LORD VOLDEMORეტიმოლოგია არის მეცნიერება. მე მგონი სიტყვები უაზროდ არ წარმოიშობა. და სერგი დანელია ნამდვილად არ იყო უაზრო ადამიანი.
სერგი დანელია - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1930), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944), XX საუკუნის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურათმცოდნეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, დაიბადა 1899 წელს.
სწავლობდა ხარკოვისა და მოსკოვის უნივერსიტეტებში. მისი მეცნიერული კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო: ფილოსოფიის (ძირითადად ანტიკური ფილოსოფიის) ისტორია, რუსული ლიტერატურის ისტორია. მასვე ეკუთვნის გამოკვლევები სპინოზას, ჰიუმის, კანტის, რუსოს, კონტის, პუშკინის, ლერმონტოვის, გოგოლის, ტურგენევის, ლევ ტოლსტოისა და სხვათა შესახებ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას, ქართულად თარგმნა: არისტოტელეს „პოეტიკა“ და „განმარტებისათვის“, პლატონის „სოკრატეს აპოლოგია“, დეკარტეს „მეტაფიზიკური განაზრებანი“, რუსოს „ემილი“ და სხვა.
სერგი დანელია იყო უაღრესად ფართო დიაპაზონის მეცნიერი. მისი ნაშრომები, ისევე როგორც თარგმანები, გამოირჩევა მეცნიერული სიზუსტით, პუნქტუალობითადა სიღრმით. ისინი დღემდე ინარჩუნებენ თავიანთ მეცნიერულ ღირებულებას.სერგი დანელია ელინური ფილოსოფიური აზროვნების მეცნიერულ-სისტემატური კვლევის ფუძემდებელია, იცავდა ფილოსოფიის დასავლური, კერძოდ, ბერძნული წარმოშობის იდეას, ვინაიდან, მისი აზრით, ფილოსოფია პირველად სწორედ აქ გამოეყო მითოლოგიას და აზროვნების დამოუკიდებელ მიმართულებადჩამოყალიბდა. ფილოსოფიური აზროვნების აღმოცენების პირობაა თავისუფლება:სწორედ ძველ საბერძნეთში შეიქმნა სოციალურ-კულტურული წანამძღვრები ინდივიდის მიერ სამყაროს თავისუფალი მოაზრებისათვის.
პროფესორმა სერგი დანელიამ შეიმუშავა ფილოსოფიის ისტორიული კვლევის საკუთარი მეთოდოლოგიური პრინციპი, რომლის მიხედვით ფილოსოფიური კვლევა უნდა ეფუძნებოდეს ტექსტის ფაქიზსა და კრიტიკულ-ფილოლოგიურ ანალიზს. სერგი დანელია, როგორც პიროვნება, იყო უაღრესად პრინციპული, შრომისმოყვარე, უცხო ენების (ბერძნული, ლათინური, ფრანგული, გერმანული, რუსული) ბრწყინვალე მცოდნე და თავისი ქვეყნის პატრიოტი. იგი ავტორია მრავალი ფილოსოფიური და ლიტერატურათმცოდნეობითი ნაწარმოებისა, მათ შორისაა: „ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში“ (თბილისი, 1925), „ქსენოფანე კოლოფონელის მსოფლმხედველობა“ (თბილისი, 1925), „ანტიკური ფილოსოფია (სოკრატეს წინ)“ (თბილისი, 1926), „О философии Грибоедова“ (Тбилиси, 1931), „სოკრატეს ფილოსოფია“ (თბილისი, 1935), „ნარკვევები XIX საუკუნის რუსული ლიტერატურის ისტორიიდან“ (თბილისი, 1936), „პუშკინის ცხოვრება და მოღვაწეობა“ (თბილისი, 1937), „ოგიუსტ კონტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა“ (თბილისი, 1959), „ლიტერატურული ნარკვევები“ (თბილისი, 1960), „კანტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა“ (თბილისი, 1977) და სხვა.
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...7403697287.10.2