულ ისტორიულ წყაროებში,რომლებიც შექმნილია მე-17 საუკუნის მეორე ნახევრამდე _ აფხაზთა მიერღალიძგა-ენგურის შუამდინარეთის დაპყრობამდე.ღალიძგა (აფხაზ. აალძგა) რთული ტოპონიმია. მისი ორივე კომპონენტიმეგრულია: ღალH `ღელე", ძგა `ნაპირი, კიდე". პ.ინგოროყვას აზრით,`სახელწოდება ამ მდინარისა ღალიძგა სიტყვასიტყვით ნიშნავს ღელე კიდისა,მდინარე საზღვრისა" (ინგოროყვა, 1954, გვ.128). თ.ბერაძე იზიარებს ამმოსაზრებას იმ მოტივით, რომ ღალიძგა ერთ დროს ალბათ მართლაცწარმოადგენდა პოლიტიკურ საზღვარს ცხუმისა და ოდიშის საერისთავოებს შორის(ბერაძე, 1967, გვ.168). რა თქმა უნდა, სწორია მხოლოდ ი.ყიფშიძის განმარტება:ღალიძგა
"
берег
реки
"
, ე.ი. მდინარისპირი.ინდიკატორი ძგა `პირი" არაა იშვიათი მეგრული ენის გავრცელებისარეალში: ღალHძგა `ღელისპირი" ოწყარიეს მარჯვ. შენაკადია ჩხოროწყუს რ-ნის სოფ. ახუთში; ღაიჩაძგა სახნავებია მდ. ღაიჩის ნაპირებზე, მარტვილის რ-ნის სოფ. ვედიდკარში; ზანაძგა უთუოდ მდ. ზანის ნაპირას მდებარე ჭალა-სახნავებს ერქვა, ხოლო შემდეგ თვით მდ. ზანის ქვემო წელის სახელად იქცა(ერთვის ხობისწყალს მარცხნიდან, ხობის რ-ნში). ამგვარ მეტონიმიასჰიდრონიმიზაცია ეწოდება. სამურზაყანო-აბჟუის სასაზღვრო მდინარის სახელ-წოდება ღალიძგაც ამგვარი პროცესის შედეგია. ისტორიული წყაროებიცადასტურებენ, რომ ღალიძგა თავდაპირველად სოფლის სახელი (ოიკონიმი)იყო. 1616-1621 წლებში შედგენილ ერთ საეკლესიო სიგელში აღნიშნულია: `არისბატონის ლევან დადიანისაგან ღალიძგა სასახლე და ზემოთ რიონის პირიწყალიძგა ბიჭვინტისა ღმრთიშობლისა შეწირული საკათალიკოზო... კიდევ როგო-რათაც ღალიძგას, ისე რიონის პირს წყალიძგას კათალიკოზის სასახლებიგამიჩენია..." (ქართ. ძეგლები, 1970, გვ.476). არქანჯელო ლამბერტის `სამეგრელოსრუკაზე" (რომელიც მისსავე `სამეგრელოს აღწერას" ერთვის) მდ. ოქუმსა დამოქვისწყალს შუა მდინარეს, რომელიც ილორთან ერთვის ზღვას, ორგან აქვსწარწერა
Eცჰალის.
მის მარჯვ. ნაპირას ეკლესიის თავზე წარწერილია
Eცჰალისგას
,
რაც,უეჭველია, სახელწოდება ღალიძგა-ს დამახინჯებული ფორმაა. ხოლო რაცშეეხება მეტონიმიას _ ოიკონიმი
→
ჰიდრონიმი, იგი მსოფლიოში ცნობილიტოპონიმიკური მოვლენაა. ასე რომ, მიუღებლად მიგვაჩნია თვალსაზრისი: `სახელიღალიძგა (კიდე_ღელე) იმის მანიშნებელია, რომ სწორედ მდინარისაგან უნდამიეღო ამ შემთხვევაში დასახლებულ პუნქტს სახელი" (ბერაძე, 1967, 138)...არქ. ლამბერტის `სამეგრელოს რუკაზე" მდინარეს, რომელიც გუდავასთანერთვის შავ ზღვას, ქვემო წელზე აწერია
Oცჰუმს
ოქუმი. აქაც მეტონიმია გვაქვს.სამეგრელოში ქუმუ (ქართული ქუმელ სიტყვის კანონზომიერი შესატყვისი)აღნიშნავს სელსაც, ჭვავსაც, ფეტვსაც _ მცენარესა და ნაყოფს. მეგრული ო-პრეფიქსი ხომ დანიშნულებას გამოხატავს, იგი, ჩვეულებრივ, მარცვლეულისსახელებისაგანაც აწარმოებს დანიშნულების სახელებს, რომლებიც ტოპონიმებადაციქცევიან: ოქობალე
