არა, უნარებში რამდენი აიღე ქულა, მაგარი კითხვაა, ვითომ ცინიზმის მცდელობით განსჭვალული
ბარემ მეგრული დიალექტია ქართულისო- ეგ დაგვეწერა
ჩვენი რა მიდის.
ისტორია არ არის ზუსტი მეცნიერება.
ჩვენ ვეყრდნობით ისეთი ადამიანების ნაწერებს და მსჯელობას, რომლებსაც შეზღუდული თვალსაწიერი ჰქონდათ და სჯეროდათ მითების და ზღაპრების; ასევე ისტორიას გამარჯვებულები წერენო ნათქვამია და ეგეც სიმართლეა, ამავე დროს ძალიან სუბიექტური არიან მემატიანენი.
გასულ საუკუნეში ვინც მაგ თემებს იკვლევდა, ისინიც ვერ იყვნენ ობიექტურობის მხრივ მოწოდების სიმაღლეზე.
უამრავი ვერსია გვაქვს მაგ თემასთან დაკავშირებით. ხან ბასკებს დაანათესავეს ქართები, ხოლო კოლხები ეგვიპტელებს, ხანაც შუმერებსაც კი მიგვაწეპეს ))))
უამრავი კითხვებია ისტორიაში, რომელიც არ არის ბოლომდე პასუხ გაცემული. თუ არ გვინდა მსჯელობა და ჩვენთვის არმოსაწონი აზრის მოსმენა,მაშინ დავჯდეთ და ახალი უქარქაშო ხმლები დავწეროთ )))
ის რომ ზანების და ქართების გაყოფა მოხდა ან ერთი ხალხი იყვნენ სხვადასხვა ტომებისგან შემდგარი, სავსებით რეალურია და მე იმ ვერსიას ვიზიარებ, რომ ზანებისგან გამოყოფილი ხალხია ქართები,მაგრამ სავსებით დასაშვებია სხვა ვერსიებიც.
ყველგან რაღაც სეპარატიზმის სუნი რატომ გცემთ ?
მავნებელი და სულელია ის ადამიანი ვინც ითხოვს მეგრელების დამოუკიდებლობას. მაგრამ რაც არ მოგვწონს იმაზე მსჯელობა არ არის დანაშაული.
აი, პოლონური და უკრაინული მაინც ჰგავს რუსულ და ზოგადად სლავური ენები გგვანან ერთმანეთს, აზრზე რომ არ იყო სხვა ენების რაღაცას მაინც გაიგებ თუ რუსული იცი, ოღონდ რამოდენიმე სიტყვას, ხოლო ორი მეგრელის საუბრიდან თუ მარტო ქართული იცი, თითქმის ვერაფერს გაიგებ და ვისაც თავის მოტყუება უნდა, ეგ მისი ნებაა.