................................მიდასი........................
რახან მიდასზეა ლაპარაკი ბარემ დავამთავროთ ეს თემა:
---------------როცა დიონისეს ჯარი მიყავდა ინდოეთში (ზოგან ესეთი ცნობაა) გზათ უნდა გაევლო
ფრიგიის მეფე მიდასის საბრძანებელში. მხიარულების ღმერთს დიონისეს ნადირობის დროს თავისი გულითადი მეგობარი და მასწავლებელი ნასვამი სილენე სადღაც დაეკარგა.
მეგობრის ასე მოულოდნელათ დაკარგვამ დიონისე მეტად შეაწუხა. სელენე დიონისე ღმერთის ნადიმისა და დროსტარების სული და გული იყო და კიდევაც ამიტომ წუხდა თავისის მეგობრის ასე უგზო უკვლოდ დაკარგვას.
ფრიგიელები შემთხვევით წააწყდნენ ტყეში მოხეტიალე სილენეს და დაუყოვნებლივ მეფე მიდას მიგვარეს.
მიდასმა პირველივე შეხედვის თანავე იცნო დიონისეს გულითადი მეგობარი და მყისვე დიდის თავაზიანობით სასახლეში მიიპატიჟა.
მეფე დიდის პსტივისცემით დაუხვდა სილენეს. დიდი ნადიმი და წვეულება გაუმართა. მთელი ათი დღის განმავლობაში მეფე მიდასის სასახლეში განუწყვეტელი ლხინი იყო გამართული.
სილენე სულითა და გულით კმაყოფილი დარჩა მეფე მიდასის, ასე გულუხვი მასპინძლობით.მეთორმეტე დღეს სილენე და მიდასი დიონისე ღმერთს ესტუმრნენ.
დიონისე სილენეს ასე მოულოდნელათ პოვნამ დიდად გაახარა და ნიშნათ ღრმა მადლობისა, მეფე მიდასს დაპირდა. ყველაფერს შეგისრულებ რასაც კი მოისურვებ და მთხოვო.
--მოწყალეო და ყოვლად შემძლებელო ღმერთო, - მოკრძალებით შჰკადრა მეფე მიდასმა დიონისე ღმერთს: - თუ კეთილ ინებებთდა ჩემზე მოწყალებას მიიღებთ, გთხოვთ შმდეგი შემისრულოთ: რასაც მე ხელს შვახებ ოქროთ აქციეთ!
დიონისე ძალიან გააკვირვა ფრიგიის მბრძანებლის ასეთმა კადნიერბამ, მაგრამ სიტყვის შუბრუნებლათ შეიწყნარა მეფე მიდასის ახირებული თხოვნა.
მიდასმა იქვე სცადა შეემოწმებინა თავისი უნარი და მუხის ტოტებს შეახო ხელი, ისინი ოქროდ გადაიქცნენ. შემდეგ ქვა აიღო ხელში და ისიც ოქროთ იქცა.
მეფე მიდასი სიხარულით ფეხზე არ იდგა, მან არ იცოდა როგორი მადლობა უნდა გადაეხადა ამ უხვი საჩუქრისათვის. მეფის აღტაცებას საზღვარი არა ქონდა.
თვითეული ნივთი. თვითეული საგანი რასაც მეფე მიდასი ხელს ახლებდა, მყისვე ოქროთ იქცეოდა.
მეფე ბედნიერად თვლიდა თავის თავს.
სიხარულით გატაცებულმა მეფე მიდასმა მეგობრებს და რჩეულ კარისკაცებს დიდი წვეულება გაუმართა, რომელზეც სურდა თავისი უსაზღვრო ბედნიერბა ყველასათვის შეეტყობინებინა.
--- სამეფო სუფრა სასახლის დახელოვნებულმა მზრეულებმა ათასნაირი სასმელითა და საჭმელით შეამკეს.
---მხიარული სტუმრები მადიანათ შეექცეოდნენ ნუგბარ სადილს, მეფე მიდასი კი გულდაწყვეტილი შსცქეროდა მდიდრულათ გაწყობილ სუფრას, როგორც კი რომელიმე საჭმელს მეფე ხელით შეეხებოდა, პირთან მიტანამდე იგი ზოდ ოქროდ იქცეოდა და მისი
შეჭმა რასაკვირველია, ყოვლად შეუძლებელი ხდებოდა. მეფე ყოველ ცისმარე დღეს ამგვარათ იტანჯებოდა და მუდამ ოქროში ჩაფლული სიკვდილს ნატრობდა.
----მეფე მიდასმა, როცა ძალზე გაუჭირდა და ამასთანავე ნათლათ შეიგნო თავისი თხოვნის უგუნურება, ისევ მოკრძალებით შეჰკადრა დიონისე ღმერთს: „ყოვლათ მოწყალეო ღმერთო, მაპატივე, დამნაშავე ვარ შენს წინაშე! შემიბრალე, ყოვლის შემძლებელო, მაპატიე ჩემი შეცდომა და გამათავისუფლე ჩემი დამღუპველი ოქროებისაგან!“
----დიონისემ შეიწყალა მეფე მიდასი, შეისმინა მისი თხოვნა და ამნაირათ იხსნა ფრიგიის მბრძანებელი აუცილებელი სიკვდილისაგან, რომელიც მას მოელოდა თავისი უგუნურებისაგან.
მან უბჰრძანა მიდას რომ განბანილიყო მდინერე პაკტოპში რომელსაც შარქვეს მერე ხრისორი ოქროს მატარებელი (მოიპოვებოდა დიდძალი ოქრო)
---მეფე მიდასი შემდეგ დიდი ზიზღით შეჰყურებდა ოქროებს და საზოგადოდ ყოველგვარ სიმდიდრეს, რაც კი კაცის კეთილგონიერ ცხოვრებას ხელს უშლიდა და აფერხებდა..........................................

ეს პირველი ნაწილი დანარჩენი მერე.