←
ქობალი `ხორბალი", ოჭვე
←
ჭვე `ჭვავი",ოღუმუე
←
ღუმუ `ღომისღომი", ოხაჯე
←
ხაჯი `ცერცვი" და სხვ. აქაცმეტონიმია გვაქვს: სახნავის სახელი ოქუმი იქცა სოფლის სახელად, ხოლო ესუკანასკნელი _ მდინარის სახელად, რომელიც სამურზაყანოს მთებში იწყება დამას ჩაუდის (პარალელური სახელწოდებაა ოქუმწყარი).წარჩე მდ. ოხოჯის მარცხ. შენაკადია. ი.ყიფშიძეს ეს ჰიდრონიმი სწორადაქვს განმარტებული როგორც `თეთრი წყალი": პირველი კომპონენტი წა არისიგივე `წყალი" (შდრ.: წაჩხურა `წყალცივა", წაკურთხია `წყალკურთხევა" და სხვ.),ხოლო მეორე ნაწილი კომპოზიტისა რჩე აღნიშნავს თეთრს. არქ. ლამბერტის`სამეგრელოს რუკაზე" იგი აღნიშნულია
თარსცე
ფორმით, ხოლო `აღწერის"ტექსტში _ როგორც
თარცჰენ
ტარშენი.ოხოჯე `სახარე" რომ მეგრული სახელწოდებაა, ამას ალბათ არც დას-ჭირდება მტკიცება. ვატაფი|ოტაფი ყოფს ერთმანეთისაგან სოფლებსატიშადუსა და საჩაჩხალიას და ერთვის ღალიძგას. აფხაზი ინფორმატორი განმარ-ტავს: `ტაფ არის თევზი. იგი ამ მდინარის შუა წელამდე ადის ქვირითის
დასაყრელად. ამიტომ ეწოდება ვატაფი". როგორც ჩანს, ქართული ტობი,მეგრული ტოფი, როგორც წესი, აფხაზურში შესულია ტაფ ფორმით (აფხა-ზურს არა აქვს ხმოვანი ო). მაგრამ თავკიდური ვა
←
ო ადასტურებს, რომ საქმეგვაქვს მეგრულ ტოპონიმთან ოტოფე (ან ოტოფუე, თუ ამოსავალია ნასახელარიზმნა ტოფობა `ტობობა"), რაც თავისი ენის ფონოლოგიური შესაძლებლობებისმიხედვით გადაასხვაფერა აქ მოსულმა მოსახლეობამ. ოჯოღორე `საძაღლე" დახუმუშქური `გამხმარი ვაშლის ხე" აგრეთვე მეგრული სახელწოდებებია,რომლებიც მცირე ადგილების სახელებიდან ჰიდრონიმებად იქცნენ.აღნიშნული მდინარეებისა და მათი მთავარი შენაკადების
მცირე შენაკადებსა
და
მდგენლებს
აფხაზური სახელები აქვთ, რასაც ზოგი მკვლევარი იყენებს ამრეგიონში აფხაზთა აბორიგენობის უტყუარ საბუთად. არის კი პირიქით: დიდმდინარეთა სახელები ათასწლობით ცოცხლობენ, უძლებენ მოსახლეობის ცვლასაცკი, ხოლო მცირე ობიექტები ხშირად იცვლიან სახელებს. ეს დებულება შეიძლებაგანვავრცოთ ოიკონიმების (დასახლებული პუნქტის სახელების) მიმართაც. გალისრაიონში ერთი ქალაქი და 91 სოფელია (იხ. საქართველოს სსრადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა, თბ., 1987). მათგან აფხაზური სახელიჰქვია ერთ დიდ და 5 მცირე სოფელს, რომელთაც ადგილობრივ უბნებსუწოდებენ. ეს დიდი სოფელია აჩიგვარა `ცხენის სადგომი" (აჩიგვარის თემისცენტრი). ხოლო პატარა სოფლებია: აგვავერა
←
აგუა¶Aარა `ჩავარდნილიადგილი" (ოქუმის თემში), ლეკუმხარა
←
