#24783358 · 3 Apr 2011, 19:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gochaj
QUOTE | კი, ჩვენთან გაფეოდალდნენ, მაგრამ როცა რამდენიმე საუკუნე საქართველოში ცხოვრობდნენ და ჩვენი საზოგადოების შემადგენელი ნაწილი იყვნენ, შეგვიძლია ქართველებად ვაღიაროთ |
რასაკვირველია, მეც ქართველებად ვაღიარებ, უბრალოდ ორ რამეს ვუსმევდი ხაზს მათი ფესვების წარმოჩენით: 1. შესაძლო მიზეზი და მოტივი ბატონი თუმანოვის არმენოფილობისა 2. სხვა გზა გააზნაურებისა და გათავადებისა მაშინდელ სომხებს თითქმის არ ჰქონდათ, თუ არა ქართველი ხელმწიფის მიერ.
QUOTE | ჩვენს დროშიც ბევრი კარგი თუმანიშვილი გვყავდა და გვყავს და მათი სომხური ფესვების ჩხრეკვა სად წაგვიყვანდა?
|
მე საერთოდ არ მიყვარს ფესვების ჩხრეკა და თუ უფრო შორს წავალთ, სისულელედაც მიმაჩნია.
QUOTE | სხვათა შორის, მისი მონოგრაფია “Studies in Christian Caucasian History” (რეპრინტი) არც თუ დიდი ხნის წინ იყიდებოდა თბილისში |
მაგ ნაშრომს არ ვიცნობ, მე ერთადერთი საიდანაც ვიცი, მისი გენეალოგიური კვლევებია, მგონი ერთადერთი ინგლისურ ენაზე, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლშია უცხოელი გენეალოგების მიერ გახვეული. პ.ს. ზოგადად, გენეალოგიით ვიყავი გატაცებული, ეხლა დრო აღარ მაქვს, სამწუხაროდ... ძალიან საინტერესო დარგია, ალბათ დამეთანხმებით ( @დიმა ობოლაძე  )
--------------------
People with no morals often considered themselves more free, but mostly they lacked the ability to feel or love - Charlez Bukowski
|