ა-ლაკუ¶მჰა `ხეჭრელი, ლუკუმხა" (პირველიგალის თემი. სიტყვა მეგრულიდანაა შესული, მაგრამ ტოპონიმის წარმოებააფხაზურია), პატრახუწა (სახელი მე-19 ს. შუა წლებში გადმოუტანიათოჩამჩირის რ. სოფელ პატრახუწადან გადმობარგებულებს), აკვარიქვა `შავიწყალი", შაშიკვარა `შაშის ღელე" და, შესაძლოა, აკვაღა (პირველი აკვაღადა მეორე აკვაღა შედის ჭუბურხინჯის თემში). პატრაწუხა, აკვარიქვა დაშაშიკვარა მდებარეობენ ქ.გალის მეზობლად, მისგან დასავლეთით. როგორც ჩანს,ისინი წარმოიქმნენ მე-19 საუკუნეში აფხაზთა ე.წ. კუნძულებრივი დასახლებისადგილას. მეგრულ გარემოცვაში ახალმოსახლენი ალბათ გამეგრელდნენ. ასეა თუისე, ოცი წლის წინათ ჩვენ მიერ ამ სამ სოფელში ჩაწერილი ასზე მეტიმიკროტოპონიმიდან მხოლოდ ორის წარმომავლობაა დასადგენი: აბაყHრჩა, ყოჯელი.ყველა დანარჩენი მეგრულია.ოდიშისათვის წართმეული ტერიტორიების ეთნიკურ ათვისებას აფხაზები,როგორც არაერთგზისაა აღნიშნული, იწყებენ მე-18 ს. დამდეგიდან. აბჟუაში ქარ-თველები (მეგრელები) უმცირესობაში აღმოჩნდნენ და დროთა განმავლობაშისრულიად გააფხაზდნენ. სამურზაყანოს ძირითად ტერიტორიაზე კი, რომელიცდღევანდელ გალის რ-ნს მოიცავს და სადაც აფხაზებს მხოლოდ კუნძულებრივიდასახლებანი ჰქონდათ, მეგრელებმა შეინარჩუნეს ენა და ადათ-წესები. დარჩაღალიძგა-ოხურეის შუამდინარეთი და მდ. ოხოჯის ზემოთი _ ოჩამჩირის რ. ისნაწილი, რომელიც ღალიძგის მარცხ. მხარეს მდებარეობს. სწორედ აქ, ორიეთნიკური ერთეულის (აფხაზთა და მეგრელთა) საზღვარზე, შეიქმნა საინტერესოენობრივ-ტოპონიმიკური სიტუაცია: მთლიანად მეგრულია (ზოგ სოფელში იშვიათიგამონაკლისის გარდა) ზღვისპირა ილორის თემისა (სოფლები: ილორი, ნაგვალოუ,ოხურეი, ზენი, სუკი) და ოხურეის მარჯვ. მხარეს მდებარე ოხურეის თემის(სოფლები: პირველი ოხურეი, მეორე ოხურეი, აყვარაში, ილორგანი), აგრეთვეაგუბედიის თემის რამდენიმე სოფლის (აგუბედია, ახეცარა, მიშველი, ოხოჯა,პირველი კოპიტი, ქვალონი) და რეკის თემის სოფ. ჯგერიანის მიკროტოპონიმია.მთლიანად აფხაზურია (აქაც ზოგ სოფელში იშვაითი გამონაკლისის გარდა)ტყვარჩელის სასოფლო თემის (სოფლები: ატიშადუ, აყვარჩაფანი, აძხიდა) დაფოქვეშის თემის (სოფლები: ფოქვეში, აყვარაში, კაციჰაბლა, საჩაჩხალია, ურთა)მცირე ობიექტთა სახელები. დანარჩენ სოფლებში, როგორიცაა აძხიდა, აჯრა,მეორე კოპიტი, ნარჯხეუ, პატრახუწა (აგუბედიის თემში) და რეკა, საჩინო (რეკისთემში) მიკროტოპონიმია არის ნარევი: ან აფხაზური, ან მეგრული, ან კიდევპარალელური (მეგრულ-ქართული) ვარიანტებით წარმოდგენილი.გალის რაიონის დასახლებული ტერიტორიის მიკროტოპონიმიაში კი აფხა-ზური სახელწოდებების წილი ასეთია: მთისძირა სოფლებში 20-23% (აგვავერა,ჩხორთოლი) ან 10-12% (ზემო ღუმურიში, რეჩხი), ერისწყალ-ოქუმის გამყოფ ვაკე-სერზე მდებარე სოფლებში _ 9% (კოხორა, ლეკუმხარა, ზემო გალი). ერთი სოფლის ნიმუშებით დავკმაყოფილდებით: სოფელ ზემო ღუმურიშში ჩაწერილიასზე მეტი მიკროტოპონიმიდან აფხაზურია: აბდუ, აიმაც(Hც)რა, აიჭარაასიპთრა,აფთახარა; აშხვერა, აძმაცHრხვა, აჯღარა, ბუწკვარა, ეიმაკრა, ვას(თ)არი, ხაფალარა
http://www.scribd.com/doc/25462939/Kartvel...eoba-II-Cxadaia